კალიდროპ ფრი 10მლ თვ/წვ

127029
-30%
მარაგშია
43.98 
30.79 
დანაზოგი: 13.19 ₾ (30%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიოფთალმოლოგიური ადგილობრივი მოქმედების სხვადასხვა ხსნარები ჯენერიკიNatrii hyaluronatum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
43.98 
30.79 
დანაზოგი: 13.19 ₾ (30%)

კალიდროპ ფრი
სტერილური ოფთალმოლოგიური წვეთები კონსერვანტების გარეშე

შემადგენლობა
ნატრიუმის ჰიალურონატი 1 მგ/მლ, კალიუმის იოდიდი 5 მგ/მლ, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ნატრიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი.
კალიუმის იოდიდი თვალის ზედაპირზე ადგილობრივად გამოყენებისას მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, აკავებს თავისუფალ რადიკალებს, პასუხისმგებელია ოქსიდაციური სტრესის შემცირებაზე და ამცირებს ბროლსა და მინისებრი სხეულში შემღვრევებს.
ნატრიუმის ჰიალურონატი მუკოადჰეზიური თვისებების წყალობით ხამხამის დროს თანაბრად ნაწილდება რქოვანას ზედაპირზე, ურთიერთქმედებს ცრემლის აპკის მუცინის შრესთან და ასტაბილურებს მას, შედეგად ატენიანებს თვალს.

ჩვენება
• მშრალი თვალი
• ბროლისა და მინისებრი სხეულის შემღვრევების პროფილაქტიკა

დოზირება
1 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო ხშირი გამოყენება. კალიდროპ პლიუსი არ შეიცავს კონსერვანტებს და მისი გამოყენება შესაძლებელია კონტაქტურ ლინზებზე.

1. პრეპარატის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები.

2. მოხსენით თავსახური და ჩაწვეთებისას საწვეთური არ შეახოთ თვალის ზედაპირს.

3. თავი გადახარეთ ოდნავ უკან.

4. დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურად.

5. ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, მოუჭირეთ ბოთლს და ჩაიწვეთეთ წვეთი კონიუნქტივალურ პარკში.

6. დახუჭეთ თვალები და თვალის კაკლის გადაადგილებით გადაანაწილეთ წვეთი თვალის ზედაპირზე.

7. გაიმეორეთ იგივე აქტივობები მეორე თვალისთვის.

8. გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური.

9. ჩაწვეთების შემდეგ არ ჩამოიბანოთ თვალის ზედაპირი წყლით ან სხვა სითხით.

უკუჩვენება

  • არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
  • არ გამოიყენოთ ინგრედიენტებზე ალერგიის არსებობისას
  • არ გამოიყენოთ ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციების დროს

შენახვის პირობები
• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
• მოარიდეთ სითბოს წყაროებს
• შეინახეთ მშრალ ადგილას 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.
• არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

სიფრთხილის ზომები
• არ გამოიყენოთ ბოთლის დაზიანების შემთხვევაში
• არ შეახოთ თვალს ან სხვა ზედაპირს საწვეთურის წვერით
• სხვა ოფთალმოლოგიური ხსნარების გამოყენების შემთხვევაში ჩაწვეთებებს შორის დაიცავით მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალი.
• კალიდროპ ფრი უნდა ჩაიწვეთოთ ბოლოს
• მრავალჯერადად გამოყენებადი სამედიცინო პროდუქტი უნდა გამოიყენოს ერთმა პაციენტმა

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს.


მწარმოებელი
SUPROBION Sp. z o.o., Sp. k.
ul. Kiełczowska 2
55-095 Mirków

დისტრიბუტორი
S-LAB Sp. z o.o.
ul. Kiełczowska 2
55-095 Mirków