ვიტ.B12ამვილაბი1000მკგ#30ტ საღ

97775
მარაგშია
34.15 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიწყალში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიMecobalaminum(Methylcobalaminum) გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
34.15 

ამვილაბი

ვიტამინიB12

 

შემადგენლობა: ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) - 1000 მკგ

 

მეთილკობალამინი წარმოადგენს B12 ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რომლის ათვისება ორგანიზმის მიერ ხდება სწრაფად და სრულყოფილად, იგი B12 ვიტამინის ერთადერთი ნეიროაქტიური ფორმაა, რომლის მოქმედება 130 - 150 - ჯერ აღემატება ციანკობალამინისას.

B12 ვიტამინი მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, აუცილებელია უჯრედული მეტაბოლიზმის პროცესებისთვის, უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის. მეთილკობალამინი მონაწილეობს მეთილის ჯგუფისა და ფერმენტების გადატანაში, ქოლინის, მეთიონინის, კრეატინის, ნუკლეინის მჟავების, დნმ-ისა და რნმ-ის  წარმოქმნაში.

მეთილკობალამინს დიდი მნიშვნელობა გააჩნია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში, რომელიც აუცილებელია მიელინურ გარსში ლიპოპროტეიდების სინთეზისათვის, უზრუნველყოფს  მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. ამცირებს ტკივილის შეგრძნებას დაკავშირებულს პერიფერიულ ნერვულს სისტემასთან. მეთილკობალამინს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას.

მეთილკობალამინი აუცილებელია სისხლწარმოქნის პროცესისათვის, ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, მონაწილეობს ერითროციტებში დაგროვილი სულფიჰიდრილური ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ. ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, ახდენს თრომბოპლასტური აქტივობისა და პროთრომბინის აქტივობის მატებას. ათეროსკლეროზის დროს ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, დადებითად მოქმედებს ღვიძლის ფუნქციაზე, ზრდის ქსოვილების რეგენერაციას.

 

ჩვენება:

 

  • ქრონიკული ანემია, რომელიც მიმდინარეობს ვიტამინი B12 - ის დეფიციტით (ადისონ - ბირმერის დაავადება, ალიმენტური მაკროციტური ანემია)
  • ანემიის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში (მათ შორის რკინადეფიციტური ანემია, პოსტჰემორაგიული, აპლასტიური ანემია, ტოქსიური და/ან სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ანემია)
  • პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია
  • მხედველობის ნერვის ატროფია, გლაუკომასთან დაკავშირებული ჩივილების შემსუბუქება, მხედველობის გაუმჯობესება
  • პოლინევრიტი, რადიკულიტი, ნევრალგია, მათ შორის სამწვერა ნერვის ნევრალგია, ნეკთაშუა ნევრალგია, ლუმბაგო
  • ფუნიკულური მიელოზი, პერიფერიული ნერვული ღეროების  მექანიკური და ტოქსიური დაზიანება, გაფანტული სკლეროზი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
  • ტკივილის სინდრომი პერიფერიული ნერვული სიტემის დაავადებებისას, კარდიალგია, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა
  • დეპრესია, სტრესი, ძილის დარღვევა, შაკიკი, ხმაური ყურებში
  • მეხსიერების გაუარესება, კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დაკავშირებული ჰომოცისტეინის დონის მატებასთან
  • კუჭ - ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება, ჰიპოტროფია, ტოქსიური ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი
  • კანის დაავადებები: ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი
  • ჭინჭრის ციება, ასთმა
  • უშვილობა მამაკაცებში, ოლიგოსპერმია, იმპოტენცია
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კუნთების სისუსტე

 

პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება:

  • ბიგუანიდების, ასკორბინის მჟავის მაღალი დოზით დანიშვნისას
  • კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის დაავადებების დროს, რომლის დროსაც დარღვეულია  B12 ვიტამინის შეწოვა  (კუჭის ნაწილის, წვრილი ნაწლავის რეზექცია, კრონის დაავადება, ცელიაკია, მალაბსორბციის სინდრომი, სპრუ)
  • მწვავე სხივური დაავადება

 

დამატებითი ინგრედიენტები:ალუბლის ნატურალური არომატიზატორი,სორბიტოლი, მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ლეციტინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს:  ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

დოზირება:  მიიღება 1 საღეჭი ტაბლეტი 1 - 3  ჯერ დღეში საკვების მიღების დროს, ტაბლეტი მიღებამდე კარგად დაღეჭეთ. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

გამოშვებისფორმა: N30 საღეჭი ტაბლეტი.

შენახვისპირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

 

 

ერთად ყიდულობენ