ობლიტინი #30ტ

123262
მარაგშია
38.23 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიტვინში სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატები ჯენერიკიGamma-aminobutiric ac,Glycin,Glutin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
38.23 

ობლიტინი  N 30 ტაბ

 საკვები დანამატი

ობლიტის 1 ტაბლეტი შეიცავს:

გლიცინი– 200მგ,

GABA (გამა ამონოერბოს მჟავა) –200მგ,

გლუტამინი– 100მგ.

დამატებითი ნივთიერებები(მიკროკრისტალური ცელულოზა,სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

 

რა შედეგები მოაქვს ობლიტინს?

!  უზრუნველყოფს ნორმალურ მენტალურ ფუნქციას.

!  არეგულირებს ემოციურ დისბალანსს.

!  აღადგენს მეხსიერებას და აუმჯობესებს აზროვნებას.

!  ხსნის ემოციურ დაძაბულობას  და აგრესიულობას.

 

ობლიტინი  –– კომბინირებული  პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ამინომჟავების:

გლიცინის, GABA (გამა ამონოერბოს მჟავას) და გლუტამინის  თვისებებით.

 

გლიცინი––შეუცვლელი ამინომჟავაა.  მას  რამდენიმე ფუნქცია გააჩნია  ორგანიზმში.

გლიცინი  აქტიურად მონაწილეობს ცილის სინთეზში. ახდენს  ახალი უჯრედების  ჩამოყალიბების  პროცესის  ჟანგბადით უზრუნველყოფას.  

გლიცინს  აქვს დამაწყნარებელი მოქმედება და აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინის ქსოვილში. ის ჩართულია მოტორული და სენსორული ინფორმაციის დამუშავებაში, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობას, ხედვას და სმენას.

გლიცინი–––  ამცირებს  ფსიქოემოციურ დაძაბულობას, აგრესიულობას და კონფლიქტურობას, ასევე ინსულტის და ტრამვის შედეგად განვითარებულ დარღვევებს.

აძლიერებს   შეკავების პროცესებს,ზრდის  გონებრივ შრომისუნარიანობას.

 

GABA (გამა-ამინოერბოს მჟავა)–– წარმოადგენს   მთავარ შემაკავებელმედიატორსცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მისი გავლენით ითრგუნება აგზნების პროცესები დაძლიერდება შეკავების  პროცესები, მცირდება გაღიზიანებადობა და აგზნებადობა.

GABA აუმჯობესებს ნერვული პროცესების დინამიკას თავის ტვინში, აზროვნების პროცესს, მეხსიერებას, ყურადღებას, ხელს უწყობს მოძრაობითი აქტივობის და მეტყველების აღდგენას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდეგ, გააჩნია მსუბუქი ფსიქომასტიმულირებელი ეფექტი.

გაბა– ამინოერბოს მჟავას ნაკლებობის შემთხვევაში ვითარდება შფოთვა და დეპრესია.

GABA:  ამცირებს  ნეირონების აგზნებადობას და გაღიზიანებადობას.აძლიერებს  შეკავების პროცესებს.აუმჯობესებს აზროვნებას, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას.

 

გლუტამინი –– შეუცვლელი ამინომჟავაა. გლუტამინის მჟავა მონაწილეობს ცილების და ლიპიდების სინთეზში, არეგულირებს თირკმელებში მჟავა–ტუტოვან წონასწოროიბას, ზრდის ორგანიზმის ამტანიანობას ჰიპოქსიის მიმართ. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩონჩხის კუნთების განვითარებაში.

გლუტამინი  ორგანიზმში  გარდაიქმნება გლუტამატად. ––ცენტრალური ნერვული სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან  აღმგზნებ  ნეიროგადამცემად, რომელიც  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეხსიერების და მისი აღდგენისთვის და ითვლება სენსორული, მამოძრავებელი, შემეცნებითი და ემოციური ინფორმაციის მთავარ შუამავლად. აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს.

გლუტამინი  აღადგენს მეხსიერებას, აადვილებს ინფორმაციის ათვისებას.  ახდენს გონების სწორ განვითარებას  და  სენსორული ინფორმაციის რეგულაციას.

 ჩვენება:

–– ემოციური დისბალანსი, სტრესი, შფოთვა, ასთენია

–– მეხსიერების, მეტყველების და ყურადღების დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევები.

–– გონებრივი შრომისუნარობის შემცირება

–– ცერებროვასკულური უკმარისობა: ქალა ტვინის ტრავმა, იშემიური ინსულტი.

–– ყურადღების დეფიციტის სინდრომი.

 

მიღების წესი და დოზირება:  ობლიტინი მიიღება  მოზრდილებში––  1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

სიფრთხილის ზომები:

ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა

არ გადააჭარბოთ  მითითებულ დოზის.

ინახება: მშრალ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: EuBion Corporation Sp.z o.o.Sarmacka 11, Warsaw, Poland, 02-972

მსგავსი პროდუქტები