იპოვიდი 10% 20გ მალ

124745
მარაგშია
8.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიდერმატოლოგიურო და გარეგანი გამოყენების სხვა პრეპარატები ჯენერიკიPovidone-iodine გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
8.00 

 იპოვიდი

 (IPOVID)

 

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პოვიდონ-იოდი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

მუქი ყავისფერი მალამო ჰომოგენური ტექსტურით.

შემადგენლობა:

1 გ მალამო შეიცავს:

პოვიდონ-იოდს, 10 მგ იოდის ეკვივალენტურს - 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის იოდიდი, პოლიეთილენგლიკოლი 400, პოლიეთილენგლიკოლი 4000.

გამოშვების ფორმა:

10% მალამო.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, იოდის პრეპარატები.

ათქ-კოდი: D08AG02.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პოვიდონ-იოდი წარმოადგენს იოდის და პოლივინილპიროლიდონის პოლიმერის კომპლექსს, რომელიც გამოყოფს იოდს გარკვეული დროის განმავლობაში კანზე დატანის შემდეგ. ელემენტარულ იოდს გააჩნია ძლიერი ბაქტერიციდული ეფექტი, in vitro ექსპერიმენტებში სწრაფად ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს და ზოგიერთ უმარტივეს ორგანიზმებს.

მოქმედების მექანიზმი: თავისუფალ იოდს აქვს სწრაფი ბაქტერიციდული ეფექტი, ხოლო პოლიმერი წარმოადგენს დეპოს იოდისთვის.

კანთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტისას პოლიმერიდან გამოიყოფა იოდის მუდმივად მზარდი რაოდენობები. იოდი რეაგირებს ამინომჟავების დასაჟანგ -SH და -OH ჯგუფებთან, რომლებიც შედიან მიკროორგანიზმების ფერმენტების და სტრუქტურული ცილების შემადგენლობაში, და ახდენს ამ ცილების ინაქტივაციას ან განადგურებას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტი.

მიკროორგანიზმების უმეტესობა ნადგურდება in vitro ზემოქმედებისას 1 წუთზე ნაკლებ დროში, ხოლო განადგურების ძირითადი ეფექტი ვლინდება პირველ 15-30 წამში. ამასთან, იოდი უფერულდება, რის გამოც ყავისფერი შეფერილობის ინტენსივობის ცვლილება შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც პრეპარატის ეფექტიანობის ინდიკატორი. გაუფერულება წარმოადგენს შემდეგი დოზის გამოყენების საჭიროების მაჩვენებელს. პრეპარატის მიმართ რეზისტენტობა უცნობია.

 

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა:

იპოვიდის სისტემური აბსორბცია ჯანმრთელ სუბიექტებში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უმნიშვნელოა.

პოვიდონი:

პოვიდონის აბსორბცია და თირკმლისმიერი ექსკრეცია დამოკიდებულია მის მოლეკულურ წონაზე. ვინაიდან მისი მოლეკულური წონა მერყეობს 35000-50000-ის ფარგლებში, მოსალოდნელია ნივთიერების შეყოვნება.

იოდი:

პოვიდონ-იოდის ან იოდიდების შეწოვა სხვა წყაროებიდან იოდის შეწოვის მსგავსია. გამოყოფა - უპირატესად თირკმელებით.

ჩვენება:

იპოვიდი წარმოადგენს ფართო სპექტრის მოქმედების ანტისეპტიკურ საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისთვის, ასევე, მცირე ჭრილობების, ნაკაწრების და  მსუბუქი დამწვრობის დროს ინფექციის პროფილაქტიკისთვის.

პრეპარატი რეკომენდებულია კანის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების, ასევე ინფიცირებული ნაწოლების და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირების რეჟიმი.

ინფექციის მკურნალობა: დაიტანება დღეში ერთხელ ან ორჯერ 14 დღის განმავლობაში.

ინფექციის პროფილაქტიკა: დაიტანება კვირაში ერთხელ ან ორჯერ, სანამ საჭიროება მოითხოვს.

დაზიანებული კანი უნდა გაიწმინდოს და გაშრეს. იპოვიდი დაიტანება დაზიანებულ უბანზე. დამუშავებულ კანზე შეიძლება სახვევის დადება.

გამოყენება ბავშვებში.

იოდის მაღალი დოზების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში. ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში გამოიყენება პოვიდონ-იოდის რაც შეიძლება დაბალი დოზები.

პაციენტები თირკმების ფუნქციის დარღვევით.

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნას დაცული პრეპარატის რეგულარული გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც ადრე თირკმლის უკმარისობის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული.

გამოყენების მეთოდი.

პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (< 1/10, ≥ 1/100); არახშირი (< 1/100, ≥1/1000); იშვიათი (< 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); უცნობი სიხშირით (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ჰიპერმგრძნობელობა; ძალიან იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქცია.

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - ჰიპერთირეოზი (ზოგჯერ თან ახლავს ტაქიკარდია ან მოუსვენრობა)*; უცნობი სიხშირით - ჰიპოთირეოზი****.

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: უცნობი სიხშირით - ელექტროლიტური დისბალანსი**; მეტაბოლური აციდოზი**.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათი - კონტაქტური დერმატიტი (მაგალითად, ერითემა, წვრილი ვეზიკულები, ქავილი); ძალიან იშვიათი - ანგიონევროზული შეშუპება.

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:  უცნობი სიხშირით - თირკმლის მწვავე უკმარისობა**, სისხლის ოსმოლარობის დარღვევები **.

ტრავმები, ინტოქსიკაციები და მანიპულაციების გართულებები: უცნობი სიხშირით - კანის ქიმიური დამწვრობა***.

 

* შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებში იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყენების შემდეგ (მაგალითად, პოვიდონ-იოდის ხანგრძლივი გამოყენებისას ჭრილობების ან დამწვრობის სამკურნალოდ).

** შეიძლება განვითარდეს იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყენების შემდეგ (მაგალითად დამწვრობის მკურნალობის დროს).

*** შეიძლება დაფიქსირდეს ქირურგიულ ოპერაციამდე, თუ პაციენტი „დასველდება“ პოვიდონ-იოდის ხსნარში.

**** ჰიპოთირეოზი შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გამოყენებისას დიდი ფართობების დამუშავების დროს.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

  • ჰიპერმგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • პრეპარატის რეგულარული გამოყენება უკუნაჩვენებია ჰიპერთირეოზის დროს ან ფარისებრი ჯირკვლის მწვავე დისფუნქციის დროს;
  • რადიოაქტიური იოდის გამოყენებით მკურნალობის ან სცინტიგრაფიის დაწყებამდე და შემდეგ;
  • დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტის დროს.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

კომპლექსი პოვიდონ-იოდი ეფექტიანია pH დიაპაზონში 2 - 7. ურთიერთქმედება ცილებთან და სხვა უჯერ ორგანულ ნივთიერებებთან ამცირებს მის ეფექტიანობას.

იპოვიდის და ფერმენტული მალამოების ერთდროული გამოყენება ჭრილობების სამკურნალოდ ამცირებს ორივე წამლის ეფექტიანობას. შესაძლებელია ვერცხლისწყლის, ვერცხლის, წყალბადის ზეჟანგის ან ტაუროლიდინის შემცველი პრეპარატების ურთიერთქმედება პოვიდონ-იოდის კომპლექსთან, ამიტომ, მათი ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პოვიდონ-იოდის ოქტენიდინის შემცველ ანტისეპტიკურ საშუალებებთან ერთდროულმა ან თანმიმდევრულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ზედაპირის დროებითი გამუქება, რომელზეც ეს საშუალებები გამოიყენებოდა.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს, თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება.

პოვიდონ-იოდის ჟანგვითი თვისებების გამო, გარკვეული ტიპის გამოკვლევების ჩატარებისას შარდში ან განავალში ფარული სისხლის (ჰემოგლობინის) გამოსავლენად, აგრეთვე, შარდში გლუკოზის განსაზღვრის დროს, მან შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი შედეგები.

პოვიდონ-იოდის გამოყენებისას ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შეწოვა შეიძლება შემცირდეს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგებზე (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილებთან შეკავშირებული იოდის და რადიოაქტიური იოდის განსაზღვრა) და, ასევე, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება იოდის პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ, მისი ეფექტიანობის გაუარესებით. პოვიდონ-იოდით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოკვლევების უშეცდომო შედეგების მისაღებად რეკომენდებულია გავიდეს საკმარისად ხანგრძლივი დროის პერიოდი (1-2 კვირა) ამ პრეპარატის გარეშე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები.

იოდით მწვავე ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • მეტალის გემო პირში, გაძლიერებული ნერწყვდენა, წვის შეგრძნება ან ტკივილი პირის ღრუსა ან ხახაში;
  • თვალების გაღიზიანება და შეშუპება;
  • კანის რეაქციები;
  • კუჭში სისავსის შეგრძნება, დიარეა;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა და ანურია;
  • სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;
  • ხორხის შეშუპება მეორადი ასფიქსიით, ფილტვის შეშუპება, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერნატრიემია.

მკურნალობა.

უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია, განსაკუთრებული ყურადღებით ელექტროლიტური ბალანსის, თირკმლების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პოვიდონ-იოდის გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შესაძლებელია მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებების შემთხვევაში და მცირე დოზებით, ვინაიდან იოდი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში. გარდა ამისა, ნაყოფისთვის და ახალშობილისთვის დამახასიათებელია ჰიპერმგრძნობელობა იოდის მიმართ, ამიტომ, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყენება არ შეიძლება. დედის რძეში პოვიდონ-იოდის დონე უფრო მაღალია შრატში მის დონესთან შედარებით. ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი ჰიპოთირეოზი თირეოტროპული ჰორმონის დონის მატებით ნაყოფსა ან ახალშობილთან. შეიძლება საჭირო გახდეს  ბავშვთან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლის აუცილებლობა. დაუშვებელია პრეპარატის შემთხვევითი მოხვედრა ბავშვის პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და ზოგჯერ მძიმე რეაქციები კანის მხრივ. ადგილობრივი გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. გამოყენების წინ მალამოს გათბობა საჭირო არ არის.

მალამო უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

იოდის მნიშვნელოვანმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთირეოზი  პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით (მაგალითად, ჩიყვით, კვანძოვანი ჩიყვით, ფარისებრი ჯირკვლის სხვა არამწვავე დაავადებებით). ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეიზღუდოს დროსთან და კანის ზედაპირის დამუშავებულ ფართობთან მიმართებაში.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება კანის დიდ ზედაპირებზე (მაგალითად, დამწვრობის დროს დიდი ფართობის დაზიანებებისას ან ჭრილობებისას) შეიძლება გამოიწვიოს იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეწოვა, რაც იწვევს ჰიპერთირეოზს იოდისადმი მგრძნობიარე პაციენტებში. კანის დიდ ზედაპირად ითვლება სხეულის ზედაპირის 10%-ზე მეტი ზედაპირი, ხოლო ხანგრძლივ მკურნალობად - გამოყენება, რომელიც აღემატება 14 დღეს. იოდის შეწოვას აქვს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებები, ამიტომ ზუსტი რეკომენდაციები არ არსებობს. ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი და ექიმის აზრი.

თუ მკურნალობის მსვლელობისას გამოვლინდა ჰიპერთირეოზის სიმპტომები, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული სცინტიგრაფიის წინ და მის შემდეგ, ასევე ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის რადიოაქტიური იოდით მკურნალობის დროს.

გამოყენება ბავშვებში.

იოდის მაღალი დოზების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან მათ კანს გააჩნია უფრო მაღალი შეღწევადობა და მათთან უფრო ხშირად ვლინდება მაღალი მგრძნობელობა იოდის მიმართ, რაც ზრდის ჰიპერთირეოზის განვითარების რისკს. ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში უნდა გამოიყენებოდეს პოვიდონ-იოდის ყველაზე დაბალი შესაძლო დოზები. საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებში უნდა გაკონტროლდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. პოვიდონ-იოდის მოხვედრა პირის ღრუში თავიდან უნდა იქნას აცილებული.

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნას დაცული პრეპარატის რეგულარული გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც ადრე თირკმლის უკმარისობის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული.

იპოვიდის რეგულარული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

შეფუთვა:

10% მალამო 20 გ ტუბში, 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი და მისი მისამართი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო);

საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

www.rational.ge

                                                           

 

 

 

 

 

     

ერთად ყიდულობენ