ფერსალ ქიდს პლუსი 30მლ წვ

128604
მარაგშია
44.75 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიანემიური საშუალებები ჯენერიკიFerrous sulfate+Acidum ascorbinicum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
44.75 

ფერსალ ქიდს პლუსი/Fersal Kids Plus

გამოშვების ფორმა: ორალური წვეთები 30 მლ (საწვეთურით­­)

შემადგენლობა: რკინის სულფატი 75მგ  + ასკორბინის მჟავა 12,5 მგ

1 მლ შეიცავს 15 მგ ელენენტარულ რკინას.

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი ქარხანა: Ledapharma

ფერსალ ქიდს პლუსი: საკვები დანამატი,გაიცემა ურეცეპტოდ.

რკინის (II) სულფატი:

ფარმაკოლოგიური თვისებები:რკინა წარმოადგენს ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელიც შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტის შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს სუნთქვის, სისხლის წარმოქმნის, იმუნობიოლოგიურ და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა პროცესებში.

ასკორბინის მჟავა:-აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას,არეგულირებს კაპილარების განვლადობას.

ჩვენება:

-სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპოქრომული  (რკინადეფიციტური) ანემიების პროფილაქტიკა.

-გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი).

-რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.

 დოზირება: 

1 წლამდე ბავშვები:

ბავშვის წონა კგ-ში                                   სადღეღამისო დოზა მლ-ში                   წვეთებში

           3-4 კგ                                                                    0,3 მ                                                    7წვეთი

           5-6 კგ                                                                    0,5 მლ                                                10 წვეთი

           7-8 კგ                                                                    0,7 მლ                                                15 წვეთი

           9-10 კგ                                                                  1,0 მლ                                                20 წვეთი

 ბავშვებში: 1 წლის ზემოთ 1 მლ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ

მოზრდილებში: 1,5 მლ დღეში ერთხელ  ჭამის შემდეგ

დოზირების გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენება:

_ პაციენტებისათვის, რომელთაც ორგანიზმში აქვთ რკინის მომეტებული მარაგი (მაგ., ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი)

_ პაციენტებში რომელთაც აქვთ ჰემის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული აშლილობა

_ ანემიის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (მაგ., ჰემოლითიური ანემია).

პრეპარატის აგრეთვე უკუნაჩვენებია:

_ პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

შეიძლება დამატებით გაიხსნას სითხეში(წყალი)

შეიცავს მარწყვის ბუნებრივ არომატიზატორს

აქვს მისაღებად მოხერხებული ფორმა, მოყვება საწვეთური.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!

ვარგისიანობის ვადა : 2 წელი

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25გრადუსC ტემპერატურაზე,

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.