მეტროვენს გინო #10ვაგ.სუპოზ

129538
მარაგშია
16.80 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგინეკოლოგიური პრეპარატები ჯენერიკიMetronidazol+Neomycin+Nistatin გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
16.80 

მეტროვენს გინო 

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:

მეტროვენს გინო

მოქმედი ნივთიერებები (სად):

მეტრონიდაზოლი+ნეომიცინის სულფატი+ნისტატინი

სამკურნალო ფორმა:

ვაგინალური სუპოზიტორიები

შემადგენლობა:

თითოეული ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

მეტრონიდაზოლი BP 500 მგ;

ნეომიცინის სულფატი BP  65 000 სე

ნისტატინი BP 100 000 სე;

დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 1500, პოლიეთილენგლიკოლი 6000, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი.

აღწერილობა:

ღია ყვითელი ტყვიის ფორმის სუპოზიტორიები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის გინეკოლოგიაში.

ათქ კოდი: G01A.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის გინეკოლოგიაში. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

მეტრონიდაზოლი 5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებული, ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას, აქტიურია უმარტივესების მიმართ. 5-ნიტროჯგუფის მიკროორგანიზმების პროტეინებთან ურთიერთქმედებისას მეტრონიდაზოლი აღდგება და აფერხებს ნუკლეინის მჟავების სინთეზს. ნუკლეინის მჟავების სინთეზის დათრგუნვა იწვევს მიკროორგანიზმების დნმ-ის განადგურებას და მათ დაღუპვას. მეტრონიდაზოლი ეფექტურია მიკროორგანიზმების და უმარტივესების ფართო სპექტრის მიმართ, რომლებიც წარმოადგენს ვაგინალური ინფექციების მიზეზს, მათ შორის Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Giardia intestinalis, Entamoeba histolytica, ობლიგატორული ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides spp. (в том числе Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus), Fusobacterium spp., Veillonela spp.; ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების: Eubacterium spp., Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.

ნეომიცინის სულფატი - მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად. აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus spp., Streptococcus pneumoniae) და გრამუარყოფითი (Escherichia coli, Shigella dysenteria, Shigella flexneri, Shigella boydii, Shigella sonnei, Proteus spp.) მიკროორგანიზმების მიმართ. მიკროორგანიზმების მდგრადობა ნეომიცინის მიმართ ვითარდება ნელა და მცირე ხარისხით. პრაქტიკულად შეიწოვება ლორწოვანი გარსებიდან.

ნისტატინი - აქტიურია Candida-ს სახეობის საფუარების მაგვარი სოკოების მიმართ. ანტიბიოტიკის სტრუქტურაში არსებობს ორმაგი კავშირები, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი ტროპიზმი სოკოების უჯრედული მემბრანების სტრუქტურების მიმართ,  რაც ხელს უწყობს პრეპარატის მოლეკულის ჩაშენებას უჯრედის მემბრანაში და არხების დიდი რაოდენობის წარმოქმნას, რომლითაც ხორციელდება ელექტროლიტების უკონტროლო ტრანსპორტი; უჯრედების შიგნით ოსმოლარობის მომატება იწვევს მის დაღუპვას. რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა.

ფარმაკოკინეტიკა

მეტრონიდაზოლი კარგად შეიწოვება ინტრავაგინალური შეყვანისას. მეტრონიდაზოლი ნაწილდება უმრავლეს ქსოვილსა და სითხეში. აღწევს პლაცენტის ბარიერში და დედის რძეში. ნახევარდაშლის ბიოლოგიური პერიოდი ღვიძლის და თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილებში შეადგენს 6-8 საათს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მეტრონიდაზოლის ნახევარდაშლის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს. მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდით. 40-70%-ით (დაახლოებით 20% უცვლელი ფორმით) გამოიყოფა თირკმელებით. პრეპარატის გამოდევნა ორგანიზმიდან შეიძლება ჰემოდიალიზით.

ნეომიცინი - მცირე შეწოვილი ფრაქცია სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში და გამოიყოფა თირკმელებით. ნეომიცინის არაშეწოვილი ნაწილი (97%) ძირითადად გამოიყოფა განავლით უცვლელად. ქსოვილებში გადასული სისტემურად აბსორბირებული ნეომიცინის რაოდენობა კუმულაციურად იზრდება განმეორებითი შეყვანისას თირკმელებით ძირითადი ექსკრეტორული გზით.

ქსოვილებთან შეკავშირებული ნეომიცინის გამოყოფა ხდება ნელა, დოზირების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

ამინოგლიკოზიდური ცილის შეკავშირების ხარისხი დაბალია და ტესტირებისათვის გამოყენებული მეთოდების მიხედვით, შეიძლება შეადგენდეს 0-დან 30%-მდე.

ნისტატინი - არის ტეტრაენის მაკროლიდი. ფარმაკოკინეტიკის შესახებ არსებული მონაცემები მცირეა, რადგან არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კანიდან ან საშოდან და გამოყენების დიდი ნაწილი არის ადგილობრივი.

აბსორბცია:

სისტემური აბსორბცია ნაკლებად მოსალოდნელია, ცუდად შეიწოვება დაუზიანებელი კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.

ნისტატინის კუჭ-ნაწლავური აბსორბცია უმნიშვნელოა.

განაწილება:

არ ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში.

მეტაბოლიზმი:

ვაგინალური შეყვანის შემდეგ სისტემური გამოვლინება მინიმალურია.

ნისტატინის მეტაბოლიზმი ძირითადად მიმდინარეობს ღვიძლში.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინიტების მკურნალობა:

  • ბაქტერიული ვაგინოზი;
  • ბაქტერიული ვაგინიტები, გამოწვეული ბანალური პიოგენური ან პირობითად პათოგენური ჩხირის მიკროფლორით;
  • საშოს ტრიქომონოზი;
  • Candida-ს სახეობის სოკოებით გამოწვეული ვაგინიტები;
  • შერეული ვაგინიტები.

ვაგინიტების პროფილაქტიკა:

  • გინეკოლოგიური ოპერაციების წინ;
  • მშობიარობის ან აბორტის წინ;
  • საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის წინ და შემდეგ
  • საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ.
  • ჰისტეროგრაფიის წინ.

გამოყენების წესი და დოზები

ინიშნება დღე-ღამეში 1 სუპოზიტორია, ძილის წინ. თერაპიის კურსის საშუალო ხანგრძლივობა - 10 დღე; მიკოზის დადასტურების შემთხვევაში, თერაპია შეიძლება გაგრძელდეს 20 დღემდე. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მენსტრუაციის დროს.

შეიყვანება ღრმად საშოში მწოლიარე მდგომარეობაში. შეყვანის შემდეგ აუცილებელია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა 10-15 წუთის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება

ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად - წვის შეგრძნება, ადგილობრივი გაღიზიანება (განსაკუთრებით თერაპიის დაწყებისას).

სხვა: ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

მეტროვენს გინოს პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება რისკს ნაყოფისათვის ან ჩვილისთვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

შეთავსებადია სულფანილამიდებთან და ანტიბიოტიკებთან. მეტრონიდაზოლით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის მიღება (დისულფირამის ანალოგიურად იწვევს ალკოჰოლის აუტანლობას).

არ შეიძლება მეტრონიდაზოლის კომბინირება დისულფირამთან, ვინაიდან ამ პრეპარატების ურთიერთქმედებისას შეიძლება აღინიშნოს ცნობიერების დათრგუნვა, ფსიქიკური აშლილობების განვითარება.

ვარფარინთან და სხვა არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას მეტრონიდაზოლი აძლიერებს მათ მოქმედებას, რაც იწვევს პროთრომბინის დროის გაზრდას.  რეკომენდებული არ არის არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან (ვეკორონიუმის ბრომიდი) შეთავსება.

ბარბიტურატების ზემოქმედებით შეიძლება შემცირდეს მეტრონიდაზოლის ეფექტი, რადგან ჩქარდება მისი ინაქტივაცია ღვიძლში.

ციმეტიდინი თრგუნავს მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში მისი კონცენტრაციების მომატება და გვერდითი რეაქციების რისკის გაზრდა. ლითიუმის პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ამ უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში.

განსაკუთრებული მითითებები

ვაგინიტების და ტიქომონიაზის დროს აუცილებელია ერთდროულად სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა განმეორებით დაინფიცირების რისკის გამო.

აუცილებელია პაციენტების, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების და სხვა მექანიზმების მმართველი პირების მიერ ყურადღების მიქცევა პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობაზე.

ჭარბი დოზირება

სისტემურ სისხლის ნაკადში აბსორბციის დაბალი ხარისხის გამო, ჭარბი დოზირება ნაკლებად მოსალოდნელია.

გამოშვების ფორმა

5 ვაგინალური სუპოზიტორია თითოეულ პვქ/პე სტრიპში. 2 სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენეაზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25° ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტით.

სავაჭრო ნიშნის და რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

NEO UNIVERSE PHARMACEUTICALS PVT. LTD., დელი, ინდოეთი

მწარმოებელი

Bliss GVS Pharma Limited, ინდოეთი

უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამკურნალო საშუალების ხარისხზე პრეტენზიების (წინადადებების) მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი

შპს “Ameliya Pharm Service”, ოიბეკის ქ., 36, 100015, ქ. ტაშკენტი, უზბეკეთი

ტელ: +998 78 150 50 81, +99878 150 50 82.

e-mail: [email protected]