პოვიდონ-იოდი 5% 15გ მალამო

129924
მარაგშია
3.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური, ანთების საწინააღმდეგო, კერატოლიტიური და სხვა პრეპ. ჯენერიკიPovidone-iodine გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
3.50 

პოვიდონ-იოდი 5% მალამო

Povidone-Iodine 5% Ointment 

შემადგენლობა

მალამოს 1 გრამი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პოლივინილპიროლიდონ-იოდს (პვპ-იოდი)  USP 50მგ.

დამხმარე ნივთიერება: პოლიეთილენ გლიკოლი 400, 3350, გამწმენდი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალება.

ათქ კოდი: D08AG02.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

პოვიდონ-იოდის მალამო წარმოადგენს პოლივინილპიროლიდონისა (პვპ) და ელემენტარული იოდის სტაბილურ ქიმიურ კომპლექს. იგი ავლენს ფართო სპექტრის არასელექციურ ბაქტერიციდულ ეფექტს და დამღუპველად მოქმედებს როგორც გრამ-დადებით, ასევე გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე, ვირუსებზე, სოკოებზე და უმარტივეს ორგანიზმებზე.

მისი მოქმედების მექანიზმი შემდეგნაირია: თავისუფალ იოდს  სწრაფი ბაქტერიციდული ეფექტი გააჩნია, ხოლო პოლიმერი (პვპ) წარმოადგენს იოდის  საცავს.  კანთან ან ლორწოვან გარსებთან შეხებისას პოლიმერიდან მუდმივად გამოიყოფა იოდის მზარდი რაოდენობა. იოდი რეაქციაში შედის მიკროორგანიზმების შემადგენლობაში შემავალი ფერმენტებისა და სტრუქტურული ცილების ამინომჟავებთან,  და შედეგად, იწვევს ამ ცილების ინაქტივაციას ან განადურებას.

პოვიდონ-იოდის მოქმედებით მიკროორგანიზმებში რეზისტენტობა არ ვითარდება. მას   დაბალი სისტემური ტოქსიურობა გააჩნია, უფრო უსაფრთხო და მარტივი გამოსაყენებელია, ვიდრე კლასიკური იოდის პრეპარატები;  ჭრილობებზე ან ლორწოვან გარსებზე მისი გამოყენება უმტკივნეულოა, არ იწვევს კანის, ბუნებრივი ბოჭკოების ან მყარი ზედაპირების მდგრად შეღებვას.

ჩვენება

პოვიდონ-იოდის 5% მალამო (Povidone-Iode 5% Ointment)  ფართო სპექტრის ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალებაა, ადგილობრივი გამოყენებისთვის. იგი ხელს უწყობს ინფექციის პრევენციას და  ჭრილობების შეხორცების.
რეკომენდებულია

– ადგილობრივი ინფექციების, ინფიცირებული ქირურგიული ჭრილობების, ინფიცირებული ნაწოლების,  სტაზით გამოწვეული  წყლულების, პიოდერმიის, მეორადი ინფიცირებული დერმატოზებისა და ინფიცირებული ტრავმული დაზიანებებების დროს;

– დამწვრობისას, მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

– აბრაზიების, ნაკაწრების, მცირე ჭრილობების დროს;

– ანტისეპტიკად კათეტერის გამოყენებისას;

– კანის სხვადასხვა დაზიანებისას.

დოზირება და გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის. მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

დოზირების რეჟიმი

ინფექციის სამკურნალოდ: მალამო წაისვით დღეში ორჯერ ან სამჯერ, გამოიყენება მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში.

ინფექციის საპროფილაქტიკოდ: მალამო წაისვით კვირაში ერთხელ ან ორჯერ, რამდენ ხანსაც საჭიროა.

პოვიდონ-იოდის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ დაზიანებული ადგილი სუფთა და მშრალია. წამლის მცირე რაოდენობა წაისვით კანზე თხელ ფენად. დაზიანებულ ადგილზე შესაძლებელია სახვევის გამოყენება.

უკუჩვენება

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც მალამოს შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა გააჩნიათ.

სიფრთხილისზომები

პოვიდონ-იოდის 5% მალამოს (Povidone-Iode 5% Ointment) გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს. პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

პაციენტი უნდა მოერიდოს პრეპარატის თვალთან კონტაქტს. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება  გაღიზიანება გამოიწვიოს. გაღიზიანების განვითარებისას, პროდუქტის მოხმარება უნდა შეწყდეს.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის სხვა არა მწვავე დაავადებები) იოდის მნიშვნელოვანმა რაოდენობამ შესაძლოა,  ჰიპერთირეოზი გამოიწვიოს. ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს  კანის ზედაპირის შეზღუდულ  ფართობზე, შეზღუდული ხანგრძლივობით.

გვერდითიმოვლენები

აღსანიშნავია პოვიდონ-იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, იშვიათად მძიმე ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გულ-მკერდის შებოჭილობა, პირის ღრუს, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება.

პრეპარატის ხანგრძლივად, დიდ ზედაპირულ ფართობზე გამოყენებისას, შესაძლოა განვითარდეს ჰიპერთირეოზი, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერნატრიემია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

ორსულობისადალაქტაციისდროს გამოყენება

პოვიდონ-იოდის 5% მალამოს (Povidone-Iode 5% Ointment)  გამოყენება ორსულებსა და მეძუძურებში შეიძლება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით და დაბალი დოზებით. ორსულებსა და მეძუძურებში პოვიდონ-იოდის რეგულარული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან აბსორბირებულმა იოდმა შესაძლოა, გადალახოს პლაცენტური ბარიერი და დედის რძეში გამოიყოს.

გარდა ამისა, ნაყოფისა და ახალშობილისთვის დამახასიათებელია იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გამოყენებაბავშვებში

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

სხვა წამლებთან  ურთიერთქმედება

პოვიდონ-იოდის გამოყენებაარ შეიძლება  ვერცხლისწყლის, ვერცხლის, ტაუროლიდინის, წყალბადის ზეჟანგის შემცველ მადეზინფიცირებელ პრეპარატებთან ერთად, რადგან მათთან ურთიერთქმედებისას  ორივე პრეპარატის ეფექტურობა მცირდება.

გაფრთხილება

პოვიდონ-იოდის ჟანგვითი თვისების გამო,  შარდში ან განავალში ფარული სისხლდენის დასადგენად ჩატარებულ ზოგიერთი ტიპის კვლევებში, აგრეთვე შარდში გლუკოზის განსაზღვრისას, შესაძლებელია ცრუ დადებითი შედეგის მიღება.

დოზისგადაჭარბება

პოვიდონ-იოდით ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელია: მეტალის გემო პირში, წვის შეგრძნება ან ტკივილი პირის ღრუში, თვალების გაღიზიანება, ქავილი, ჰიპერნატრიემია, მეტაბოლური აციდოზი.

მკურნალობა: რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

ვარგისობის ვადა:  24 თვე.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა

15გ მალამო ტუბში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

შპს  DRUG INTERNATIONAL LIMITED

Unit-3

31/1, Strong Road, გოპალპური, ტონგი I/A, გაზიპური

ბანგლადეში.