ფოლიუმ 400მკგ #60ტ

128818
მარაგშია
38.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიწყალში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიFolic acid გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
38.00 

ფოლიუმ 400 

ფოლიუმის მჟავა ( ვიტამინი B9)

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ვიტ. B9)  პერორალური გამოყენებისთვის

არომატიზატორის / გლუტენის / ლაქტოზის გარეშე

შეფუთვაში 60 ტაბლეტი , თითო ტაბლეტი შეიცავს  ფოლიუმის მჟავას 400 მკგ-ს.

  ტერმინი ფოლიუმის მჟავა (ვიტ. B9) მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "folium" (ფოთლები), რადგან იგი დიდი რაოდენობით გვხვდება ფოთლებში.

ჩვენება:

  • ანემია, გამოწვეული ფოლიუმის მჟავას დეფიციტით (ფოლიუმდეფიციტური ანემია)
  • ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;
  • ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა;
  • ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტებითხანგრძლივი მკურნალობა;
  • სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
  • ღრძილების დაავადება და ჰალითოზი
  • ოსტეოპოროზი
  • პრეეკლამფსია

ფოლიუმის მჟავა ორსულობის დროს:

ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავას ყოველდღიური მოთხოვნილება ორმაგდება (400 მკგ).  ეს ზრდა განპირობებულია დედის და ნაყოფის გაზრდილი მოთხოვნილებებით..მისი დეფიციტი ზრდის ახალშობილთა მალფორმაციების რისკს, კერძოდ, ნერვული მილის დეფექტებს, განსაკუთრებით ანენცეფალიას, სპინა ბიფიდას და პირი-სახის ნაპრალებს.მისი დეფიციტი ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების, პრეეკლამფსიისა და პლაცენტის ნაადრევი აშრევების  უფრო მაღალ რისკთან.პლაზმაში ფოლიუმის ადეკვატური კონცენტრაციის მისაღებად  ქალმა ფოლიუმის მჟავას მიღება უნდა დაიწყოს ორსულობამდე  3-4 კვირით ადრე და გაგრძელდეს გესტაციის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში.

პრაქტიკაში, ვინაიდან ჩასახვის თარიღის აპრიორი დადგენა შეუძლებელია,  რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავის პერიოდული დამატება  ადეკვატური რაოდენობით კვებით რაციონში  ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას და მათთვის, ვინც ამას არ გამორიცხავს .ფოლიუმის მჟავას ხანგრძლივი მიღება არ იწვევს  გვერდით მოვლენებს, პირიქით, ის ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს რეპროდუქციასთან დაკავშირებული პათოლოგიების რისკის შესამცირებლად, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა რისკი.

კვლევებით დადგინდა რომ, ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პრევენციისთვის, ჩვილები  უნდა იყვნენ ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე  მინიმუმ 6 თვე.  გაირკვა, რომ ფოლიუმის მჟავის  დამატებით დედები ინარჩუნებდნენ პლაზმაში ფოლიუმის მნიშვნელოვნად მაღალ კონცენტრაციას, ვიდრე ისინი , ვინც არ იღებდა მას.

 იმ  ბავშვებთან , რომლებიც  იმყოფებიან ექსკლუზიურ ძუზუთი კვებაზე და დედა არ ღებულობს დამატებით ფოლიუმის მჟავას,   ბავშვის  სისხლის პლაზმაში ფოლიუმის  კონცენტრაცია ნორმაშია   . შეიძლება ითქვას, რომ დედის რძეში ფოლიუმის დონე მაღალია,  ლაქტაციის პერიოდში დედის რეზერვების ხარჯზე და ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფოლიუმის მჟავას დამატება აუცილებელია დედის  მარაგის შესანარჩუნებლად.

რეკომენდებული დღიური დოზა:

მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში 1ჯერ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

მწარმოებელი: BIOTRADING - MARSALA (იტალია)
 www.biotradingpharma.it