ნექსტალ გელი 10მლ თვ.წვეთები

130527
მარაგშია
42.75 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიNat.hypermellose,L-proline,Glycine,Lysin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
42.75 

ნექსტალ გელი

კონსერვანტების გარეშე

შემადგენლობა

ძირითადი კომპონენტი: ჰიპრომელოზა 0,5%-ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა.

სხვა კომპონენტები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, L-გლიცინი, L-ლეიცინი,  L-ლიზინი, L-პროლინი, საინექციო წყალი.

გამოყენება

ნექსტალ გელი წარმოადგენს სტერილურ იზოტონურ ხსნარს ჰიპრომელოზას და ამინომჟავების შემცველობით, კონსერვანტების გარეშე. ნექსტალ გელი აღადგენს საცრემლე გარსის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და აუმჯობესებს ცრემლის სეკრეციას. იგი გამოიყენება თვალის ზედაპირის დატენიანების და ლუბრიკაციისთვის. ჰიპრომელოზა  მუკომიმეტური მახასიათებლების მქონე პოლიმერია, რომელიც ქმნის გამჭირვალე დამცავ ფენას და აქვს თვალის ზედაპირზე საცრემლე გარსის აღდგენის და ცრემლის სტაბილიზაციის თვისება. ამინომჟავები ხელს უწყობს ზედაპირის დაცვას გარემოს მავნე ფაქტორების და ოქსიდაციური სტრესისგან.

ნექსტალ გელის ფლაკონი აღჭურვილია OSD (Ophthalmic Squeeze Dispenser) საწვეთურით, რომელიც მრავალშრიანი ჰაერის ფილტრისა და სპეციალური სარქვლოვანი სისტემის მეშვეობით, უზრუნველყოფს პროდუქტის სტერილურობას და კონსერვანტების გარეშე შენახვას.

ჩვენებები

ნექსტალ გელი გამოიყენება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მშრალი თვალის სინდრომის დროს თვალის ზედაპირის დატენიანების და ლუბრიკაციის მიზნით.

დოზირების რეჟიმი და მიღების წესი

1-2 წვეთი თვალში 3-ჯერ ან მეტჯერ დღეში.

პროდუქტის ჩაწვეთება შესაძლებელია კონტაქტური ლინზების ტარების დროსაც.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი კომპონენტების ან ქიმიურად მსგავსი სხვა ნივთიერებების მიმართ.

გამოყენების წესი

  • აიღეთ ფლაკონი და მოხსენით დამცავი პლასტმასის რგოლი.
  • მოხსენით თავსახური.
  • ამოატრიალეთ ბოთლი თვალის მიმართულებით, საჩვენებელი და ცერა თითებით ფლაკონს მოუჭირეთ გვერდებზე თანდათანობით, წვეთის წამოსვლამდე. დაჭერის ძალის გაზრდა საჭირო გახდება ფლაკონში ხსნარის შემცირებისას.
  • მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ფლაკონს.

სიფრთხილის ზომები

  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
  • ხსნარის დაბინძურების რისკის აღმოსაფხვრელად დარწმუნდით, რომ საწვეთური არ ეხება თვალის ზედაპირს და არ არის კონტაქტში სხვა ობიექტებთან და ზედაპირებთან.
  • გამოყენების შემდეგ ფლაკონს მჭიდროდ მოარგეთ თავსახური.
  • მიმართეთ ექიმს თუ გიწევთ სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებების გამოყენება.
  • არ გამოიყენოთ მედიკამენტი თუ დაზიანებულია ბოთლის OSD ფილტრი.
  • შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

გვერდითი მოვლენები

  • პროდუქტის მიღების შემდეგ არასასურველი გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა. არასასურველი რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
  • პროდუქტის გამოყენების შემდგომ შესაძლოა აღინიშნოს მცირე წვის და მხედველობის დროებითი დისკომფორტის შეგრძნება.

შენახვის პირობები

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ პროდუქტი ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია პირველი გახსნიდან შეფუთავზე მითითებულ ვარგისობის ვადამდე.

არ გადააგდოთ გარემოში.

შეფუთვა

10მლ ფლაკონი.

მწარმოებელი  

Fidia Farmaceutici S.p.A-იტალია

www.fidiapharma.com