ვიტამინოფთალმინა A 5გ თვ/მალ

132492
მარაგშია
38.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიRetinol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
38.00 

ვიტამინოფთალმინა A 50000 სე/გ თვალისმალამო

რეტინოლი,პალმიტატი

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: რეტინოლი, პალმიტატი (ვიტამინი A).

ერთი გრამი ვიტამინოფთალმინა A, თვალის მალამო შეიცავს 50000სე რეტინოლს, პალმიტატს.

სხვა ინგრედიენტები:  უწყლო ლანოლინი და თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოთერაპიულ ჯგუფი:  სხვა მედიკამენტები და პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ოფთალმოლოგიაში. სხვა მედიკამენტები.

ჩვენებები

ვიტამინოფთალმინა A, თვალის მალამო, ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:

- კონიუნქტივური ჰიპოსეკრეცია;

- თვალის გაღიზიანება, რომელიც გრძელდება სამ დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ ვიტამინოფთალმინა  A

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) რეტინოლის, პალმიტატის (ვიტამინი A) ან ვიტამინოფთალმინა A-ს რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

სხვა მედიკამენტები და ვიტამინოფალმინა A

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

ვიტამინოფთალმინა A-ს (ვიტამინი A) თვალზე გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება უცნობია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვიტამინოფთალმინა A-ს თვალის მალამოს გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენები არ არის.

ბავშვები, ხანდაზმულებიდა სპეციალური პათოლოგიების მქონე პაციენტები პაციენტთა ამ ჯგუფებში ვიტამინოფთალმინა A-ს თვალის მალამოს გამოყენება უკუნაჩვენები არ არის.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ვიტამინოფთალმინა A, თვალის მალამო არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს. თუ თვალზე მალამოს გამოყენების შემდეგ მხედველობის დარღვევები აღინიშნა, პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტომობილი ან იმუშაონ მექანიზმებთან, ვიდრე ეს მოვლენები გრძელდება.

ვიტამინოფალმინა A შეიცავს ლანოლინს

შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

გამოყენება

ვიტამინოფთალმინა A გამოყენება თვალზე.

ყოველთვის გამოიყენეთ ვიტამინოფთალმინა A ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროს ოფთალმოლოგმა, პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

საშუალოდ, რეკომენდებულია მცირე რაოდენობით თვალის მალამოს წასმა, სულ მცირე, დღეში ორ-სამჯერ.

ხელსაყრელი შედეგის მიღებისას,  წასმის რაოდენობა შეამცირეთ დღეში ორჯერ.

გამოყენების წესი

- დაზიანებული თვალის კონიუნქტივალური პარკის ფსკერზე დაიტანეთ თვალის მალამო ვიტამინოფთალმინა A-ს ექიმის მიერ მითითებული დოზა!

პრეპარატის გამოყენებისთვის მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს.

 

პირველად გამოყენებისას:

 1- ტუბი ასე გამოიყურება                         2 - მოხსენით თავსახური

 
   

 

3 - მოხსენით რგოლი და გადააგდეთ       4 - თავსახური ისევ გაუკეთეთ

ყოველთვის შეამოწმეთ, რომ ტუბს აქვს რგოლი (სურათი 3).

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ მას არ აქვს რგოლი და მიმართეთ ფარმაცევტს.

პირველი გამოყენებისას მალამოს მცირე რაოდენობა, რომელიც თავსახურთან იყო შეხებაში, გადააგდეთ.

მოერიდეთ ტუბის თვალთან შეხებას.

ყოველი გამოყენებისწინ:

პრეპარატის გამოსაყენებლად ტუბს მოხსენით თავსახური. მოერიდეთ ტუბის თვალთან შეხებას,  შემდეგ ისევ გაუკეთეთ თავსახური.

თუ სიმპტომები გრძელდება ან გაუარესდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი და  მოსალოდნელი არ არის.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ ვიტამინოფთალმინა A-ს გამოყენება, გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ გამოტოვებთ დოზას, გამოიყენეთ როგორც კი გაგახსენდებათ და გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულების მიხედვით.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა  ყველას არ უვითარდება.

ვიტამინოფთალმინა A-ს თვალზე გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც აღნიშნული არ არის ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ  რაიმე გვერდითი მოვლენა განვითარდა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც აღნიშნული არ არის ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ INFARMED LP-ს ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით:

INFARMED, I.P.

Direcao de Gestao do Risco de Medicamentos

Parque da saude de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

Linha do Medicamento: 800222444 (უფასო)

ინტერნეტი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შენახვის წესი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დახურული შეფუთვა ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ტუბის პირველი გახსნის შემდეგ ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ტუბი მჭიდროდ დახურული.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა ტუბის გახსნის შემდეგ: 28 დღე.

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალამოს შემცველი ტუბი არ უნდა შეინახოთ შემდგომი გამოყენებისთვის.

არ გამოიყენოთ ვიტამინოფთალმინა A ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ტუბსა და მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ  ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ვიტამინოფალმინა A-ს გარეგნული აღწერადა შეფუთვის შიგთავსი

ვიტამინოფთალმინა A წარმოდგენილია თვალის მალამოს ფარმაცევტული ფორმით, შეფუთული ალუმინის ტუბში.

შეფუთვა 5 გ თვალის მალამოს შემცველი ტუბით.

გაცემის წესი

სამკურნალო პროდუქტი გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ნებართვისმფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ნებართვისმფლობელი

DAVI II - Farmaceutica, S.A.

Estrada Consiglieri Pedroso, no 69 B

Queluz de Baixo - 2730-055 ბარკარენა

პორტუგალია

ტელ: 214 340 000

ფაქსი: 214 340 099

ელ.ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

Lusomedicamenta - Sociedade Tecnica Farmaceutica, SA

Rua Norberto de Oliveira, 1 a 5

2610-111 პოვოა დე სანტო ადრიაო

პორტუგალია.