ოლინორმი 2გ #10სუპოზ

132476
-29%
მარაგშია
52.00 
37.18 
დანაზოგი: 14.82 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ჯენერიკიAcidum Hyaluronat+Lactic acid გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
52.00 
37.18 
დანაზოგი: 14.82 ₾ (29%)

ოლინორმი

ვაგინალური პესარიები 

ოლინორმი ხელს უწყობს საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას და მის შენარჩუნებას. სპეციალური ფორმულა, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას და რძემჟავას აღმოფხვრის ისეთ სიმპტომებს როგორიცაა, ვაგინალური pH-ის დისბალანსი და დეჰიდრატაცია.

ჰიალურონის მჟავას გააჩნია დამატენიანებელი და საპოხი ეფექტი, რომელიც დადებითად მოქმედებს ვაგინალური ფლორის აღდგენაზე.

რძემჟავა ხელს უწყობს   pH ის ნორმის ფარგლებში სწრაფ აღდგენას, რომელიც ეხმარება სპეციფიკურ ვულვო-ვაგინალურ ეკოსისტემას ნორმალიზებაში.

ჩვენებები

  • გამოიყენება არასპეციფიკური ვაგინალური სიმშრალის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში, როგორიცაა ატროფიული ვაგინიტი;
  • გაღიზიანების, წვის და ვაგინალური ქავილის დროს;
  • ანთებითი და ინფექციური ვაგინალური დაავადებების დროს.

ოლინორმი გამოყენება რეპროდუქციულ, პრემენოპაუზის და მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში.

შემადგენლობა

ჰიალურონის მჟავა, პოლიკარბოფილი, რძემჟავა, ვიტამინი E, ვიტამინი A,18-ბეტა გლიცერიტინის მჟავა, ჩაის ხის ზეთი, ფოსფატიდილქოლინი, ნახევრად სინთეზური ტრიგლიცერიდები

გამოყენების წესი

ერთი სანთელი დღეში ერთხელ ინტრავაგინალურად საღამოს ძილის წინ. მენსტრუაციის შემდეგ 5-7 დღე. თავსებადია კონდომთან. მაქსიმალური გამოყენების პერიოდია 30 დღე.

  • კარგად დაიბანეთ ინტიმური ნაწილები
  • გახსენით შეფუთვა და სუფთა ხელებით ამოიღეთ ერთი სანთელი
  • ნაზად და ღრმად შეიყვანეთ საშოში.  სასურველია მწოლიარე პოზიცია, რათა თავიდან აიცილოთ სანთლის ჩამოღვრა. 

შენახვის პირობები

შეფუთვა შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას 5-25°C ტემპერატურაზე.

გაფრთხილება

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პერორალურად.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ჰერმეტულობა დარღვეული შეფუთვა.

არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ექიმის გარეშე.

არ გამოიყენოთ ვაგინალური ჭრილობების დროს.

არ გამოიყენოთ მენსტრუაციისას.

არ გამოიყენოთ მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერსენსიტიურობის შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები

ორსულ და მეძუძურ ქალებში ექიმის რეკომენდაციის გარეშე მისი გამოყენება არ შეიძლება.

საქალწულე აპკის არსებობის შემთხევაში აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია.

ნუ გამოიყენებთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

მუყაოს ყუთში ორი ბლისტერი, რომელიც შეიცავს 10 ვაგინალურ სანთელს.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები