კამელინფლუ F 10მლ სპრეი

129961
მარაგშია
43.20 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიიმუნომოდულატორები ჯენერიკიCamelin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
43.20 

 გამოყენების ინსტრუქცია 

კამელინფლუ-F სპრეი

CamelynFlu-FSpray

საკვები დანამატი შაქარ-მოცილებული თაფლით 

შემადგენლობა:

შაქარ-მოცილებული თაფლი.

10 მლ  შეიცავს 1,5 მლ შაქარ-მოცილებული თაფლს.

შემავსებელინივთიერებები: პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი, გამოხდილი წყალი.

გამოყენების ჩვენებები:

სპრეი გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს ფიზიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

შაქარ-მოცილებული თაფლი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებებით.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:  1-4 შესხურება პირის ღრუში, დღეში 4-ჯერ.

დღიური ნორმა:

 

ერთჯერადი დოზა

(4 შესხურება)

დღიური დოზა

(16 შესხურება)

შაქარ-მოცილებული თაფლი

 

50 მგ

 

200 მგ

გამოყენების რეკომენდაციები:

ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა მიმართეთ ექიმს პირის ღრუს სპრეის გამოყენებამდე.

სპრეის გამოყენება არ არის რეკომენდებული ყვავილის მტვრის მიმართ ალერგიული ან ასთმისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.

რაიმე გვერდითი რეაქციის აღმოჩენის შემთხვევაში შეწყვიტეთ სპრეის გამოყენება და  კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ნუ გადააჭარბებთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

რაოდენობა შეფუთვაში: 10 მლ (120 შესხურება).

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილზე.

გამოიყენეთ გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.

მწარმოებელი: შპს “კამელინი”

მისამართი: ზურაბ იარაჯულის 1-ლი ჩიხი, N10, სამგორის რაიონი, თბილისი, 0145, საქართველო

ელ.ფოსტა: [email protected]

ტელეფონი: +995322986225

ვებ-გვერდი : www.ca,melyn.ge