ართრონი A 1500მგ #20პაკ

129461
მარაგშია
39.60 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჯენერიკიGlucosaminum sulfate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
39.60 

ართრონი A

1500 მგ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში

გლუკოზამინის სულფატი

 

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი–ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია მოცემულ ფურცელ–ჩანართში ან როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა

  • შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
  • გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იყოს აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.
  • აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თუ გრძნობთ გაუარესებას მკურნალობის 30–60 დღის შემდეგ.

რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში:

1. რა არის ართრონი A და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ართრონი A–სგამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ართრონი A

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ართრონი A

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1.   რა არის ართრონი Aდა რისთვის გამოიყენება

ართრონი A შეიცავს გლუკოზამინის სულფატს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს.

ართრონი A ოსტეოართრიტის დროს გამოიყენება ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ და სახსრებში მოძრაობის შესამსუბუქებლად.

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თუ გრძნობთ გაუარესებას მკურნალობის დაწყებიდან 30–60 დღის შემდეგ.

2. რა უნდა იცოდეთ ართრონი A–სგამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ართრონი A, თუ ხართ ალერგიული:

  • გლუკოზამინის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6).
  • მოლუსკების მიმართ, ვინაიდან გლუკოზამინი მიღებულია მოლუსკებისგან.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ართრონი A–ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

- გაწუხებთ ასთმა; გლუკოზამინის დაწყებისას უნდა იცოდეთ  სიმპტომების შესაძლო გაუარესების შესახებ.

- გაქვთ დარღვეული გლუკოზის ამტანობა (პრე–დიაბეტური მდგომარეობა). ამ შემთხვევაში სისხლში შაქრის შემცველობის უფრო საფუძვლიანი მონიტორინგი იქნება საჭირო მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის ბოლოს.

- გაქვთ ღვიძლის ან /და თირკმელების მხრივ სერიოზული პრობლემები.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ართრონი A

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

ართრონი A–ს მიღებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს:

- ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის), როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმარინი. ანტიკუაგულანტების ეფექტი შესაძლებელია გაიზარდოს, როდესაც ისინი გამოიყენება გლუკოზამინთან ერთად.

- ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები.

შესაძლებელია სტეროიდული და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება ართრონი  A–სთან ერთად.

ართრონი A–ს მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ართრონი A  ძირითადად მიიღება საკვების მიღების დროს.

ორსულობა,  ძუძუთი კვება  და ფერტილობა

თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ართრონი A  არ გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ავტომობილის მართვაზე და  მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. თავის ტკივილის, ძილიანობის, დაღლილობის, თავბრუსხვევის ან მხედველობის დარღვევის განვითარების შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა  და  სხვა მექანიზმებთან მუშაობა.

ართრონი A შეიცავს: 

  • სორბიტოლს (E420). სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტი და სუსტი საფაღარათო ეფექტი.
  • ნატრიუმს. პრეპარატის თითო პაკეტი შეუცავს 161 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის, სოდის მთავარ კომპონენტს). ეს რაოდენობა შეადგენს მოზრდილებისთვის დღიური მაქსიმალური რეკომენდებული დოზის 8%–ს.

3. როგორ გამოიყენება ართრონი A

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. 

რეკომენდებული დოზა არის:

მოზრდილები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 პაკეტს (1500 მგ გლუკოზამინის სულფატი) დღიურად, სასურველია ჭამის დროს. გახსენით  ერთი პაკეტის შიგთავსი ერთ  ჭიქა წყალში და დალიეთ.

გლუკოზამინი არ არის განკუთვნილი მწვავე ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ. სიმპტომების შემსუბუქება (განსაკუთრებით ტკივილის შეგრძნებების შემცირება) შეიძლება მოხდეს მხოლოდ მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ. თუ მიღებიდან 2-3 თვის შემდეგ არ მოხდა სიმპტომების შემსუბუქება, აუცილებელია მკურნალობის გადახედვა.

თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

დოზირების რეკომენდაციის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ართრონი A არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ართრონი A

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ართრონი A, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ართრონი A–ს მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. შემდეგი დოზა მიიღეთ გეგმიურად.

თუ შეწყვიტეთ ართრონი A–ს  მიღება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა შესაძლოა ისინი ყველას არ განუვითარდეს. 

გვერდითი ეფექტების კლასიფიცირება ხორციელდება ორგანოთა კლასის სისტემების და გამოვლენის სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1.000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10.000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

ხშირი: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია

არახშირი: ერითემა (კანის სიწითლე), ქავილი, გამონაყარი.

სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, თმის ცვენა.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იყოს აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

5. როგორ ინახება ართრონი A

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე ან პაკეტზე. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნავთ რაიმე ხილულ დაზიანებას.

ვადაგასული ან გამოყენებული პრეპარატები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ შეგიძლიათ პრეპარატის უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ამგვარი ქმედებით შესაძლებელია გარემოს დაცვის ხელშეწყობა.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფომაცია

რას შეიცავს ართრონი A

აქტიური ნივთიერება არის: გლუკოზამინის სულფატი 1500 მგ. თითო პაკეტი შეიცავს გლუკოზამინის სულფატის ნატრიუმის ქლორიდს 1884 მგ–ს, რაც  1500 მგ გლუკოზამინის სულფატის და 384 მგ ნატრიუმის ქლორიდის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი (E 420), ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციკლამატი, ჟოლოს არომატიზატორი (არომატიზატორები, სიმინდის მალტოდექსტრინი, არაბული ფისი).

როგორია ართრონი A ვიზუალურად და შეფუთვის შიგთავსი

ართრონი A წარმოადგენს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ჟოლოს არომატის მქონე ფხვნილს, რომელიც მოთავსებულია ერთჯერადი გამოყენების პაკეტებში.

თითო შეფუთვაში მოთავსებულია 20 პაკეტი და ფურცელი–ჩანართი.

გაცემის წესი:

არმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.