აქვა ქეა შარდოვანა BP10%30გ კრ.

129588
მარაგშია
7.71 
7.69 
დანაზოგი: 0.02 ₾ (0%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატები ჯენერიკიUrea,Phospholipide გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
7.71 
7.69 
დანაზოგი: 0.02 ₾ (0%)

აქვა ქეა

Aqua Care

შარდოვანა BP 10% კრემი

შემადგენლობა

1 გრამი კრემი შეიცავს შარდოვანა 100 მგ-ს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

შარდოვანას  ადგილობრივი გამოყენება იწვევს ბაქტერიოსტატულ, ბაქტერიციდულ, ფუნგისტატურ, პროტეოლიზურ მოქმედებას;  იგი ჰიგროსკოპიულია და  გააჩნია მსუბუქი  ადგილობრივი ანესთეზიური თვისებები. შარდოვანას მოქმედება დამოკიდებულია დოზაზე.   მისი თერაპიული ეფექტების უმეტესობა უკავშირდება  ჰიგროსკოპიულ თვისებას, რაც   რქოვანაში ცილების კონფიგურაციის ცვლილების უნარითაა გამოწვეული. შარდოვანას 10%-იანი კრემის გამოყენებისას,  3 კვირიანი მკურნალობის შემდეგ,  იქთიოზურ ზონაში  წყლის შეკავების უნარი 100%-ით იზრდება;  კანქვეშ შეწოვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.  პრეპარატის თერაპიულ მოქმედებას განსაზღვრავს არა მისი სისტემური აბსორბცია, არამედ ადგილობრივი კონცენტრაცია. შეწოვის შემთხვევაში  შარდოვანა უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში.

ჩვენებები

– იქთიოზი და კანის სიმშრალე;

– ფეხის ნახეთქებიანი კანი;

– ეგზემა;

– ფსორიაზი.

დოზირება და გამოყენების წესი

შარდოვანა BP 10% კრემი გამოიყენება ადგილობრივად.

გამოყენებამდე კანის დაზიანებული ადგილები კარგად დაიბანეთ, ყოველმხრივ  ჩამოიბანეთ საპნის კვალი, გაიშრეთ და ზომიერად წაისვით კრემი დღეში ორჯერ. შესაძლებელია  ოკლუზიური სახვევის გამოყენება; თუმცა, კრემის ოკლუზიური თვისებების გამო, როგორც წესი,სახვევის დადება  საჭირო არ არის.

ექიმის რჩევით გამოყენების შემთხვევაში, დაიცავით ექიმის მიერ რეკომენდებული გამოყენების წესი.

უკუჩვენება

შარდოვანას ან კრემში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.  ზოგიერთ შემთხვევაში, მგრძნობიარე კანზე გამოყენებისას, შარდოვანა BP 10% კრემმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება და შეშუპება. თუ მდგომარეობა გაუარესდა ან გაუმჯობესება არ შეინიშნება, მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

შარდოვანას BP 10% კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. პაციენტი უნდა მოერიდოს კრემის თვალებთან შეხებას.

გვერდითი მოვლენები

შარდოვანას ადგილობრივი გამოყენებისას  ტოქსიურობის სერიოზული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ზოგადად იგი უსაფრთხო პრეპარატად ითვლება, მაგრამ შარდოვანას ადგილობრივმა მოქმედებამ,  ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა კანის შეშუპება და გაღიზიანება გამოიწვიოს, განსაკუთრებით თუ დაზიანებული ან ექსუდაციური გამონაყარის ადგილას გამოიყენება.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება

შარდოვანას კრემის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება ბავშვებში:მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

წამალთაშორისი  ურთიერთქმედება

სხვა მედიკამენტებთან საშიში ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ჭარბი დოზირება

შარდოვანა BP 10% კრემის გადაჭარბებული რაოდენობით ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

შენახვა

პრეპარატი  შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილას.

შეფუთვა: 30 გრამი კრემი ტუბში.

მწარმოებელი

შპს DRUG INTERNATIONAL

ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში.