დოლოტრენი 100მგ #12სუპოზ

129469
მარაგშია
18.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიNatrii diclophenacum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
18.00 

დოლოტრენი 100 მგ სანთლები

ნატრიუმის დიკლოფენაკი

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაცია, რადგანაც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ანოტაცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

- რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

- ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის და არ გადასცეთ სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგივე სიმპტომები აქვს რაც თქვენ, ამან შესაძლოა ავნოს მას.

- რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს  ექიმს ან ფარმაცევტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ნახსენები არ არის წინამდებარე ანოტაციაში, იხილეთ პუნქტი 4.

ანოტაციის შინაარსი:

1. რა არის დოლოტრენი 100 მგ სანთლები და რისთვის გამოიყენება.

2. რა უნდა ვიცოდეთ დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღებამდე.

3. როგორ მივიღოთ დოლოტრენი 100 მგ სანთლები.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

5. როგორ შევინახოთ დოლოტრენი 100 მგ სანთლები.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

 1.     რა არის დოლოტრენი 100 მგ სანთლები და რისთვის გამოიყენება.

დიკლოფენაკის ნატრიუმი, ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება, მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ.

ის გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის, რომელიც დაკავშირებულია:

  •  რევმატოიდული ართრიტი
  •  მაანკილოზებელი სპონდილიტი
  •  ართროზი
  •  თირკმლის კოლიკა
  •  რბილი ქსოვილების რევმატიზმი
  •  პოდაგრის მწვავე შეტევა
  •  კუნთოვანი ტკივილი
  •  პოსტ ტრავმული ანთებები
  •  მენსტრუალური ტკივილები

2. რა უნდა ვიცოდეთ დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღებამდე.

მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ დოლოტრენის უმცირესი დოზა, რომელიც ხსნის ან აკონტროლებს თქვენს ტკივილს და არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი იმაზე მეტ ხანს, ვიდრე საჭიროა თქვენი სიმპტომების საკონტროლოდ.

არ მიიღოთ დოლოტრენი 100 მგ სანთლები:

- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დიკლოფენაკის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

- თუ ხართ ალერგიული ან გქონიათ ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავაზე ან სხვა მსგავს ანალგეტიკებზე (ტკივილგამაყუჩებლები მედიკამენტები). რეაქციები შეიძლება მოიცავდეს ასთმას (სუნთქვის გაძნელებას), ჭინჭრის ციებას (ალერგიული რეაქცია კანის ქავილით), მწვავე რინიტს (ცხვირის ლორწოვანის ანთება) ან სახის შეშუპებას. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ალერგიული იყოთ მიმართეთ ექიმს.

- თუ ადრე გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლდენა ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების ფონზე ორჯერ ან მეტჯერ დაგიზიანდათ საჭმლის მომნელებელი სისტემა.

- თუ ამჟამად გაქვთ ან ერთზე მეტჯერ გქონიათ წყლული ან სისხლდენა კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავში.

- თუ გაქვთ აქტიური კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი (დაავადებები, რომლებიც იწვევენ დიარეას სისხლით ან მის გარეშე და მუცლის ტკივილს).

- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება.

- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

- თუ  დადგენილი გაქვთ გულის დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება, მაგალითად, თუ გქონიათ გულის შეტევა, ინსულტი, მინი ინსულტი (TIA) ან გულის ან ტვინის სისხლძარღვების დახშობა, ან რაიმე სახის ობსტრუქციის ოპერაცია. ან გაკეთებული გაქვთ კორონარული შუნტირება.

- თუ აღგენიშნებათ სისხლის შედედების დარღვევა და მკურნალობთ ამის გამო.

- თუ გაქვთ ან გქონდათ სისხლის მიმოქცევის პრობლემები პერიფერიული არტერიების დაავადება.

- თუ გაწუხებთ პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს ტკივილს, სისხლდენას და ზოგჯერ ლორწოვან ან ჩირქოვან გამონადენს) ან რექტალური სისხლდენა (სისხლდენა სწორი ნაწლავიდან).

- თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

დიკლოფენაკის მიღებამდე დარწმუნდით, რომ ექიმს აცნობეთ:

- თუ ეწევით.

- თუ გაქვთ დიაბეტი.

- თუ გაქვთ ანგინა, სისხლის შედედების პრობლეები, მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტერინი ან მაღალი ტრიგლიცერიდები.

გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღებით შეძლებისდაგვარად მცირე ხნის მანძილზე.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ დოლოტრენი 100 მგ სანთლებთან.

დოლოტრენის სანთლების გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

- თუ გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც შესაძლებელია გამოვლენილი იქნას მუცლის ძლიერი ან მუდმივი ტკივილით და/ან შავი განავალით, ან თუნდაც რაიმე საყურადღებო სიმპტომების გარეშე.

- ეს რისკი გაცილებით დიდია დიდი დოზების და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევებში, პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში და ხანდაზმულებში. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი მედიკამენტების ჩართვის შესაძლებლობას.

- თუ იღებთ ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებს, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას/ასპირინს, კორტიკოსტეროიდებს, ანტიკოაგულანტებს ან ანტიდეპრესანტებს, რადგან ისინი ზრდის წყლულის და/ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს (იხილეთ პუნქტი „სხვა მედიკამენტების მიღება“).

- თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე დაავადება: ასთმა,  გულის მსუბუქი დაავადება, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), ჰემორაგიული დარღვევები ან სისხლის დაკავშირებული სხვა დარღვევები, მათ შორის ღვიძლის პორფირია.

- თუ იღებთ არტერიული წნევის წამლებს ან ციკლოსპორინს, რადგანაც ისინი ზრდის თირკმელების დაზიანების რისკს (იხილეთ პუნქტი „სხვა მედიკამენტების მიღება“).

- ზოგიერთმა ადამიანმა არ უნდა მიიღოს დოლოტრენი. მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ალერგია გქონდეთ ნატრიუმის დიკლოფენაკის, აცეტილსალიცილის მჟავის, იბუპროფენის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან დოლოტრენის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ. (ჩამოთვლილია ანოტაციის ბოლოს.) ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშნებია სახის და პირის შეშუპება (ანგიოდემა), სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, გამონაყარი კანზე ან სხვა ალერგიული რეაქცია.

აცნობეთ ექიმს

- თუ თქვენ ამავდროულად იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე ან ზრდის წყლულების რისკს, როგორიცაა პერორალური ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი ანტითრომბოციტების აგენტები. ასევე უნდა აცნობოთ სხვა მედიკამენტების მიღებისას, რომლებმაც შესაძლებელია გაზარდოს ხსენებული სისხლდენის რისკები, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები.

- თუ გაწუხებთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი, რადგანაც დოლოტრენის ტიპის მედიკამენტებმა შესაძლებელია გააუარესოს ეს პათოლოგიები.

- თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა ან სისხლის დარღვევები, მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისხლის ანალიზების ხშირად გაკეთება. რაც შესაძლებლობას მოგცემთ აკონტროლოთ თქვენი ღვიძლი (ტრანსამინაზების დონე), თირკმელები (კრეატინინის დონე) ან სისხლი (ლიმფოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების დონეები). ანალიზების მიხედვით ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დოლოტრენის დოზის შეწყვეტის ან შეცვლის შესახებ.

- თუ ახლახან გაიკეთეთ ან აპირებთ გაიკეთოთ კუჭის ან ნაწლავის ოპერაცია,  რადგან დოლოტრენმა ზოგჯერ შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის შემდგომ ნაწლავში ჭრილობების შეხორცებას.  

გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტები

დოლოტრენის მსგავსმა მედიკამენტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის რისკების ზრდა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღების და ხანგრძლივად მკურნალობის შემთხვევაში, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამ პათოლოგიების განვითარების ალბათობა (მაგალითად გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი),  ამ მკურნალობის  შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ამასთანავე, ამ ტიპის მედიკამენტმა შესაძლებელია გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით გულის დაავადების და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) მქონე პაციენტებში.

დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთდ.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.

ზოგიერთ მედიკამენტს შესაძლებელია ურთიერთქმედება ჰქონდეს  დოლოტრენი 100 მგ სანთლებთან; ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო იყოს დოზის შეცვლა ან რომელიმე მათგანით მკურნალობის შეწყვეტა.

მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

- ლითიუმის ან სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების შემცველი მედიკამენტები (დეპრესიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ).

- მეთოტრექსატის შემცველი მედიკამენტები (რევმატოიდული ართრიტის და სიმსივნის სამკურნალოდ).

- ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის შემცველი მედიკამენტები (ტრანსპლანტაციის შემდეგ).

- ტრიმეტოპრიმის შემცველი მედიკამენტები (საშარდე გზების დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის).

- მედიკამენტები გულის პრობლემების სამკურნალოდ (დიგოქსინი, კალციუმის არხის ბლოკატორები, როგორიცაა ვერაპამილი ან ისრადიპინი).

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ,  გარდა ინსულინისა.

- მედიკამენტები არტერიული წნევის გასაკონტროლებლად (შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები და აგფ ინჰიბიტორები).

- მედიკამენტები სისხლის შედედების პროფილაქტიკისათვის.

- ქინოლონის ან ცეფტრიაქსონის შემცველი მედიკამენტები (ინფექციების სამკურნალოდ).

- კორტიკოსტეროიდები (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ანთებას და იმუნური სისტემის მოქმედებას).

- დოლოტრენის იგივე ჯგუფის სხვა მედიკამენტები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორიცაა ასპირინი ან იბუპროფენი.

- ვორიკონაზოლის შემცველი მედიკამენტები (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

- ფენიტოინის შემცველი მედიკამენტები (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ).

- მიზოპროსტოლის შემცველი მედიკამენტები (კუჭის წყლულის სამკურნალოდ).

- ქოლესტირამინისა და კოლესტიპოლის შემცველი მედიკამენტები (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად).

- პენტაზოცინის შემცველი მედიკამენტები (ტკივილების შესამსუბუქებლად).

დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღება ალკოჰოლთან ერთად.

დოლოტრენის ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს დოლოტრენის ტოქსიკურობა.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები შესაძლებელია სხვა ზრდასრულებთან შედარებით უფრო მგრძნობიარენი იყვნენ დოლოტრენი 100 მგ სანთლების მოქმედების მიმართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულმა პაციენტებმა დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს მათთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილურობა

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

გამომდინარე იქიდან, რომ დოლოტრენის ტიპის პრეპარატების მიღება დაკავშირებულია თანდაყოლილი ანომალიების/სპონტანური აბორტების გაზრდილ რისკთან, მისი მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მკაფიოდ აუცილებელია. ამ შემთხვევაში დოზა და ხანგრძლივობა დაყვანილ უნდა იქნას შესაძლო მინიმუმამდე.

მესამე ტრიმესტრში დოლოტრენის მიღება არ შეიძლება.

ლაქტაცია

ნატრიუმის დიკლოფენაკის მცირე რაოდენობა შესაძლებელია აღმოჩნდეს დედის რძეში, ამიტომ დოლოტრენი 100 მგ სანთლები არ უნდა იქნას მიღებული ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილურობა

ფერტილური ასაკის პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დოლოტრენის ტიპის პრეპარატები იწვევენ დაორსულების უნარის დაქვეითებას.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

დიკლოფენაკი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, პაციენტები, რომლებსაც დოლოტრენის მიღებისას აღენიშნებათ მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები, უნდა მოერიდონ ავტომობილის  ან მექანიზმების მართვას.

3. როგორ მივიღოთ დოლოტრენი 100 მგ სანთლები

ზედმიწევნით დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მითითებული დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღების ინსტრუქცია. დაეჭვების შემთხვევაში ხელმეორედ  მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა 1 სანთელი დღეში, სასურველია ძილის წინ. თუ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მიიღეთ 50 მგ ტაბლეტები.

მენსტრუალური ტკივილების დროს დღიური დოზა, რომელიც ინდივიდუალურად უნდა დარეგულირდეს, არის 50-200 მგ (1 ან 2 დოლოტრენის სანთელი). მიიღება საწყისი დოზა 50-100 მგ ( დოლოტრენის 1 სანთელი) და საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება მომდევნო მენსტრუალური ციკლის დროს. მკურნალობა უნდა დაიწყოს პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე. მათი ინტენსივობის გათვალისწინებით გრძელდება რამდენიმე დღე.

მიღების მეთოდი

მიიღება რექტალური გზით. თუ სანთელი ზედმეტად რბილია, შეფუთვის გახსნამდე შედგით მაცივარში რამდენიმე წუთით ან შეუშვირეთ გამდინარე ცივ წყალს, არ გაყოთ სანთლები, რადგანაც შენახვის არასწორმა პირობებმა შესაძლებელია გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების არათანაბარი განაწილება. არასოდეს მიიღოთ სანთლები.

ბავშვები და მოზარდები

დოლოტრენი 100 მგ სანთლები რეკომენდებული არ არის  ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები შესაძლებელია სხვა ზრდასრულებთან შედარებით უფრო მგრძნობიარენი იყვნენ დოლოტრენი 100 მგ სანთლების მოქმედების მიმართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულმა პაციენტებმა დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს მათთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი  დოლოტრენი 100 მგ სანთლები.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის სამსახურის  საინფორმაციო განყოფილებას, ნომერზე: 91 562 04 20, მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. რეკომენდირებულია მედიკამენტის შეფუთვის და ანოტაციის მედპერსონალისთვის ჩვენება.

თუ დაგავიწყდათ დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღება.

თუ დაგავიწყდათ სანთლის მიღება,, დაუყოვნებლივ მიიღეთ ის,  გარდა იმ შემთხვევისა, თუ უკვე თითქმის შემდეგი სანთლის მიღების დროა. შემდგომ გააგრძელეთ დოზირების ჩვეულებრივ გრაფიკი. თუ გამოტოვებთ რამდენიმე დოზას, მიმართეთ ექიმს.

გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე სახის დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყოველთვის ყველასთან არ ვლინდება.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლებელია იყოს მძიმე.

დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღებისას გამოვლენილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)

ნერვული სისტემის დარღვევები:

- თავის ტკივილი

- დაღლილობა

 ყურის და ლაბირინთის დარღვევები:

- თავბრუსხვევა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

- გულისრევა

- ღებინება

- დიარეა

- გულ ძმარვა

- მუცლის ტკივილი

- გაზები

- უმადობა

ჰეპატობილიარული დარღვევები:

- ცვლილებები ღვიძლის ფუნქციური ტესტებში (შრატის ტრანსამინაზების მატება)

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანება.

- გამონაყარი კანზე:

 ზოგადი დარღვევები და დაზიანებები შეყვანის ადგილას:

- შეყვანის ადგილის გაღიზიანება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში)

იმუნური სისტემის დარღვევები:

- სახის, თვალების ან ენის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ქოშინი, წვა და ქავილი, გამონაყარი კანზე, ცხელება, მუცლის სპაზმები, დისკომფორტი ან შებოჭილობა გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაკარგვა (სერიოზული ალერგიული რეაქცია).

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ნერვული სისტემის დარღვევები:

- ძილიანობა

 რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები:

- ასთმა

გასტროენტეროლოგიური  დარღვევები:

- კუჭის ტკივილი

- რეფლუქსი

- სისხლიანი დიარეა

-  კუჭის ან ნაწლავის წყლული სისხლდენით ან პერფორაციით ან მის გარეშე (სისხლის ღებინება და სისხლიანი განავალი). ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

- სწორი ნაწლავის ტკივილი, სისხლდენა და ზოგჯერ ლორწო ან ჩირქი.

ჰეპატობილიარული დარღვევები:

- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

- ჰეპატიტი გაყვითლებით ან მის გარეშე. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

- ჭინჭრის ციება

ზოგადი დარღვევები და დაზიანებები შეყვანის ადგილას:

- სითხის შეკავება, შეშუპებით (ედემა)

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10000-დან 1 პაციენტში)

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

- სისხლის უჯრედების ნაკლებობის ნიშნები, რომლებიც იწვევს დაღლილობას, თავის ტკივილს, ჰაერის ნაკლებობას, თავბრუსხვევას, სიფერმკრთალეს (ანემია), ხშირ ინფექციებს ცხელებით, შემცივნებას, ყელის ტკივილს ან პირის ღრუს წყლულებს (ლეიკოპენია), სისხლდენას ან ნორმაზე მეტ სისხლჩაქცევებს (თრომბოციტოპენია). ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იმუნური სისტემის დარღვევები:

- სახის შეშუპება

ფსიქიკური დარღვევები:

- ორიენტაციის დაკარგვა

- დეპრესია

- უძილობა

- კოშმარები

- გაღიზიანება

- ფსიქოზური რეაქციები

ნერვული სისტემის დარღვევები:

- ჩხვლეტის შეგრძნება

- მეხსიერების დარღვევები

- გულყრები

- შფოთვა

- კანკალი

- მენინგიტი (თავის ტვინის მიმდებარე გარსების ანთება) სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კისრის გამკვრივება ან ძლიერი მგრძნობელობა კაშკაშა სინათლის მიმართ. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

- გემოს დაკარგვა

- ცერებრალური ინსულტი

თვალის დარღვევები:

- მხედველობის დაბინდვა

- მხედველობის გაორება

ყურის და ლაბირინთის დარღვევები:

- ხმაური ყურებში

კარდიოლოგიური დარღვევები:

- პალპიტაციები

- გულ-მკერდის ტკივილი

- გულის უკმარისობა

- გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი)

სისხლძარღვთა დარღვევები:

- ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა)

- ვასკულიტი (სისხლძარღვის კედლების ანთება)

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები:

- სუნთქვის გაძნელება, ქოშინი (პნევმონიტი)

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გასტროენტეროლოგიური  დარღვევები:

-  კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის გაუარესება

- ყაბზობა

- ენის შეშუპება (გლოსიტი)

- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)

-  ყლაპვის პრობლემები (საყლაპავის დარღვევა)

-  ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევა, ღებინება და მადის დაკარგვა (პანკრეატიტის ნიშნები).

 ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

- კანის მძიმე რეაქციები გამონაყარით, სიწითლით, ტუჩებზე, პირზე ან თვალებზე ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, რომელსაც თან ახლავს დაღლილობა, გულისრევა, მადის დაკარგვა, ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, ხველა ან სხეულის ტკივილი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

- გენერალიზებული გამონაყარი (ეგზემა)

- სიწითლე (ერითემა და  მულტიფორმული ერითემა)

- კანის აქერცვლა (ექსფოლიაციური დერმატიტი)

- თმის ცვენა

- მზის ალერგია (ფოტოალერგიული რეაქცია)

- სისხლჩაქცევები (პურპურა)

- ქავილი

თირკმელებისა და შარდის დარღვევები:

- თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც იწვევს ფეხების ან ტერფების შეშუპებას და შარდის რაოდენობის უეცარ შემცირებას (თირკმლის მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი)

- სისხლი შარდში (ჰემატურია)

- ქაფი შარდში (ნეფროზული სინდრომი)

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

უცნობი სიხშირით

გასტროენტეროლოგიური  დარღვევები:

- მუცლის ზომიერი სპაზმები და მუცლის ტკივილის პალპაციისას, რომელიც  დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღებიდან მალევე ვლინდება, რასაც მოჰყვება რექტალური სისხლდენა ან სისხლიანი დიარეა, რომელიც ზოგადად ვლინდება მუცლის ტკივილის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 ჰეპატობილიარული დარღვევები:

- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც იწვევს კანისა და თვალების გაყვითლებას, ცხელებას, მუცლის ზედა ტკივილს და სისხლჩაქცევებს (ღვიძლის უკმარისობა, ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი)

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კარდიოლოგიური დარღვევები:

- გულ-მკერდის ტკივილი, რომელიც შესაძლებელია იყოს პოტენციურად მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი, რომელსაც ეწოდება კუნისის სინდრომი.

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითიმოვლენების შესახებ.

ნებისმიერი  სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული.  გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ესპანეთის ფარმაკოვიზირების სისტემაში: https://www.notificaram.es/.  გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ დოლოტრინი 100 მგ სანთლები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ დოლოტრენი 100 მგ სანთლები შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში. დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას. 

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

დოლოტრენი 100 მგ სანთლების შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის დიკლოფენაკი. თითოეული სანთელი შეიცავს 100 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.
  • სხვა კომპონენტებია: გაჯერებული ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები.

პროდუქციის ვიზუალური მხარე  და შეფუთვის შიგთავსი

თითოეული შეფუთვა შეიცავს 12 თეთრ სანთელს.

მსგავსი პროდუქტები