აიფრეშ გელი 5% 10გ თვ/გელი

132493
მარაგშია
45.48 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიDexpanthenol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
45.48 

აი-ფრეშ გელი

დექსპანთენოლი 5% ოფთალმოლოგიური გელი - 10 გ

შემადგენლობა

აი-ფრეშის ტუბი შეიცავს 10გოფთალმოლოგიურ  სტერილურ გელს.

1გ აი-ფრეშის გელი შეიცავს 50მგ დექსპანთენოლს, კარბომერს, ორფუძიან ნატრიუმის ედეტატს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს, წყალს და ცეტრიმიდს.

გამოყენება

აი-ფრეშ გელი დამცავი  აპკის წარმოქმნით ატენიანებს და იცავს თვალის ზედაპირს.

აი-ფრეშ გელი ატენიანებს თვალის ზედაპირს და  იცავს რქოვანას ეპითელიუმს, რითაც თვალს უნარჩუნებს ფიზიოლოგიურ ბალანსს.  

იგი უზრუნველყოფს თვალის სიმშრალის,  უცხო სხეულის, წვის, და დაღლილობის შეგრძნების შემსუბუქებას, რომელიც ვთარდება კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენების, ტელევიზორის ყურების, გათბობის და კონდიციონერის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად.

კარბომერის ფიზიკური თვისებები აი-ფრეშ გელს საშუალებას აძლევს  შეიკავშიროს წყალი, თვალის ზედაპირზე  წარმოქმნას საპოხი და დამატენიანებელი ფენა,  რაც მშრალი თვალის მქონე პაციენტებში ახანგრძლივებს ცრემლის აპკის გახლეჩვის საშუალო დროს.

გამოიყენების წესი

  • პროდუქტის გამოყენების წინ დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები;
  • თავი გადახარეთ ოდნავ უკან, ნაზად ჩამოიწიეთ ქვედა ქუთუთო;
  • დაიჭირეთ ტუბი თვალის ზემოთ;
  • ტუბზე ხელის ნაზად მოჭერით  თითოეულ თვალში ჩაიწვეთეთ 1 წვეთი გელი;
  • გამოყენების შემდეგ ტუბს დაახურეთ თავსახური.

გაფრთხილებები

  • არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
  • მკურნალობის დროს თვალის გაღიზიანების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს;  
  • არ გამოიყენოთ კონტეინერის ან ყუთის დაზიანების შემთხვევაში;
  • არ გადაყლაპოთ;
  • შეინახეთ სინათლისაგან დაცულ,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას;
  • პროდუქტი შეინახეთ სითბოს წყაროებისგან მოშორებით, მშრალ ადგილას 9°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე;
  • არ შეახოთ თითები და თვალის ზედაპირი ტუბის წვერს; 
  • პროდუქტი გამოიყენეთ პირველი  გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში;
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული  ვადის გასვლის შემდეგ;
  • რეკომენდებული არ არის პროდუქტის გამოყენება სხვის მიერ;
  • ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია მხედველობის დაბინდვა, რის გამოც აქტიური სამუშაოს შესრულება  რეკომენდებულია  მხედველობის დაწმენდის შემდეგ; 
  • გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზა და ჩაისვით პროდუქტის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ;
  • სხვა ოფთალმოლოგიური პროდუქტის გამოყენების დროს ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 15 წუთი;
  • თუ ხართ ორსულად, პროდუქტის გამოყნების შესახებ კითხეთ ექიმს;
  • პროდუქტის გამოყენება რეკომენდებული არ არის  30 დღეზე მეტ ხანს, სიმპტომების არსებობისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

დისტრიბუტორი

DAVI II – FARMACÊUTICA, S.A.

Estrada Consiglieri Pedroso, 69 B.

Queluz de Baixo

2730-055 Barcarena, Portugal.