აქსოლ პროქტო 40მლ კრემი

129464
-28%
მარაგშია
44.40 
31.75 
დანაზოგი: 12.65 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპროქტოლოგიაში ხმარებული პრეპარატები ჯენერიკიExtr.Wine-growing,Escin,Menthol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
44.40 
31.75 
დანაზოგი: 12.65 ₾ (28%)

აქსოლ პროქტო კრემი

აქსოლ პროქტო კრემი გამოიყენება ბუასილის სიმპტომების შესამცირებლად; ამცირებს ქავილსა და წვას, აქვს გამაგრილებელი და დამარბილებელი ეფექტი, რასაც მნიშვნელოვანი შვება მოაქვს პაციენტისთვის. ხელს უშლის პერიანალური არის გაღიზიანებასა და შეშუპებას.

აქსოლ პროქტო კრემი გამოიყენება:

  • სწორი ნაწლავისა და ანუსის მიდამოში არსებული ვენების ვარიკოზულ სინდრომთან დაკავშირებული პრობლემებისას
  • ბუასილის არსებობისას
  • პროქტისისას ქავილის, წვისა და ტკივილის მოსახსნელად
  • პერიანალური არის გაღიზიანებისა და შეშუპების თავიდან ასაცილებლად

გამოშვების ფორმა: ალუმინის ტუბი 40მლ ენდორექტალურ აპლიკატორტან ერთად შეფუთვაში.

შემადგენლობა: ესცინი, მენთოლი,  ყურძნის ცხიმშიხსნადი ექსტრაქტი, მოცვის გლიკოლური ექსტრაქტი, პენტილენგლიკოლი, პროპილენგლიკოლი, მიმოზას გლიკოლური ექსტრაქტი,  გლიკოზამინოგლიკანი, გლიცერეტის მჟავა, ნახევრადსინთეზური გლიცერიდები (BS2X), თვინ 61. პანთენოლი, ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი, ყურძნის ფოთლების ექსტრაქტი, ალანტოინი, მიმოზის ქერქის ექსტრაქტი, გლიცერილ სტეარატი, ნატრიუმის ბენზოატი, კალციუმის სორბატი, კვიპაროსის წიწვის ზეთი, ბენზილის სპირტი, კაპრილის ტრიგლიცერიდი,სორბიტოლი,შიის კარაქი, კარბომერი, დიმეთიკონი, ბრინჯის სახამებელი, ტრიეთანოლამინი, მანდარინის ზეთი,ფიტალიმიდოპეროქსიკაპრონის მჟავა დისოდიუმ EDTA, ბრინჯის სხამებელი, PEG – 100 სტეარატი, C12 – 20 მჟავა PEG – 100 ესთერი. C12 -15 ალკილბენზოატი. დიონიზირებული წყალი.

გამოყენების წესი:  1) გახსენით ტუბი, 2) ამოიღეთ აპლიკატორი 3) მოათავსეთ ტუბზე, საჭიროებისამებრ წაისვით ენდორექტალურ ზონაში. 4) გამოყენების შემდეგ აპლიკატორი გარეცხეთ ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ.

 

განსაკუთრებული მითითებები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15–25 C) გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ პერორალურად, შიგნით მიღების შემთვევაში მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ ბავშვებში. არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისთვის მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს. არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ დაზიანებული კოლოფისა და შენახვის პირობების დარღვევის შემთხვევაში. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ორსულობისა და ლაქტაციისას პროდუქტის გამოყენებისთვის მიმართეთ ექიმს.

მწარმოებელი: Mar-Farma Milano, იტალია

მსგავსი პროდუქტები