ინფაბენი 30მლ წვეთები

126225
-29%
მარაგშია
40.00 
28.60 
დანაზოგი: 11.40 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისმს-ის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატები ჯენერიკიSod.Bicarbonat,Anethum,foeniculum,Passif გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
40.00 
28.60 
დანაზოგი: 11.40 ₾ (29%)

ინფაბენი -  Infaben    

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  კომბ . პროდუქტი

ანტაციდური, სპაზმოლიზური და ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი მოქმედების მქონე პრეპარატი. გამოიყენება დაბადების პირველივე დღიდან

ქვეყანა:  თურქეთი

მწარმოებელი: ჰონორ ფარმა

ჯენერიკი - ნატრიუმის ბიკარბონატი , კამის ზეთი, ცერეცოს ზეთი, პასიფლორა, გვირილა.

 5 მლ შეიცავს

 შემადგენლობა

5 ml

გამოშვების ფორმა

SODIUM BICARBONATE –

ნატრიუმის ბიკარბონატი

10mg

30 მლ   წვეთები , შუშის ბოთლში

DILL OIL - კამის ზეთი

0.5mg

FENNEL OIL - ცერეცოს ზეთი

0.25mg

PASSIFLORA -პასიფლორა

1mg

CHAMOMILE - გვირილა

0.5mg

 

მოქმედება : გააჩნია   ანტაციდური, სპაზმოლიზური მოქმედება ,  ახდენს მუცლის შებერილობის და მეტეორიზმის პრევენციას.

ნატრიუმის ბიკარბონატი ახდენს  გამოყოფილი ქლორწყალბადმჟავას ნეიტრალიზაციას, ამცირებს მჟავიანობას.

კამის ზეთი, ცერეცოს ზეთი  - ეფექტურად და სწრაფად ხსნის  ნაწლავთა კოლიკას, აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს, ხელს უშლის აირების წარმოქმნას, აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის ( Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas და E.Coli ) ზრდას და გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც ის ასევე  ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

პასიფლორა - აქვს ამოქაფების და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური,  ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ხსნის დისკომფორტს მუცელში კუნთთა დაჭიმულობის შემცირების გზით.

გვირილა - გააჩნია  დამამშვიდებელი, აირშემბოჭავი და ანტისპაზმური მოქმედება.

დოზირება:

0-6 თვე   - 0.5 მლ X 4 ჯერ დღეში , ჭამამდე 15 წუთით ადრე

  6-12 თვე - 0.75 მლ X4 ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე

1 წლიდან -  1 მლ X 4 ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე  ან  ექიმის მითითებით

ჩვენება : ახალშობილთა კოლიკები, სპაზმური ტკივილები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში

 კუჭ-ნაწლავის სპაზმი; ბოყინი, სლოკინი.

წინააღმდეგჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:
ინფაბენი წვეთები  - 30 მლ. ბოთლში.

შენახვისა და ტრანსპორტირების წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25 °C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ჰონორ ფარმა, თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „ლა ფარმა „

მსგავსი პროდუქტები