ნაველა 1,5მგ #1ტ

130729
მარაგშია
16.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისასქესო ჰორმონების პრეპარატები და მათი ანტაგონისტები ჯენერიკიLevonorgestrelum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
16.50 

ნაველა

1.5 მგტაბლეტიEFG

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ლევონორგესტრელი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1,5 მგ ლევონორგესტრელს.

 სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (ლაქტოზა), პოლოქსამერი 188, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი.

გამოყენება

ნაველა გადაუდებელი კონტრაცეფციის პრეპარატია, რომლის გამოყენება შესაძლებელია დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში (3 დღის განმავლობაში), ან თუ გამოყენებული კონტრაცეფციის მეთოდი არასაიმედო აღმოჩნდა.    უფრო კონკრეტულად, ნაველა გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

–  სქესობრივი აქტის დროს კონტრაცეფცია არ ყოფილა გამოყენებული;

– კონტრაცეფციული ღონისძიება არასწორად იყო გამოყენებული, მაგალითად, თუ დაირღვა პრეზერვატივის მთლიანობა, ჩამოცურდა ან არასწორად მოხდა გამოიყენება, თუ ვაგინალურმა პესარიამ ან დიაფრაგმამ შეიცვალა პოზიცია; გასკდა, გატყდა ან ამოიღეს დროზე ადრე, coitus interruptus-ის დროს წარუმატებელი შეწყვეტის შემთხვევაში (მაგ. სპერმის ეაკულაცია მოხდა საშოში ან გარე სასქესო ორგანოებზე).

ნაველა მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს  ჰორმონის მსგავს სინთეზურ ნივთიერებას ლევონორგესტრელს. ის დაახლოებით 84%-ში ხელს უშლის მოსალოდნელ დაორსულებას თუ მისი მიღება მოხდება დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში. პრეპარატი ვერ უზრუნველყოფს ორსულობისაგან აბსოლუტურ თავის დაცვას და დაუცველი სექსის შემდეგ მისი ეფექტურობა უფრო მეტია, რაც შეიძლება მალე მიღების შემთხვევაში. უმჯობესია ნაველის მიღება  მოხდეს სქესობრივი კავშირიდან 12 საათის განმავლობაში, ვიდრე მესამე დღემდე გადადება.

მოქმედება

 ნაველა მოქმედებს შემდეგნაირად:

– აფერხებს  საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას;

– ხელს უშლის სპერმატოზოიდს  კვერცხუჯრედის განაყოფიერებაში, რომელიც შესაძლოა უკვე გამოთავისუფლდა;

– ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე.

ნაველას მოქმედებით დაორსულების თავიდან აცილება  შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი  მიღება მოხდება დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში. ის არ მოქმედებს, თუ უკვე დამდგარია ორსულობა. ნაველას გამოყენების შემდეგ  მორიგი დაუცველი სქესობრივი კავშირის განხორციელების შემთხვევაში (მაშინაც, თუ ეს მოხდება იმავე მენსტრუალური ციკლის სხვა დროს), ტაბლეტი არ გამოავლენს თავის კონტრაცეპციულ ეფექტს და კვლავ არსებობს ორსულობის რისკი.

 უკუჩვენება

ნაველა არ გამოიყენება

- ლევონორგესტრელის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიის დროს (ჩამოთვლილია შემადგენლობაში).

– ნაველას გამოყენება ნაჩვენები არ არის პირველი მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე (მენარქე) გამოსაყენებლად.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნაველას მიღებამდე პაციენტმა კონსულტაციის მიზნით საჭიროა მიმართოს ექიმს, რადგან ექსტრემალური კონტრაცეფციიის სახით ნაველას მიღება, შესაძლოა არ იყოს მისთვის ეფექტური. ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს  სხვა სახის ექსტრემალური კონტრაცეფციის საშუალებას.

პრეპარატის მიღებამდე განსაკუთრებული სიფრთხილე და ექიმის კონსულტაციაა საჭირო  შემდეგი მდგომარეობებისას:

- თუ ქალი ორსულად არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა უკვე ორსულად იყოს. ეს წამალი არ იმოქმედებს უკვე დამდგარი ორსულობის შემთხვევაში. თუ  ქალი ორსულად არის, ნაველა ორსულობას ვერ შეწყვეტს, ამიტომ ნაველა არ წარმოადგენს ტაბლეტს ორსულობის შეწყვეტისათვის.

 ორსულობა შესაძლოა დამდგარი იყოს, თუ:

– მენსტრუაცია დაგვიანებულია 5 დღეზე მეტით, ან მორიგი მენსტრუაციისას აღსანიშნავია უჩვეულო სისხლდენა;

– ადგილი ჰქონდა დაუცველ სექსს 72 საათის წინ და ბოლო მენსტრუაციის შემდეგ.

ნაველას გამოყენება რეკომენდებული არ არის შემდეგ შემთხვევებში:

– წვრილი ნაწლავის დაავადება (როგორიცაა კრონის დაავადება), რომელიც აფერხებს პრეპარატის შეწოვას;

– ღვიძლის მწვავე პრობლემები;

– საშვილოსნოსგარე ორსულობის ისტორია (განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩამაგრდება საშვილოსნოს გარეთ);

– ფალოპის მილების ანთება (სალპინგიტი) ანამნეზი.

საშვილოსნოსგარე ორსულობისა და ფალოპის მილების ინფექციის ისტორია ზრდის ახალი საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკს.

ექსტრემალური კონტრაცეფცია  ქალებში გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ, რაც შეიძლება მალე. გარკვეული მტკიცებულება არსებობს, რომ ნაველა შეიძლება ნაკლებად ეფექტური  იყოს ჭარბი წონის ან სხეულის მასის ინდექსის (BMI) გამო, მაგრამ ეს მონაცემები შეზღუდული და არათანმიმიმდერული იყო. ამიტომ ნაველა კვლავ რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, მიუხედავად მათი წონისა და BMI-ისა.

ექსტრემალური კონტრაცეფციის მიღებასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემის შემთხვევაში, კონსულტაციის მიღება  უნდა მოხდეს ჯანდაცვის პროფესიონალისაგან.

ბავშვები და მოზარდები

ნაველა ნაჩვენები არ არის პირველი მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე (მენარქე) გამოსაყენებლად.

სქესობრივიგზითგადამდებიდაავადებები

თუ სქესობრივი აქტის დროს არ იქნა გამოყენებული პრეზერვატივი (ან თუ მისი მთლიანობა დაირღვა ან ჩამოცურდა), შესაძლოა  ადგილი ჰქონდეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ან აივ-ინფექციით დასნებოვნებას. პრეპარატი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ეს მხოლოდ პრეზერვატივს შეუძლია. ამ თემაზე პრობლემური კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ  ექიმს, ექთანს, ოჯახის დაგეგმვის კლინიკას ან ფარმაცევტს.

სხვა მედიკამენტები და ნაველა

სხვა პრეპარატებით, რმათ შორის  ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები ან მცენარეული საშუალებების იმავდროულად ან ცოტა ხნის წინ მკურნალობის შემთხვევაში,  საჭიროა  ფარმაცევტის ან ექიმის  კონსულტაცია.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება ხელი შეუშალოს ნაველას ეფექტურ მოქმედებას. თუ ბოლო 4 კვირის განმავლობაში გამოყენებული იქნა ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე წამალი, ნაველა შეიძლება ნაკლებად შესაფერისი აღმოჩნდეს. ექიმის მიერ შესაძლოა დანიშნული იქნას სხვა ტიპის (არაჰორმონალური) ექსტრემალური კონტრაცეპტივები, ან სპილენძის საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა (DIU-Cu). თუ ეს არ არის სასურველი ან თუ შეუძლებელია ექიმთან დროულად მისვლა, შეიძლება  ნაველას ორმაგი დოზის მიღება. სხვა მედიკამენტები, რომელთა გავლენით შესაძლოა ნაველას ეფექტურობა შეიცვალოს, შემდეგია:

–          ბარბიტურატები და სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგალითად, პრიმიდონი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი);

–         ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგალითად, რიფამპიცინი და რიფაბუტინი);

–         აივ-ის სამკურნალო საშუალებები (რიტონავირი, ეფავირენცი);

–         სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები (გრიზეოფულვინი);

–          კრაზანას –  Hypericum perforatum-ის (St. John's Wort)  შემცველი მცენარეული საშუალებები.

სწორი დოზის შესახებ დამატებითი რჩევის საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტის ან ექიმისგან.  

ტაბლეტების მიღების შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს   ექიმთან კონსულტაცია რეგულარული კონტრაცეფციის საიმედო ფორმის შერჩევისა და ორსულობის გამორიცხვის მიზნით.

ნაველამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, როგორიცაა

–          ციკლოსპორინი (თრგუნავს იმუნურ სისტემას).

 ნაველას გამოყენების სიხშირე

ნაველას გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში და არა როგორც კონტრაცეფციის რეგულარული მეთოდი. თუ ნაველას ერთ ჯერზე მეტად გამოყენება ხდება ერთი მენსტრუალური ციკლის დროს, ის ნაკლებად სანდოა და უფრო მეტადაა მოსალოდნელი,   რომ მენსტრუალური ციკლის დარღვევა გამოიწვიოს.

ნაველას არ აქვს კონტრაცეფციის რეგულარული მეთოდების მსგავსი მოქმედება.  ექიმის, ექთნის ან ოჯახის დაგეგმავი კლინიკის მიერ შესაძლებელია მოხდეს კონტრაცეფციის გრძელვადიანი მეთოდების შერჩევა, რომლებიც უფრო ეფექტურია არასასურველი ორსულების თავიდან ასაცილებლად.

ორსულობადაძუძუთიკვება

ორსულობის ან ძუძუთი კვებისას, სავარაუდო ორსულობის  ან გეგმიურ ორსულობამდე  ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე, რეკომენდებულია  ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.  

ორსულობა

პრეპარატი არ მიიღება ორსულობისას. თუ დაორსულდება მოხდა ამ  წამლის მიღების მიუხედავად, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. არ არსებობს  იმის მტკიცებულება, რომ ნაველა, დანიშნულებისამებრ გამოიყენების შემთხვევაში, ზიანს აყენებს  ბავშვის განვითარებას საშვილოსნოში.

მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს  საშვილოსნოსგარე ორსულობის გამორიცხვის მიზნით გადამოწმება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  ნაველას მიღების შემდეგ მუცლის ძლიერი ტკივილის ან საშვილოსნოსგარე ორსულობის, ფალოპის მილზე  ქირურგიული ჩარევის ან მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადების ისტორიის  მქონე პირების შემთხვევაში.

ძუძუთიკვება

მედიკამენტის აქტიური ნივთიერება მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, თუმცა ითვლება, რომ ეს არ არის ბავშვისათვის საზიანო. უფრო მეტი უსაფრთხოების მიზნით, ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ძუძუთი კვების შემდეგ დაუყოვნებლივ, ხოლო   მომდევნო ძუძუთი კვება  უნდა მოხდეს პრეპარატის მიღებიდან სულ მცირე 6 საათის შემდეგ; შესაძლებელია მოხდეს რძის გამოწურვა ტუმბოს საშუალებით და გადაიღვაროს. ამგვარად,  შემცირდება აქტიური ნივთიერების რაოდენობა, რომელიც ბავშვმა დედის რძესთან ერთად შეიძლება მიიღოს.

ფერტილობა

ნაველა ზრდის მენსტრუალური ციკლის დარღვევის შესაძლებლობას, რამაც ზოგჯერ შეიძლება ნაადრევი ან დაგვიანებული ოვულაცია და შესაბამისად ფერტილობის პერიოდის შეცვლა გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ნაველას მიღების შემდეგ ფერტილობის შესახებ გრძელვადიანი მონაცემები  არ არსებობს, მოსალოდნელია ფერტილობის  სწრაფი დაბრუნება. ამიტომ რეგულარული კონტრაცეფცია უნდა გაგრძელდეს ან დაიწყოს, ნაველას გამოყენების შემდეგ რაც შეიძლება მალე.

ავტომობილის  დამექანიზმებისმართვა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნაველამ იმოქმედოს მანქანის მართვის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა,   დაღლილობის ან თავბრუსხვევის შემთხვევაში, ავტომობილის და მანქანა-დანადგარების მართვა არ უნდა მოხდეს.

ნაველაშეიცავსლაქტოზასდანატრიუმს

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში,  პრეპარატის მიღებამდე  საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

წამალი შეიცავს თითო ტაბლეტზე 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

მიღების წესი

წამლის გამოყენება ყოველთვის საჭიროა ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია გამოყენების ინსტრუქციაში ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.  

ნაველას ტაბლეტი მიიღება დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ,  რაც შეიძლება მალე, სასურველია 12 საათის განმავლობაში და არაუგვიანეს 72 საათისა (3 დღისა).   ტაბლეტის მიღების გადადება არ უნდა მოხდეს. ტაბლეტი მაქსიმალურად ეფექტურია დაუცველი სექსის შემდეგ მაქსიმალურად მალე მიღების შემთხვევაში. პრეპარატს შეუძლია ორსულობის თავიდან აცილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება დაუცველი სქესობრივი კავშირიდან  პირველი 72 საათის განმავლობაში.

• მოსალოდნელია, ნაველა  ნაკლებად ეფექტური იყოს  სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას,  რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პრეპარატის შესაბამის მოქმედებას (იხ. ზემოთ „სხვა მედიკამენტები და ნაველა“) ან  რომელიმე ასეთი მედიკამენტის ბოლო 4 კვირის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში. ექიმმა შეიძლება მიზანშეწონილად ჩათვალოს  სხვა ტიპის (არაჰორმონალური) ექსტრემალური კონტრაცეპტივების, ან სპილენძის საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის (DIU- Cu) გამოყენება. თუკი ეს არასასურველია   ან თუ   ვერ ხერხდება ექიმთან დროულად მისვლა, შესაძლებელია ნაველას ორმაგი დოზის (ანუ ერთდროულად  2 ტაბლეტის) მიღება.

• კონტრაცეფციის რეგულარული მეთოდის, როგორიცაა კონტრაცეპტული ტაბლეტები, გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია მათი მიღების გაგრძელება რეგულარულ დროს.

ნაველას გამოყენების შემდეგ მორიგი დაუცველი სქესობრივი კავშირის განხორციელების შემთხვევაში (ეს ასევე ხდება იმავე მენსტრუალური ციკლის სხვა დროს გამოყენებასაც), ტაბლეტი ვერ უზრუნველყოფს კონტრაცეპციულ მოქმედებას და კვლავ იქნება ორსულობის რისკი.

ღებინების შემთხვევაში

ტაბლეტის მიღებიდან სამი საათის განმავლობაში ღებინების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ  მიიღეთ კიდევ ერთი ტაბლეტი.

ნაველას მიღების შემდეგ

ნაველას მიღების შემდეგ  სექსუალური კავშირის განმეორების სურვილის შემთხვევაში, როცა კონტრაცეპციული აბების მიღება არ ხდება,  მომდევნო მენსტრუაციამდე გამოყენებული უნდა იქნას პრეზერვატივი ან დიაფრაგმა პლუს სპერმიციდი, რადგან მომდევნო მენსტრუაციის დადგომამდე კვლავ დაუცველი სექსის შემთხვევაში, ნაველა აღარ იმოქმედებს.

ნაველას მოქმედებაში დასარწმულებლად, რეკომენდებულია ექიმთან  ვიზიტი მისი მიღებიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ.  თუ მენსტრუაცია დაგვიანდა 5 დღეზე მეტით ან უჩვეულოდ მსუბუქი ან მძიმეა, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ექიმთან ვიზიტი. ასევე, ამ წამლის მიღების შემდეგ დაორსულების შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია  ექიმთან კონსულტაცია.

ექიმს ასევე შეუძლია  კონტრაცეფციის გრძელვადიანი მეთოდების შესახებ რჩევა, რომლებიც უფრო ეფექტურია ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

თუ მოხდება  რეგულარული ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენების გაგრძელება, როგორიცაა კონტრაცეპტული ტაბლეტი და ტაბლეტების გარეშე პერიოდში არ მოხდება სისხლდენა, ორსულობის გადასამოწმებლად საჭიროა ექიმთან ვიზიტი.

ნაველას მიღების შემდეგი მენსტრუაცია

ნაველას გამოყენების შემდეგ  მენსტრუალური ციკლი ნორმალურია და დაიწყება ჩვეულებრივ დღეს; თუმცა ზოგჯერ ის რამდენიმე დღით ადრე ან გვიან იწყება. თუ მენსტრუაცია იწყება მოსალოდნელზე 5 დღეზე მეტით გვიან, ან ადგილი აქვს „პათოლოგიურ“ სისხლდენას ან თუ საეჭვოა, რომ შესაძლოა დადგა ორსულობა, ორსულობა უნდა შემოწმდეს ტესტით.

ჭარბი დოზირება

მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად ბევრი ტაბლეტის ერთდროულად მიღების შემთვევაში, სერიოზული მავნე ზემოქმედების შესახებ  შეტყობინებები არ ყოფილა,  შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულისრევის   შეგრძნებას (ღებინებას) ან გამოვლინდეს ვაგინალური სისხლდენა. რეკომენდებულია  ექიმის, ფარმაცევტის, ექთნის ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკისათვის  რჩევსათვის მიმართვა, განსაკუთრებით გულისრევის შემთხვევაში,  რადგან შესაძლოა ტაბლეტმა სათანადოდ არ იმოქმედა.

დოზის გადაჭარბების  ან შემთხვევით მიღების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივი კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ან  ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა ნომერზე: 91 562 04 20, მიღებული წამლის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შესაძლო გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ, იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირია.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს ყოველი 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

–          გულისრევა;

–         არარეგულარული სისხლდენა მომდევნო მენსტრუაციამდე;

–         ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;

–         დაღლილობა;

–         თავის ტკივილი

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს ყოველი 10-დან 1მდე პაციენტში):

–         ღებინება. ღებინების შემთხვევაში წაიკითხეთ ზემოთ "ღებინების შემთხვევაში".

–         შესაძლოა უჩვეულო მენსტრუაციული ციკლი. ქალების უმეტესობას ნორმალური მენსტრუაცია მოსალოდნელ დროს ექნება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს დაგვიანებული ან ნაადრევი მენსტრუაცია. ასევე შეიძლება  არარეგულარული სისხლდენა ან მცირე ზომის სისხლდენები მომდევნო მენსტრუაციამდე. თუ მენსტრუაცია დაგვიანდა 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან უჩვეულოდ მსუბუქი ან მძიმეა, უნდა მიმართოთ ექიმს რაც შეიძლება მალე.

–         პრეპარატის მიღების შემდეგ მკერდში მომატებული მგრძნობელობა, დიარეა ან თავბრუსხვევა.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 -მდე მომხმარებელში):

–         გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, სახის ქავილი და შეშუპება, ტკივილი მენჯის არეში, მტკივნეული მენსტრუაცია.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ  ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტის შესახებ, რომელიც არ არის ზემოთ ჩამოთვლილი.  გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია  ესპანეთის ფარმაკოუსაფრთხოების  ეროვნული სისტემის მეშვეობით: https://www.notificarem.es. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ხელს უწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

შენახვის წესი

წამალი შეინახეთ  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გადააგდეთ ის შეფუთვა და წამლები, რომლებიც აღარ გჭირდებათ აფთიაქის შესაბამის პუნქტში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვა და აღწერა

თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთი სრული კურსისათვის განკუთვნილ ერთ მრგვალ, თეთრ ტაბლეტს, დაახლოებით 6 მმ დიამეტრით, რომლის ერთ მხარეზე აღნიშუნლია "C" ხოლო მეორე მხარეს "1".

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი  

Exeltis Healthcare S.L. Avda.

Miralcampo 7. Polígono Industrial Miralcampo

19200 Azuqueca de Henares.

Guadalajara. Spain

მწარმოებელი

 Laboratorios León Farma,

S.A. Pol. Ind. Navatejera  C/La Vallina s/n,

24008-Navatejera, León  Spain  

ეს სამკურნალო პროდუქტი  რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (EEA) წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:

ნიდერლანდები: Tansy 1,5 mg tabletten

ავსტრია: Navela 1.5 mg tabletten

ჩეხეთი: Navela1.5 mg tableta

ესტონეთი: Labella Pharma

საფრანგეთი: Levunique 1,5 mg comprimé

გერმანია: Navela 1.5 mg Tabletten

იტალია: Afterel

ლიტვა: Labella 1.5mg tablete

ლატვია: Labella 1.5mg tablete

სლოვაკეთი: Isabelle 1,5mg tablety

ესპანეთი: Navela 1,5mg comprimido EFG

გაერთიანებული სამეფო: Melkine 1.5 mg tablet 

მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: https://www.aemps.gob.es/

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები