ბივიტალ დინო 2გ #70საშეტი

134277
-29%
მარაგშია
140.00 
100.10 
დანაზოგი: 39.90 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატები ჯენერიკიLactobacillus,Bifidobact,Zn,D3 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
140.00 
100.10 
დანაზოგი: 39.90 ₾ (29%)

ბივიტალ დინო 
სასურსათო დანამატი

შემადგენლობა: ბივიტალ დინოს თითოეული საშეტის შემადგენლობაშია 1 მილიარდი ლაქტობაქტერია და ბიფიდობაქტერია (Lactobacillus acidophillus, Lactobacillus Lactis, Streptococcus thermophilus, Enterococcus faecium, Lactobacillus plantarum, Lactobacillus gasseri, Lactibacillus bulgaricus, Lactobacillus helveticus, Lactobacillus fermentum, Lactobacillus reuteri, Lactobacillus casei, Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus salivarius, Lactobacillus paracasei, Bifidobacterium longum, Bifidobacterium breve, Bifidobacterium bifidum, Enterococcus faecalis, Bifidobacterium animalis spp.), ფრუქტოოლიგოსაქარიდები, ვარდკაჭაჭას ექსტრაქტი (Chicory extract powder), თუთია, ვიტამინი D3.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, გამოხდილი რძე, ქსილიტოლი, ქსილოოლიგოსაქარიდები, მარწყვის არომატიზატორი, იოგურტის არომატიზატორი.

პრობიოტიკები   ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას, ლაქტო და ბიფიდობაქტერიების გამრავლებასა და განსახლებას ნაწლავის ლორწოვანზე. არეგულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ადექვატურ მუშაობას. ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზაციას. ნაწლავური ფლორის დისბალანსის შემთხვევაში სრულიად აღადგენს ნაწლავის დარღვეულ მიკროფლორას.

ვიტამინი D3  ხელს უწყობს ნაწლავებიდან კალციუმის სრულყოფილ შეწოვასა და უტილიზაციას, ძვალ-სახსართა სისტემის განვითარებას; ქოლეკალციფეროლი აუცილებელია იმუნიტეტის ჩამოყალიბებისა და გამართული მუშაობისთვის.

თუთია (Zinc oxide) შეუცვლელი მინერალია იმუნური სისტემის ფუნქციონირეისთვის. თუთია ხელს უწყობს ნაწლავის სანათურში ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერებას, IgA_ს სინთეზის სტიმულირების გზით. თუთია ხელს უწყობს უჯრედების გამრავლებას, ნაწლავის დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენას, ასტიმულირებს შეხორცების პროცესს.

კვებითი კომპონენტები   დღიური დოზა: 1 საშეტი (2 გ.)

კომპონენტის დასახელება

რაოდენობა

%

კალორია

ნახშირწყალი ცილა

ცხიმი

ნატრიუმი

10 კკალ.

2 გ.

0 გ.

0 გ.

0 მგ.

 

 

1%

0%

0%

0%

 

ვიტამინი D3

თუთია პრობიოტიკები

 

440 ს.ე

   8.5 მგ.

1.0 x 109 ერთ.

 

100%

100%

პროცენტი აღნიშნავს დღიური დოზის პროცენტულ მაჩვენებელს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი D3_ისა და თუთიის შემცველობა ბივიტალ დინოს თითოეულ საშეტში

  1. ხელს უწყობს ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანტი-პათოგენური თვისებების გაძლიერებას
  2. ხელს უწყობს ნაწლავის ე.წ. სასარგებლო ბაქტერიების, კერძოდ, ლაქტობაქტერიების გამრავლებას, განსახლებას ნაწლავის ლორწოვან გარსზე
  3. უზრუნველყოფს ადგილობრივი და ზოგადი იმუნიტეტის გაძლიერებას, გააქტიურებას, გამრთულ ფუნქციონირებას.

გამოყენების რეკომენდაციები:

- ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსი

- ანტიბიოტიკოთერაპიის დროს და შემდგომ

- დიარეა (ვირუსული, ბაქტერიული)

- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

- საკვებისმიერი ინტოქსიკაცია და მისი თანმხლები მუცლის შებერვა, მოვლითი ხასიათის ტკივილი და დიარეა

დოზირება და მიღების წესი:

მიიღება დაბადებიდან, ასაკის შეუზღუდავად. შესაძლებელია საშეტის შიგთავსის წყალში, წვენში ან საკვებში გახსნა.

მიიღება ½ ან 1 მთლიანი საშეტი, 1-2_ჯერ დღეში.

0 – 6 თვე: ½ საშეტი 1_ჯერ დღეში

6 თვე - 3 წელი: 1 საშეტი 1_ჯერ დღეში

3 – 12 წელი: 1 საშეტი 1-2_ჯერ დღეში

12 წელი და ზევით: 1 საშეტი 2_ჯერ დღეში.

ბივიტალ დინოს მიღების კურსს განსაზღვრავს ექიმი ან, მიღების კურსი განისაზღვრება პათოლოგიური მდგომარეობის სიმწვავისა და ხანგრძლივობის მიხედვით.

ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას.

ბივიტალ დინო წარმოადგენს სასურსათო დანამატს, შესაბამისად, იგი ვერ იქნება ჯანსაღი საკვების შემცვლელი.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, ბნელ, გრილ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (1 - 30 ℃).

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პროდუქტი სწრაფად და ადვილად იწოვს ტენს, მიიღეთ იგი საშეტის (პაკეტის) გახსნისთანავე.

განსაკუთრებული მითითებები:

  1. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნებათ რაიმე ქრონიკული დაავადება, თუ ღებულობთ რაიმე მედიკამენტს ან იტარებთ რაიმე სახის მკურნალობას;
  2. შეამოწმეთ პროდუქტის ვადა და ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ;
  3. შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება იმ შემთხვევაში, თუ შენიშნეთ რაიმე სიმპტომი, რაც მანამდე არ გქონდათ.
  4. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნებათ ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის მომატებული კონცენტრაცია).

გამოშვების ფორმა: 2 გ. საშეტი N10 X 7. კოლოფში მოთავსებულია N70 საშეტი.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. ნუ მიიღებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ.

მწარმოებელი: CHO-A PHARM. CO., LTD, სამხრეთ კორეა.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს.  N-PHARMA.

მსგავსი პროდუქტები