უნიკლოფენი 0.1% 10მლ თვ.წვეთებ

129590
მარაგშია
28.15 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიNatrii diclophenacum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
28.15 

უნიკლოფენი 0,1%

Uniclophen 0,1%

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დიკლოფენაკ ნატრიუმი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ფენილძმარჟავას წარმოებულები.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1მლ ხსნარში 1მგ დიკლოფენაკ ნატრიუმი.

სხვა ინგრედიენტები:  ბორის მჟავა, ბორაქსი, პროპილენგლიკოლი, დინატრიუმ ედეტატ დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი – როგორც კონსერვანტი, საინექციო წყალი. 

ჩვენებები
უნიკლოფენი 0,1%  ხსნარი  გამოიყენება თვალისათვის. მისი აქტიური ნივთიერება   დიკლოფენაკ ნატრიუმი ხსნის ტკივილს და საგრძნობლად ამცირებს თვალის მექანიკური დაზიანებით და ალერგიით გამოწვეულ ანთებით რეაქციებს.
უნიკლოფენი გამოიყენება თვალის არაინფექციური ანთებითი პროცესის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი კონიუქტივის და რქოვანას ალერგიული წარმოშობის ქრონიკული ანთების სამკურნალოდ. პრეპარატი ასევე გამოიყენება წამწამების არაბაქტერიული ანთებისას, თვალში უცხო სხეულების მოხვედრითა და დამწვრობით გამოწვეული უმნიშვნელო ტრამვებისას, ფოტოფობიისა და ულტრაიისფერი (UV) რადიაციით დასხივების შედეგად (მზის სხივები, შედუღება) რქოვანაზე გაჩენილი წყლულების მკურნალობისათვის.
უნიკლოფენის გამოყენება ასევე ნაჩვენებია  ოპერაციისწინა მოსამზადებელ ეტაპზე, ოპერაციის დროს თვალის გუგის  შევიწროების შესამცირებლად, კისტოზური მასკულარული ედემისა (ბადურის ცენტრის ჩამოშლა) და თვალის სხვადასხვა ოპერაციების დროს მომატებული საპასუხო რეაქციების შესასუსტებლად.

მიღების წესი და დოზირება
უნიკლოფენი მიიღება ექიმის მითითებების შესაბამისი სიზუსტით.    თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უფროსები 

თვალის არაინფიცირებული ანთების დროს,  ჩვეულებრივ 1-2 წვეთი თვალის ქუთუთოში

3-5-ჯერ დღეში.
თვალის ოპრეციების დროს, გუგის შევიწროების თავიდან ასაცილებლად, ქირურგიულ ჩარევამდე 3 საათით ადრე 1 წვეთი 6-ჯერ თვალის ქუთუთოში (30 წუთიანი ინტერვალებით).

წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
დანიშნულება და დოზირება უნდა შეირჩეს ოფთალმოლოგ-პედიატრის მიერ. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ამბულატორიულ პირობებში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის
თუ   კონტაქტურ ლინზებს ატარებთ, უნიკლოფენის მიღებამდე ლინზები უნდა ამოიღოთ. ლინზების თვალში მოთავსება შესაძლებელია პრეპარატის მიღებიდან 20 წუთის გასვლის შემდეგ. 

გამოყენების ინსტრუქცია
1. დაიბანეთ ხელები და დაჯექით კომფორტულად.
2. მოატრიალეთ ფლაკონის თავი.
3. დაიჭირეთ ფლაკონი ორი თითით, თავით ქვემოთ.
4. თვალის ქუთუთო ფრთხილად ჩამოსწიეთ ქვემოთ.
5. პიპეტის ბოლო მიიტანეთ თვალთან ახლოს, ისე, რომ  თვალს და მიმდებარე უბნებს არ შეეხოს.
6. ფრთხილად მოუჭირეთ ფლაკონს ისე, რომ მხოლოდ 1-2 წვეთი მოხვდეს თვალში.
7. დააჭირეთ თითი იმავე თვალსა და  ცხირს შორის კუთხეს და გააჩერეთ 1 წუთი.
8. ექიმის მიერ პრეპარატის ორივე თვალში გამოყენების დანიშნულების შემთხვევაში, იგივე გაიმეორეთ მეორე თვალში.
9. გამოყენების შემდეგ დაუყონებლივ  კარგად დაახურეთ ფლაკონს თავსახური.

გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, უნიკლოფენის მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამწვავების ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომელიც აღწერაში მითითებული არ არის,   დაუკავშირდით  ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
უნიკლოფენი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
• დიკლოფენაკ ნატრიუმის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიის (მომატებული მგრძნობელობის) დროს;
• აცეტილსალიცის მჟავას მიღებასთან დაკავშირებული ასთმის, ჭინჭრის ციების (ურტიკარიის) ან ცხვირის სისველის (მწვავე რინიტის) შემთხვევაში;
• ორსულობის ბოლო სამი თვე;
• 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უნიკლოფენი სიფრთხილით ინიშნება  
• ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ან ლაქტაციის პერიოდში (პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზული მიზეზების გამო);
• პაციენტებში კუჭისა და წვრილი ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებით;
• პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენებისკენ (სისხლდენის რისკი იზრდება ოპერაციის დროს);
• პაციენტებში, რომლებიც  სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ (სისხლდენის რისკი იზრდება ოპერაციის დროს).

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ  ექიმს.
ორსულობა
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაცია
ლაქტაციის დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები
უნიკლოფენის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვინაიდან პრეპარატი ოფთალმოლოგიური დანიშნულების ხსნარია, მას კავშირი არ აქვს  საკვებისა და სასმელის მიღებასთან. 

ავტომობილებისადამანქანა-დანადგარებისმართვა
პრეპარატის მიღებიდან მოკლე დროში შეიძლება განვითარდეს  მხედველობის დაბინდვა, რამაც შეიძლება გაართულოს ავტომობილისა და მანქანა-დანადგარების მართვა. აღნიშნული საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. აქედან გამომდინარე  მითითებული აქტივობებით დაკავება რეკომენდირებულია პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

მნიშვნელოვანიინფორმაციაუნიკოლოფენისზოგიერთიინგრედიენტისშესახებ
პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება რბილი საკონტაქტო ლინზების არსებობის შემთხვევაში. მყარი საკონტაქტო ლინზები პრეპარატის ჩაწვეთებამდე უნდა იქნას ამოღებული. ლინზების უკან მოთავსება რეკომენდებულია პრეპარატის ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ.

ჭარბიდოზირება
დოზირების წესის დაცვის შემთხვევაში ზედოზირება გამორიცხულია.
მოზრდილების მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში, არაადეკვატური რეაქცია მოსალოდნელი არ არის. 
ბავშვებში ზედოზირების ან შემთხვევით პერორალურად მიღების შემთხვევაში, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. 

დოზის გამოტოვება
უნიკლოფენის მიღების დავიწყების შემთხვევაში, პრეპარატის ჩაწვეთება უნდა მოხდეს  გახსენების შემდეგ დაუყონებლივ,  ჩვეულებრივ დროს მიღების ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმის შესაბამისად.

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით დაუშვებელია პრეპარატის ორმაგი დოზით გამოყენება.
უნიკლოფენის მიღების შეწყვეტა
უნიკლოფენის მიღების შეწყვეტა ექიმთან შეუთანხმებლად, რეკომენდებული არ არის. პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უნიკლოფენი შეიძლება ურთიერთქმედებდეს სხვა პრეპარატებთან.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ  იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს. 
ზოგიერთი სხვა პრეპარატი შეიძლება გავლენას ახდენდეს უნიკლოფენის მოქმედებაზე ან პირიქით. 
უნიკლოფენი შეიძლება დაინიშნოს ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან ერთად, მაგრამ  საჭიროებს სიფრთხილეს. 
ადგილობრივი სტრეოიდების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელად აცნობეთ ექიმს.
პაციენტებში, რომლებიც  სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ ან  სისხლის შედედების დარღვევა აღენიშნებათ, უნიკლოფენით მკურნალობისას   მოსალოდნელია სისხლენის გახანგრძლივება. 
თუ  იღებთ სხვა თვალის წვეთებს, აუცილებელია  ექიმმა იცოდეს ამის შესახებ, რათა დადგინდეს მათი ერთდროული მიღების მიზანშეწონილობა. უნიკლოფენისა და სხვა პრეპარატების გამოყენებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს  5 წუთი.

გამოშვების ფორმა: 0.1% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი #1.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ).

მწარმოებელი

Unimed Pharma,

სლოვაკეთი.