დოსოდოსი200მგ/100მლ150მლ სიროფ

80303
-29%
მარაგშია
29.25 
20.91 
დანაზოგი: 8.34 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიხველებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიButamirate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
29.25 
20.91 
დანაზოგი: 8.34 ₾ (29%)
დოსოდოსი
Dosodos

საერთაშორისო დასახელება (აქტიურინივთიერება): ბუტამირატი (butamirate).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა

სიროფი

ყოველი 100 მლ შეიცავს:

ბუტამირატის ციტრატი  200 მგ

უწყლო ლიმონმჟავა, ასპარტამი, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ჟოლოს ესენცია, ნეოჰესპერიდინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი, ტარტრაზინი, ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი q.s.   100 მლ

შეიცავს 0,4% წ/მ ეთანოლს.

თერაპიულიმოქმედება

ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენება

სპაზმოლიზური, გამაღიზიანებელი და შეტევითი ხასიათის ხველის დროს სიმპტომური მკურნალობისთვის.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ბუტამირატის ციტრატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ზრდის ხველის ცენტრის სტიმულაციის ზღურბლს, რომელიც მდებარეობს მოგრძო ტვინში. ეს ეფექტი ძალზე შერჩევითია, რადგან ბუტამირატი გავლენას არ ახდენს სხვა ახლომდებარე ნერვულ ცენტრებზე, როგორებიცაა რესპირატორული და კარდიოვასკულური ცენტრები. 

ფარმაკოკინეტიკა

ბუტამირატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება პერორალურად მიღების დროს (93%). პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროლაზას (ჰიდროლიზური ფერმენტები) მოქმედებით. ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, რომელთა 80% შარდში აღმოჩენილი იყო პირველი რვა საათის განმავლობაში.

დოზირება და მიღების წესი

სიროფი

ბავშვები 6 წლიდან: 1 ჩაის კოვზი (5მლ) - 6 საათში ერთჯერ (40 მგ დღეში).

ზრდასრულები: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 6 საათში ერთჯერ (80 მგ დღეში).

უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერებების და/ან  ტარტრაზინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. სიროფიც და წვეთებიც შეიცავს ასპარტამს, ეს განაპირობებს მის უკუჩვენებას პაციენტებში, რომლებიც დაავადებულები არიან ფენილკეტონურიით.

მითითებები და სიფრთხილის ზომები

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვების შეშუპება, ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. მიუხედავად ფაქტისა, რომ ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა რეკომენდებული არ არის  ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

დოსოდოსის სიროფი შეიცავს ტარტრაზინს, მასში სპირტის შემცველობის გამო, მისი მიღება დაუშვებელია პაციენტებში რომლებიც იღებენ დისულფირამს.

გვერდითი რეაქციები 

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ აღნიშნული პრეპარატით, მინიმალური ალბათობით (1%) შესაძლოა გამოვლინდეს  ეგზანთემა, გასტროენტეროლოგიური დარღვევები, დიარეა ან ვერტიგო. გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში სიმპტომები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

ზედოზირება

ზედოზირების დროს, როგორც ყველა შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სტანდარტული პროცედურები. ზედოზირების შემთხვევაში, ეწვიეთ უახლოეს სტაციონარს ან მიმართეთ ადგილობრივ ტოქსიკოლოგიურ ცენტრებს.

გამოშვების ფორმა

200მგ/100მლ 150მლ სიროფი ქარვისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1.

შენახვის წესი

ინახება ორიგინალური შეფუთვით არაუმეტეს 30°C  ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

Laboratorios Beta, არგენტინა.

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები