ელექტროვიტი ჯუნიორი მარწ#20შუშ

130831
მარაგშია
29.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიჰომეოსტაზზე მოქმედი პრეპარატები ჯენერიკიNat.citrat,chlorid,Potas.chlorid,dextro* გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
29.00 

ელექტროვიტ ჯუნიორი

ElectroVit JUNIOR

საკვები დანამატი შაქრით და დამატკბობლებით 

შემადგენლობა

ნატრიუმის ბიკარბონატი, კალიუმის ბიკარბონატი, კალიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მაგნიუმის  მარილები (მაგნიუმის ციტრატი), მაგნიუმის კარბონატი, გლუკოზა, L-ასკორბინის მჟავა.

დამხმარე ნივთიერება: სორბიტოლი; მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა, ვაშლის მჟავა; არომატიზატორი: მარწყვის ბუნებრივი არომატი; გამაფხვიერებელი საშუალება: პოლიეთილენგლიკოლი; დამატკბობლები: აცესულფამი K და სუკრალოზა; საღებავი: წითელი ჭარხლის კონცენტრატი, რიბოფლავინები.

შეიძლება შეიცავდეს წარმოებულებს: გლუტენის  შემცველი მარცვლეული, სოიო, რძე.

გამოყენება

ElectroVit JUNIOR განკუთვნილია 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

პროდუქტს აქვს მარწყვის შესანიშნავი გემო; გამოიყენება, როგორც საკვები დანამატი, პროდუქტში შემავალ ინგრედიენტებზე, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, ქლორიდი და მაგნიუმი, მოთხოვნილების შემთხვევაში, მაგ.: მომატებული ოფლიანობა, ღებინება და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა. შეიცავს მაგნიუმის კარგად ასათვისებელ ფორმას - მაგნიუმის ციტრატს!!!

• კალიუმი ხელს უწყობს ნერვ-კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,   ვინაიდან იგი მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში.

• ქლორიდი არის ძირითადი ანიონური ელექტროლიტი.

• მაგნიუმი ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას და დაღლილობის შემცირებას.

დოზირება

რეკომენდებული დღიური დოზაა 2-4 ტაბლეტი. 1 ტაბლეტი გახსენით 200 მლ წყალში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

კვებითი დანამატები არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც  კვების შემცვლელი.

მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება კარგი ჯანმრთელობის საწინდარია.

პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისა და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი.

კვებითი ღირებულება:

რეკომენდებულ დღიურ დოზაში (2-4 ტაბლეტი):

                                       2 ტაბლეტი                            4 ტაბლეტი

გლუკოზა                         1000 მგ                                   2000 მგ

ნატრიუმი                          600 მგ                                   1200 მგ

კალიუმი                            300 მგ (15%*)                        600 მგ (30%*)

ქლორიდი                          120 მგ (15%*)                        240 მგ (30%*)

მაგნიუმი                            60 მგ  (16%*)                         120 მგ (32%*)

ვიტამინი C                        80 მგ (100%*)                        160 მგ (200%*)

ვარგისია/ თარიღი და პარტია იხ. შეფუთვის ძირზე

შენახვა

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას, დახურულ შეფუთვაში, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

20 ტაბლეტი

ტაბლეტის მასა: 4.3 გ

ელექტროლიტების ნაკრები 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის

UNIPRO Sp. z o.o.

Targowisko 553, 32-015 Kłaj, პოლონეთი

www.activlabpharma.eu

ხსნარის ოსმოლარობა: 230 mOsm/l

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები