სუპერვიჟენი 10მლ თვ/წვ

128462
მარაგშია
35.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიოფთალმოლოგიური ადგილობრივი მოქმედების სხვადასხვა ხსნარები ჯენერიკიNatrii hyaluronatum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
35.00 

სუპერვიჟენი 10 მლ

თვალის წვეთები  ჯვარედინ-დაკავშირებული ჰიალურონის მჟავით კონსერვანტების გარეშე

შემადგენლობა

ნატრიუმის ჰიალურონატის ჯვარედინ-დაკავშირებული პოლიმერული წყალხსნარი (ნატრიუმის ჰიალურონატის ჯვარედინი პოლიმერი 0,02%), ნატრიუმის ფოსფატი
დიბაზური დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის მონობაზური მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, W.F.I. კონსერვანტების გარეშე.

დახასიათება

სუპერვიჟენი  ფიზიოლოგიური pH-ის მქონე სტერილური ხსნარია ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის, რომელიც შეიცავს ჯვარედინ დაკავშირებულ ჰიალურონის მჟავას. ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს მუკოპოლისაქარიდს, რომელიც მისი ფსევდოპლასტიკური და მუკომიმეტური თვისებების წყალობით, დახამხამების შემდეგ, თანაბრად ნაწილდება თვალის ზედაპირზე.  ჯვარედინი კავშირის აგენტი კი მოქმედებს სინერგიულად, აძლიერებს და ახანგრძლევებს დამატენიანებელ ეფექტს.

სუპერვიჟენს თვალის ზედაპირის დატენიანებისა და შენარჩუნების მაღალი უნარი გააჩნია, ასევე შეუძლია სტაბილურად გააძლიეროს ცრემლდენა, რქოვანას ეპითელიუმის სწრაფი აღდგენა და რეგენერაცია.

სუპერვიჟენი ხსნის თვალის ლორწოვანის სიწითლეს, დაღლილობას და დისკომფორტს, რომელიც გამოწვეულია ისეთი გარემო ფაქტორებით, როგორიცაა ქარი, კვამლი, დაბინძურებული ჰაერი, მზის სინათლის ხანგრძლივი ზემოქმედება, მარილი, ზღვის წყალი ან აუზის წყალი, აქტიური მეცადინეობის პერიოდი, კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენება ან მანქანის მართვა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. იგი ატენიანებს და არბილებს რქოვანას და კონიუნქტივას კონტაქტური ლინზების გამოყენებით გამოწვეული სიმშრალისას.

სუპერვიჟენი იწვევს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი ხარისხის თვალის დატენიანებას და იცავს რქოვანას ზედაპირს. ამიტომ პრეპარატი გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება მშრალი თვალის სინდრომის დროს და განსაკუთრებით რეფრაქციული ოპერაციის შემდეგ. 
სუპერვიჟენის ფორმულა შეიქმნა იმის გათვალისწინებით, რომ მაქსიმალური შედეგი მიღებული იყოს პირველივე მოხმარების შემდეგ. იგი გამოიყენება ყოველდღიურად  და საღამოობით. 
არ შეიცავს კონსერვანტებს და/ან ანთების საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქტორული მოქმედების მოლეკულებს.
სუპერვიჟენი  გამოიყენება კონტაქტური ლინზების შემთხვევაში.

დანიშნულება

სუპერვიჟენი გამოიყენება თვალის ან თვალის ლორწოვანი გარსის სიწითლის, დაღლილობისა და დისკომფორტის დროს, რომელსაც იწვევს:

  • გარემო ფაქტორები (კონდიციონერი,  გათბობა, მზის რადიაციის გადაჭარბებული ზემოქმედება, ქარი, კვამლი, დაბინძურება, ზღვის წყალი ან აუზის წყალი და მშრალი მარილი);
  • თვალების სიმშრალე გადაჭარბებული დაღლილობის გამო, რომელიც გამოწვეულია კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობით,  მეცადინეობით ან მშრალი თვალის სინდრომით;
  • რბილი ან ნახევრად მყარი კონტაქტური ლინზების ტარება.

სუპერვიჟენის გამოყენება ექიმის რჩევით  შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • ქრონიკული ბლეფარიტის შედეგად გამოწვეული ცრემლსადენის ანომალიები და ცრემლის ხარისხის ან რაოდენობის ცვლილება, რომელიც ცნობილია როგორც „მშრალი თვალი სინდრომი";
  • თვალის სხვადასხვა სახის ქირურგიული ჩარევის ან ქუთუთოებზე ესთეტიკური ქირურგიის შედეგად გამოწვეული ცრემლსადენის ანომალიები;
  • რეფრაქციული ოპერაციის შემდეგ ცრემლსადენი ფუნქციის სტაბილურობის გაუმჯობესებისათვის.

გამოყენების წესი

  • კარგად დაიბანეთ ხელები.
  • პირველ გამოყენებამდე მოაძვრეთ დამცავი სტიკერი.
  • ამოიღეთ დამცავი თავსახური და გახსენით ბოთლი.
  • გადააბრუნეთ ბოთლი თავდაყირა და ბოთლზე მცირე ზეწოლით ჩაიწვეთეთ 2 წვეთი თითოეულ თვალში ან  ექიმის რჩევის შესაბამისად.
  • ბოთლის შიგთავსის შემცირებასთან ერთად,  ჩაწვეთება შესაძლოა, მასზე უფრო მეტი ზეწოლის საჭიროებას უკავშირდებოდეს.  ამის მიზეზია ის, რომ დახურული სისტემით მოხდეს კონსერვანტებისაგან თავისუფალი სითხის სტერილურობისა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შენარჩუნება.
  • გამოყენების შემდეგ მოაცილეთ დარჩენილი წვეთი და დაუყოვნებლივ დახურეთ ბოთლი.
  • ბოთლის შიგთავსი  გამოყენებული უნდა იქნას  პირველი გახსნიდან მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
  • პროდუქტი განკუთვნილია ინდივიდუალური გამოყენებისთვის.
  • გამოიყენეთ პროდუქტი კონტაქტური ლინზების გამოყენებამდე.
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ კონტეინერი პირველადი გახსნისას დაზიანებულია ან იდეალურად არ არის დახურული.
  • ჩაწვეთების დროს კონტეინერის საწვეთური არ შეაეხოთ თვალს ან სხვა ზედაპირს.
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი, ალერგიის ან   რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
  • მკურნალობის დროს პრობლემების შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
  • გამოყენების შემდეგ კონტეინერი სწორად გადააგდეთ.
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე და ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • თვალის წვეთებთან ერთად ოფთალმოლოგიური პრეპარატების მიღება უნდა განხორციელდეს ექიმის მეთვალყურეობით, რომელსაც შეუძლია შეაფასოს შესაძლო ურთიერთქმედება და გამოყენება უნდა მოხდეს თვალში ჩაწვეთებიდან მინუმიმ 15 წუთის შემდეგ.
  • პროდუქტის გამოყენებისას (ჩაწვეთების შემდგომ) შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხედველობის დროებით დაბინდვას.
  • მკურნალობისას თვალის გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
  • არ გადაყლაპოთ.
  • პროდუქტი ჩვეულებრივ განკუთვნილია უწყვეტი გამოყენებისთვის, არა უმეტეს 30 დღისა; თუ სიმპტომები გრძელდება მიმართეთ ექიმს.
  • თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ამ პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
გვერდითი მოვლენები
პროდუქტის გამოყენების შემდეგ გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
პაკეტისშიგთავსი
შეფუთვაში შედის ბოთლი OSD საკეტი სისტემით (ოფთალმოლოგიური კუმშვადი დისპენსები), რომელიც შეიცავს 10 მლ ხსნარს კონსერვანტების გარეშე.
შენახვისპირობები                                                                                                                      
შეინახეთ 2°C-30°C ტემპერატურაზე, მშრალ, სითბოსგან და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შიგთავსი გამოყენებისათვის ვარგისია პირველი გახსნიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.
მოქმედებისვადა
კოლოფზე და ეტიკეტზე მითითებულ ვარგისობის ვადა მოქმედია გაუხსნელი და დაუზიანებელი შეფუთვის შემთხვევაში.

  მწარმოებელი

COC Farmaceutici S.r.l. Via Modena, 15
40019 Sant’Agata Bolognese (BO)
Italy.

  დისტრიბუტორი საქართველოში

  ფარმაცევტული კომპანია ეს კა იმპექსი

  ქ.თბილისი წყნეთის ქუჩა 2ა,

  ტელ.:(995 32) 225 22 24.