ერბინოლი 1% 20მლ აეროზოლი

41617
მარაგშია
25.87 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმონოკომპონენტური პრეპარატები ჯენერიკიTerbinafinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
25.87 

ერბინოლი 1% 20მლ აეროზოლი

 

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 10.08 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მაკროგოლი 300, ეთანოლი 96%-იანი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტერბინაფინი წარმოადგენს ალილამინს და გააჩნია ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სოკოს უჯრედის მემბრანაში სტერინების ბიოსინთეზის ადრეული ეტაპის სპეციფიკურ დათრგუნვასთან. ეს იწვევს ერგოსტერინის დეფიციტს და სკვალენის უჯრედშიდა დაგროვებას, რაც განაპირობებს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება სოკოების უჯრედების მემბრანებში სკვალენეპოქსიდაზას ინჰიბირების გზით. ეს ფერმენტი არ მიეკუთვნება ციტოქრომ P450 სისტემას, ამიტომ ერბინოლი გავლენას არ ახდენს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ტერბინაფინი მოქმედებს დერმატოფიტებზე, საფუარას მსგავს და ობის სოკოებზე, და ზოგიერთ დიმორფულ სოკოებზე. დაბალ კონცენტრაციებში ავლენს ფუნგიციდურ აქტივობას დერმატოფიტებთან (Trychophyton rubrum, Trychophyton mentagrophytes, Trychophyton verrucosum, Trychophyton violaceum, Trychophyton tonsurans, Microsporum canis, Epidermophyton floccosum), ობის სოკოებთან (Aspergillus, Cladosporium, Scopulariopsis brevicaulis) დამოკიდებულებაში. სოკოს სახეობის მიხედვით მოქმედება Candida-ს გვარის საფუარას სოკოებზე (ძირითადად Candida albicans) შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატური. ადგილობრივი გამოყენებისას, ტერბინაფინი აქტიურია აგრეთვე ქატოსებრი (ნაირფერი) ლიქენის გამომწვევის - Pityrosporum orbiculare (Malassezia furfur) მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
გარეგანი გამოყენებისას ტერბინაფინი სწრაფად აღწევს კანის დერმალურ შრეში და გროვდება რქოვანას შრეში, ფრჩხილებსა და თმებში, აბსორბცია - 5%-ზე ნაკლები, ახასიათებს უმნიშვნელო სისტემური მოქმედება.
გარეგანი გამოყენებისას არ არის გამორიცხული სამკურნალო საშუალების მოხვედრა დედის რძეში.

ჩვენებები
- კანის სოკოვანი ინფექციები: ტერფის მიკოზები, საზარდულის ეპიდერმოფიტია (tinea cruris), დერმატოფიტებით Trichophyton sp., მ.შ., Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton violaceum, Microsporum canis და Epidermophyton floccosum გამოწვეული სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაზიანებები (tinea corporis), 
- ნაირფერი ლიქენი, გამოწვეული Malasseziafurfur-ის მიერ.

მიღების წესები და დოზები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
პრეპარატის დატანამდე აუცილებელია დაზიანებული მონაკვეთის გულმოდგინედ გასუფთავება და გაშრობა.
პრეპარატს აფრქვევენ დაზიანებულ კანზე და მოსაზღვრე ნაწილებზე იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისია მათი დატენიანებისთვის, და ოდნავ შეიზელენ.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში ჩვენების მიხედვით. ჩატარებული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენების და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე. ტერფის, ტანის, კოჭების დერმატომიკოზების დროს: დღე-ღამეში 1-ჯერ, გამოყენების ხანგრძლივობა - 1 კვირა. ნაირფერი ლიქენის დროს: დღე-ღამეში 2-ჯერ, გამოყენების საშუალო ხანგრძლივობა - 1 კვირა.
დაავადების კლინიკური გამოვლინებების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტისას არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი. თუ მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. 
გამოყენება პედიატრიაში:
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები
სიწითლე დატანის ადგილზე, წვის ან ქავილის შეგრძნება, თუმცა ეს გამოვლინებები იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, რომელთა განვითარებაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
გამომდინარე იქიდან, რომ ორსულობის პერიოდში მონაცემები ტერბინაფინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არ არის, პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი დადებითი ეფექტი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
ხანდაზმული ასაკის პირებისთვის ერბინოლის დოზირების რეჟიმის შეცვლა საჭირო არ არის.
უნდა მოვერიდოთ პრეპარატის მოხვედრას თვალის, ცხვირის, პირის ლორწოვანზე. სპრეის თვალში მოხვედრისას აუცილებლია დიდი რაოდენობა წყლით გამორეცხვა, და მდგრადი გაღიზიანების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ერბინოლი სპრეის ფორმით სიფრთხილით დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებზე, რადგან სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
ერბინოლით მკურნალობისას საჭიროა ჰიგიენის ზოგადი წესების დაცვა განმეორებითი ინფიცირების (თეთრეულის, ფეხსაცმლის გზით) თავიდან აცილების მიზნით.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ცნობები არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სპრეის ფორმით ტერბინაფინის სამკურნალწამლო ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე (ჯგუფი III).