მემიბელ-L #7ვაგ.სუპოზ

129535
-28%
მარაგშია
25.20 
18.14 
დანაზოგი: 7.06 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგინეკოლოგიური პრეპარატები ჯენერიკიMetronidazolum+Miconazolum+Lidocainum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
25.20 
18.14 
დანაზოგი: 7.06 ₾ (28%)

 მემიბელ-L

 

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: მემიბელ- L

მოქმედი ნივთიერება (ასდ):

მეტრონიდაზოლი+მიკონაზოლის ნიტრატი+ლიდოკაინი

წამლის ფორმა:

ვაგინალური სუპოზიტორიები

შემადგენლობა:

თითოეული ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

მეტრონიდაზოლი  BP 750 მგ;

მიკონაზოლის ნიტრატი BP 200 მგ;

ლიდოკაინი BP 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებები:მყარი ცხიმი (Witepsol S 55)

აღწერილობა:

თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის გაუმჭვირვალე ტყვიის ფორმის სუპოზიტორიები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტისეპტიკები და ანტიმიკრობული პრეპარატები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ (კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციის გამოკლებით). იმიდაზოლის წარმოებულები.

ათქ კოდი: G01AF20

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მემიბელ-L-ის ვაგინალური სუპოზიტორიები შეიცავს მეტრონიდაზოლს - ანტიბაქტერიული და ტრიქომონას საწინააღმდეგო მოქმედებისათვის, მიკონაზოლს  სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, აგრეთვე ლიდოკაინს ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტისთვის.

მეტრონიდაზოლი - ანტიბაქტერიული საშუალება. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მეტრონიდაზოლის 5-ნიტროჯგუფის ბიოქიმიურ აღდგენაში ანაერობული მიკროორგანიზმების და უმარტივესების შიდაუჯრედოვანი ტრანსპორტული პროტეინებით. აღდგენილი მეტრონიდაზოლის 5-ნიტროჯგუფი ურთიერთქმედებს მიკროორგანიზმების დნმ უჯრედებთან, მათი ნუკლეინური მჟავების სინთეზის დათრგუნვით, რაც იწვევს მიკროორგანიზმების დაღუპვას.

პრეპარატი აქტიურია Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Giardia intestinalis, Entamoeba histolytica-ს მიმართ, ობლიგატური  ანაერობული ბაქტრიების მიმართ: Bacteroides spp. (მათ შორის Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus), Fusobacterium spp., Veillonela spp.; ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის მიმართ: Eubacterium spp., Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.

მიკონაზოლი - სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც არის იმიდაზოლის წარმოებული. მიკონაზოლს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი და განსაკუთრებით ეფექტურია პათოგენური სოკოების და საფუარების, მათ შორის Candida albicans-ის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ეფექტურია Aspergillus ssp., Cryptococcus neoformans, Pseudoallescheria boydii და ზოგიერთი გრამპოზიტიური ბაქტერიის, მათ შორის სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების წინააღმდეგ.  

მიკონაზოლს და მეტრონიდაზოლს არ გააჩნიათ სინერგიული ან ანტაგონისტური მოქმედება ერთდროული მიღებისას.

ლიდოკაინი ასტაბილიზებს ნეიტრონულ მემბრანას, აინჰიბირებს რა იონურ ნაკადებს, რომლებიც აუცილებელია იმპულსების წარმოქმნისა და გატარებისთვის, ამასთან ახდენს ადგილობრივ საანესთეზიო მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა

მიკონაზოლი - მიკონაზოლის აბსორბცია საშოს კედლიდან ძალიან უმნიშვნელოა (დაახლოებით ერთჯერადი დოზის 1,4%), მიკონაზოლი არ განისაზღვრება სისხლის პლაზმაში ვაგინალური სუპოზიტორიების ვაგინალური შეყვანისას.

მეტრონიდაზოლი - მეტრონიდაზოლის ბიოლოგიური შეღწევადობა ადგილობრივი გამოყენებისას შეადგენს 20%-ს, პერორალური შეყვანისას მის ბიოლოგიურ შეღწევადობასთან შედარებით. სისხლის პლაზმაში მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია წინასწორულ მდგომარეობაში აღწევს 1,6-7,2 მგ/მლ-ს. მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ჰიდროქსიმეტაბოლიტი წარმოადგენს აქტიურ ნივთიერებას. მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდით  უცვლელი სახით.

ლიდოკაინი - მოქმედება იწყება 3-5 წუთის შემდეგ. ლიდოკიანი შეიწოვება დაზიანებულ კანზე და ლორწოვან გარსზე ზედაპირულად წასმისას და სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები და სამკურნალო პრეპარატი უცვლელი სახით (შეყვანილი დოზის 10%) გამოიდევნება თირკმელებით. 3 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ინტრავაგინალურად შეყვანის შემდეგ ლიდოკაინი შეიწოვება მინიმალური რაოდენობით და პლაზმაში მისი დონე შეადგენს 0,04-1 მკგ/მლ-ს.

გამოყენების ჩვენებები

‒ ვაგინალური კანდიდოზი, გამოწვეული Candida albicans-ის მიერ;

‒ ბაქტერიული ვაგინიტი, გამოწვეული ანაერობული ბაქტერიებით და  Gardnerella vaginalis-ის მიერ;

‒ ტრიქომონადური ვაგინიტი, გამოწვეული Trichomonas vaginalis-ის მიერ;

‒ შერეული ვაგინალური ინფექციები.

გამოყენების წესი და დოზები

მემიბელ-L-ის გამოყენება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, ერთი ვაგინალური სუპოზიტორია შეიყვანება მწოლიარე მდგომარეობაში ღრმად საშოში ღამით, 7 დღის განმავლობაში.

დაავადების რეციდივისას ან დადებითი კლინიკური დინამიკის არარსებობისას მკურნალობის სხვა მეთოდების გამოყენებისას, მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორებით ჩატარდეს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის (65 წლის ზემოთ): გამოყენების წესი და დოზირება ასეთივეა.

არ შეიძლება ვაგინალური სუპოზიტორიების გადაყლაპვა ან ნებისმიერი სხვა მეთოდით გამოყენება. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობიდან მინიმუმ ერთი დღე აკრძალულია ალკოჰოლის გამყენება და რეკომენდებულია სქესობრივი ურთიერთობებისაგან თავის შეკავება.

გვერდითი მოქმედება

ძალიან ხშირად (≥ 1/10) - გამონადენი საშოდან.

ხშირად (≥ 1/100, მაგრამ  <1/10) - ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, დისკომფორტი მენჯის მიდამოში; - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

არახშირად(≥ 1/1000, მაგრამ  <1/100) - წყურვილის გრძნობა.

იშვიათად (≥ 1 / 10 000, მაგრამ  <1/1000) - ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი); - გაღიზიანება, საშოში წვა და ქავილი; - დეპრესია.  

ძალიან იშვიათად (<1/10 00) - ფსიქოემოციური დარღვევები.

სიხშირე უცნობია: დაღლილობა, მგრძნობელობის დაქვეითება (კანის დაბუჟება, ჩხვლეტა) ან არარსებობა, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია (პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას და ჭარბი დოზირებისას), დეზორიენტაცია, აჟიტაცია, ფსიქოზი, კრუნჩხვები, მეტყველების მოშლა,  ჰიპერესთეზია, ჰიპოსთეზია, ლეთარგია, ჰალუცინაციები, სიცხის შეგრძნება, ატაქსია, ნერვოზულობა, შფოთვა,  ეიფორია, ხმაური ყურებში, ძილიანობა, გამოსახულების გაორება ან არამკვეთრი გამოსახულება, ტრემორი, ცნობიერების დაკარგვა, აგზნება, უძილობა, ცნობიერების არევა, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა; არითმია, სინუსური ბრადიკარდია, არტერიული სპაზმი, წნევის შემცირება, გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი,  გულის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ვასკულარული შეშუპება, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მადეფიბრილებელი იმპულსების ზღვრული მნიშვნელობების მომატება, სისხლის მოწოლა სახეში; მადის დაკარგვა, გემოს ცვლილება, მეტალის გემო პირში, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, მუცლის ტკივილი და სპაზმები; ადგილობრივი გაღიზიანება, მომატებული მგრძნობელობა, კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსური შოკი; მეტჰემოგლობინემია, ლეიკოპენია.

მითითებული გვერდითი ეფექტები ვითარდება ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ვინაიდან მეტრონიდაზოლის დონე სისხლში ინტრავაგინალური გამოყენებისას ძალიან დაბალია.

უკუჩვენებები

‒ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

‒ პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლს მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში;

‒ პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ დისულფირამს მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში;

‒ ორსულობის I ტრიმესტრი, მათ შორის;

‒ ორსულები ტრიქომონადური ვაგინიტით;

‒ ლაქტაციის პერიოდი;

‒ გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამოხატული არტერიული ჰიპოტონია;

‒ პორფირია;

‒ ეპილეფსია;

‒ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

‒ ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მეტრონიდაზოლის აბსორბციის შედეგად ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი სახის ურთიერთქმედებები:

ალკოჰოლი: დისულფირამისმაგვარი რეაქციები (ხასიათის გაფუჭება, ფსიქიკური დათრგუნვა და სხვ.).

ამიოდარონი: კარდიოტოქსიკური ეფექტები (ეკგ-ზე - Q-T ინტერვალის გახანგრძლივება, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია «torsades de pointes»-ს ტიპის, გულის გაჩერება).

პერორალური ანტიკოაგულანტები: ანტიკოაგულანტური ეფექტის გაძლიერება (სისხლდენების განვითარების მაღალი რისკი).

ფენიტოინი: ფენიტოინის კონცენტრაციის მომატება და მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის შემცირება.

ფენობარბიტალი: მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის შემცირება.

დისულფირამი: შეიძლება აღინიშნოს დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (მაგალითად, ფსიქოზური რეაქციები).

ციმეტიდინი: შეიძლება აღინიშნოს მეტრონიდაზოლის და ლიდოკაინის კლირენსის შემცირება და სისხლში კონცენტრაციების მომატება, ამის შედეგად - ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოხატულების განვითარების და გაძლიერების რისკი.

ლითიუმი: ლითიუმის ტოქსიკური მოქმედების გაძლიერების რისკი.

ასტემიზოლი და ტერფენადინი: მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლი აინჰიბირებენ ამ ნაერთების მეტაბოლიზმს და ზდიან მათ კონცენტრაციებს სისხლის პლაზმაში.

ფტორურაცილი: სისხლის პლაზმაში ფტორურაცილის კონცენტრაციის და მისი ტოქსიკური მოქმედების მომატება.

კარბამაზეპინი: სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის მომატება.

ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის ტოქსიკური მოქმედების მომატება.

თეოფილინი და პროკაინამიდი: გლუკოზის კონცენტრაციის და „ღვიძლის ფერმენტების“ აქტივობის მომატება.

მიკონაზოლის ნიტრატის შეწოვის შემდეგად შეიძლება აღინიშნოს წამალთშორისი ურთიერთქმედებები.

აცენოკუმაროლი, ანიზიდონი, დიკუმაროლი, ფენიტოინი, ფენპროკუმონი, ვარფარინი: სისხლდენების რისკი.

ასტემიზოლი, ციზაპრიდი, ტერფენადინი: ამ პრეპარატების კლირენსის შემცირება და კონცენტრაციების მომატება.

ფენიტოინი და ფოსფენიტოინი: ტოქსიკური ეფექტების რისკი (ატაქსია, ჰიპერლექსია, ნისტაგმი, ტრემორი).

ფენტანილი: ოპიოიდური პრეპარატების მოქმედების გახანგრძლივება (ცნს-ს, სუნთქვის დათრგუნვა).

გლიმეპირიდი: ჰიპოგლიკემია.

კარბამაზეპინი: კარბამაზეპინის კლირენსის შემცირება.

ოქსიბუტინინი: ოქსიბუტინინის კლირენსის შემცირება, რის შედეგადაც იზრდება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცია (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ყაბზობა, თავის ტკივილი).

ოქსიკოდინი: ოქსიკოდონის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, მისი კლირენსის შემცირება.

პიმოზიდი: კარდიოტოქსიკური ეფექტები (ეკგ-ზე - Q-T ინტერვალის გახანგრძლივება, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია «torsades de pointes“-ს ტიპის, გულის გაჩერება).

ციკლოსპორინი: ტოქსიკური ეფექტის გაძლიერება (თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზი, პარესთეზიები).

ტოლტეროდინი: ტოლპეროდინის ბიოშეღწევადობის მომატება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ P450 ციტოქრომის 2D6 იზოფერმენტის აქტივობის დაქვეითება.

ტრიმეტრექსატი: ტოქსიკური ეფექტის მომატება (ძვლის ტვინის დათრგუნვა, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების დაქვეითება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება).  ანტიარითმიული პრეპარატები: შეიძლება აღინიშნოს ლიდოკაინის ტოქსიკურობის მომატება.

პროპრანოლოლი: ლიდოკაინის კლირენსის შემცირება.

განსაკუთრებული მითითებები

გამოიყენება მხოლოდ ინტრავაგინალურად.

კარდიოტოქსიკური მოქმედების რისკის გამო, პრეპარატი მეიბელ-L ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთად (პიმოზიდი, ამიოდარონი და სხვა) შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გულდასმითი გამოკვლევების შემდეგ (მათ შორის ეკგ, ექო-კგ, ეკგ-ს მონიტორირება ჰოლეტრის მეთოდით) და ექიმ-კარდიოლოგის დაკვირვებით, პაციენტისათვის სარგებლის-რისკის შეფარდების რეგულარულად შეფასებით.

თუ აუცილებელია პრეპარატ მემიბელ-L-ის გამოყენება არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან ერთად, რეგულარულად უნდა შეფასდეს ჩატარებული თერაპიის რისკი და გაკონტროლდეს სისხლის შედედების სისტემის მაჩვენებლები.

წამალთშორისი ურთიერთქმედების რისკის გამო იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კომბინირებული მკურნალობა, ასევე რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს ლაბორატორიული მაჩვენებლები (სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური მაჩვენებლები, მათ შორის - გლუკოზის კონცენტრაცია, კრეატინინის კლირენსი, სისხლში „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტივობა), ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ექიმი-ჰემატოლოგის და/ან გასტროენტეროლოგის კონსულტაცია.

პრეპარატის მაღალმა დოზებმა და ხანგრძლივმა სისტემატიურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფრიული ნეiროპათია და კრუნჩხვები.

მკურნალობის დროს და მინიმუმ 24-48 საათი კურსის დასრულების შემდეგ აუცილებელია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება შესაძლო დისულფირამისმაგვარი რეაქციების გამო.

სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე ძალიან დაბალია, ვინაიდან მემიბელ-L-ის ვაგინალურ სუპოზიტორიებში შემავალი მეტრონიდაზოლის ინტრავაგინალურად გამოყენებისას, მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ძალიან დაბალია (2-12% პერორალურ შეყვანასთან შედარებით). ვაგინიტების დროს შეიძლება აღინიშნოს საშოს ლორწოვანის ანთება, შედეგად, ვაგინალური წვა და ქავილი პირველი სუპოზიტორიის შეყვანის შემდეგ. ეს სიმპტომები გადის სწრაფად მკურნალობის გაგრძელების ფონზე.

პრეპარატის გამოყენების ფონზე ლორწოვანი გარსების ძლიერი გაღიზიანების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოს.

რეკომენდებული არ არის პრეპარატ მემიბელ-L-ის გამოყენება მენსტრუაციის პერიოდში, რადგან მცირდება პრეპარატის ეფექტიანობა ან ვითარდება სიძნელეები მისი გამოყენებისას.

მკურნალობის დროს არ შეიძლება ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი სხვა პროდუქტების (ტამპონები, შხაპის საშუალებები, სპერმიციდები) გამოყენება.

ტრიქომონადური ვაგინიტის დიაგნოზის მქონე პაციენტებში აუცილებელია მათი სქესობრივი პარტნიორის იმავდროული მკურნალობა.  

თირკმელების ფუნქციის დარღვევისას

თირკმელების ფუნქციის დარღვევა გავლენას არ ახდენს ლიდოკაინის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლიტების დაგროვება. ეს თავისებურებები გათვალისწინებული უნდა იყოს მემიბელ-L-ის დანიშვნისას თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას

ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევებისას მეტრონიდაზოლის კლირენსი შეიძლება შემცირდეს.

მეტრონიდაზოლის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათიის სიმპტომები და ამიტომ გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით ღვიძლის ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში.

იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ენცეფალოპათია, მეტრონიდაზოლის სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს 1/3-მდე.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი უნდა გაიზარდოს ორჯერ ან უფრო მეტჯერ.

გამოყენება პედიატრიაში

მემიბელ-L არ გამოიყენება ქალიშვილებში და სქესობრივად მოუმწიფებელ ახალგაზრდა გოგონებში.

ვაგინალური სუპოზიტორიის ფუძე შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ვაგინალური ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმის რეზინასთან ან ლატექსთან, ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

‒ ორსულობის I ტრიმესტრის ამოწურვისას მემიბელ-L შეიძლება გამოყენებული იყოს ექიმის კონტროლით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

‒ ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რადგან მეტრონიდაზოლი აღწევს დედის რძეში. კვება შეიძლება განახლდეს მკურნალობის დასრულებიდან 24-48 საათის შემდეგ.

ზემოქმედება ავტომობილების და რთული მექანიზმების მართვის უნარზე

მემიბელ-L გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება

მეტრონიდაზოლის ჭარბი დოზის გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ქავილი, მეტალის გემო პირში, ატაქსია, პარესთეზია, კრუნჩხვები, ლეიკოპენია, შარდის მუქი შეფერილობა.

მიკონაზოლის ჭარბი დოზირებისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ყელისა და პირის ღრუს ანთება, თავის ტკივილი, დიარეა.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, რეკომენდებულია სიმპტომატური მკურნალობა.

გამოშვების ფორმა

7 ვაგინალური სუპოზიტორია კონტურულ შეფუთვაში. ერთი კონტურული შეფუთვა პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25° ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტით.

სავაჭრო ნიშნისდა რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

BELINDA Laboratories PVT. LTD., ინდოეთი

მწარმოებელი

Bliss GVS Pharma Limited, ინდოეთი

უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამკურნალო საშუალების ხარისხზე პრეტენზიების (წინადადებების) მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი

შპს “Ameliya Pharm Service”,

უზბეკეთი, ქ. ტაშკენტი, 100015, ოიბეკის ქ., 36, «EAST LINE»,

ტელ: +998 78 150 50 81, +99878 150 50 82.

e-mail: [email protected]

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ვაკე
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
ისანი
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
სამგორი
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
გლდანი
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
იმერეთი
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
გურია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები