კრეპიტანო #10რექ.სუპოზ

130361
მარაგშია
15.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპროქტოლოგიაში ხმარებული პრეპარატები ჯენერიკიHeparin sod.+prednisolone+polidocanol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
15.00 

კრეპიტანო

რექტალურისანთლები

შემადგენლობა

თითოეული სანთელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის ჰეპარინი 120 მე

პრედნიზოლონის აცეტატი 1,675 მგ

ლაურომაკროგოლი 400 30 მგ.

სხვა ინგრედიენტები: კოლოიდური უწყლო სილიციუმი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, გლიცეროლის ტრისტეარატი, მყარი ცხიმი.

გამოყენება

კრეპიტანო მიეკუთვნება ადგილობრივი ანტიჰემოროიდული პრეპარატების ჯგუფს. იგი კომბინირებული პრეპარატია ანტითრომბოზული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ვენების მასკლეროზებელი მოქმედებით.

პრეპარატი გამოიყენება ბუასილისა და პერიანალური ქავილის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის.

უკუჩვენება

კრეპიტანო არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ინგრედიენტების ან ამ პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);

- ინფექცია პერიანალურ მიდამოში;

- სისხლდენის მომატებული ტენდენცია;

- ორსულობის პირველ ტრიმესტრში;

- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

კრეპიტანოს გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

არ გამოიყენოთ პრეპარატი მაღალი დოზებით ან დიდი ხნის განმავლობაში გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკის გამო.

ბავშვები

კრეპიტანოს გამოყენება უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა პრეპარატები და კრეპიტანო

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ სხვა პრეპარატების მიღება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

რეკომენდებული არ არის  რექტალური გამოყენების სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება   

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კრეპიტანო უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრებში და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფის/ბავშვისთვის პოტენციური რისკის თანაფარდობის ფრთხილად შეფასების შემდეგ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და პოტენციურად საშიშ მექანიზმებზე.

მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თანდართული საინფორმაციო რეკომენდაციის ზუსტი შესაბამისობით ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 1 სანთელი დღეში დეფეკაციის შემდეგ. გამოხატული სიმპტომებისას, მხოლოდ მკურნალობის პირველ დღეს, შესაძლებელია 1 სანთელი 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

ჭარბი დოზა

სისტემურ მიმოქცევაში აბსორბციის  დაბალი ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზები, მიმართეთ ექიმს.

დოზის გამოტოვება

თუ შემთხვევით გამოტოვებთ დოზას, მკურნალობა გააგრძელეთ ექიმის დანიშნულებით.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

კრეპიტანმიღებ შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით  ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არასასურველი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, კრეპიტანომაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

1) მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სერიოზული არასასურველი რეაქციები.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 ადამიანში):

- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ასეთი სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ კრეპიტანის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

2) სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები:

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 ადამიანში):

- ადგილობრივი გაღიზიანება.

არსებობს ლაურომაკროგოლ 400-ზე ალერგიული რეაქციების მცირე ალბათობა.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჭრილობების შეხორცების შენელება, აგრეთვე პრედნიზოლონის გამოყენებით გამოწვეული სისტემური არასასურველი ეფექტები, რომლებიც გამოიხატება შეშუპებით.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში,  კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმათზე, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი. არასასურველი რეაქციების თაობაზე  ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ შეტყობინებების ნაციონალური სისტემის მეშვეობით, რომლის თაობაზეც მონაცემები გამოქვეყნებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებ–გვერდზე: www.rama.moh.gov.ge ან e-mail: [email protected].

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული „ვარგისია“ –  ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის დღეს წარმოადგენს მოცემული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში. ჰკითხეთ  ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

პრეპარატის  გარეგნული სახე  და შეფუთვის შემცველობა

ცილინდრულ-კონუსური სანთლები, თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერით.

5 სანთელი კრეპიტანო შეფუთულია პვქ/პე აპკის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში. 2 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.  

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

შპს ფარმაპრიმი

ქ. კრინილორი, 5, გვ. პორუმბენი, კრიულენის რაიონი,

მოლდოვის რესპუბლიკა, MD-4829

ტელეფონი (+373 22) 28-18-45

ფაქსი (+373 22) 28-18-46

ელფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

ООО «ФАРМАПРИМ»

ул. Кринилор, 5, с. Порумбень, р-он Криулень,

Республика Молдова, MD-4829.

მსგავსი პროდუქტები