თურმანიძე პლუსი40გ ბალზ.ბუასილ

128097
მარაგშია
10.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური, ანთების საწინააღმდეგო, კერატოლიტიური და სხვა პრეპ. ჯენერიკიTurmanidze * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
10.50 

„თურმანიძე + ბალზამი ბუასილისთვის“

პარასამკურნალო საშუალება

ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის. 

შემადგენლობა: ფიჭვის ფისი, თაფლის სანთელი (თეთრი ან ყვითელი), მზესუმზირის ზეთი, ვარდის არომატიზატორი, წყალი.

ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში,როგორც დამხმარე საშუალება, შიგნითა და გარეთა ბუასილის, ანალური ნაპრალის, ანალური ქავილის, წვის კონსერვატიული მკურნალობისას. ხელს უწყობს ჰემოროიდალური კვანძების გაწოვას, აგრეთვე ანალურ მიდამოზე ოპერაციების   შემდგომ პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება: ჰიგიენური აბაზანის შემდეგ საჭიროა პერიანალურ და ანალურ მიდამოში ბალზამის თხელ ფენად შეზელვა, დღეში ორჯერ. 

უკუჩვენება: არ გამოვლენილა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.

არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.

განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილება:მიზანშეწონილია პრეპარატის გამოყენება ჰიგიენური აბაზანის შემდეგ. 

ზემოქმედებაავტომობილისადაპოტენციურადსაშიშიმექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.

 დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მისაღები ზომები: დოზის გადაჭარბებაარ გამოვლენილა.

ორსულობა და ლაქტაცია: მონაცემები არ არსებობს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 30 ან 40გ ბალზამი მოთავსებულია პოლიმერული მასალის კონტეინერში.   

ვიზუალურად დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურის პირობებში.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი შპს „თურმანიძე პლიუსი“

www.turmanidzeplus.ge