ართრონი 100მლ კრემი

129462
მარაგშია
44.40 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჯენერიკიMSM,Glucosamin,Chondroitin,Camphora,Hyal გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
44.40 

                                       ართრონი კრემი

                                      გამოყენების ინსტრუქცია

შემადგენლობა:

  • 100 მლ კრემი შეიცავს:
  • მეთილსულფონილმეთანი (Methylsulfonylmethane) - 5000 მგ
  • გლუკოზამინის სულფატი (Glucosamine sulfate) - 3000 მგ
  • ქაფური (Camphora) – 100 მგ
  • ქონდროიტინის სულფატი (Chondroitin sulfate ) - 500 მგ
  • პაპაინი (Papain) - 500 მგ
  • ჰიალურონის მჟავა (Hyaluronic acid) - 200 მგ
  • მენთოლი (menthol) - 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
დისტილირებული (გასუფთავებული) წყალი, დამარბილებელი საშუალებები, ემულგატორები, დამატენიანებელი, კონსერვანტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები: მეთილსულფონილმეთანის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ორგანიზმის უზრუნველყოფა გოგირდით, რომლის გარეშეც შეუძლებელია რიგი ცილების, განსაკუთრებით  სახსრისა და ხრტილის შემაერთებელ ქსოვილიში შემავალი, პროტეინების სინთეზი. ამასთან ერთად მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უწყობს სახსართა დაავადებებისა (როგორიცაა ოსტეოპოროზი) და მძიმე ფიზიკური დატვირთვისას განვითარებული კუნთების ტკივილის ინტენსივობის შემცირებას.   გლუკოზამინის სულფატი-წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის ძირითად  სტრუქტურულ მასალას. ძირითადად გვხვდება სახსრის ხრტილში, მყესებსა და იოგებში, სისხლძარღვის კედელში, ბრონქებში, კანსა და ლორწოვან გარსში.  გლუკოზამინი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. კანის ზედაპირზე დატანისას კარგად შეიწოვება და გროვდება ხრტილსა და ქსოვილებში, რომლებშიც სინთეზირდება შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტები.

ქონდროიტინის სულფატი– მუკოპოლისაქარიდული წარმოშობის ნივთიერება; ძირითადად ლოკალიზებულია ძვლისა და ხრტილის ქსოვილში; ხტრილის ქსოვილში ნორმაში მოყავს კალციუმ-ფოსფორის ცვლა.  სახსრის ხტრილის სტრუქტურისა და ფუნქციის დარღვევაზე მოქმედი ფერმენტების დაბლოკვით აფერხებს ხრტილის ქსოვილის დეგენერაციულ პროცესებს; აჩქარებს სახსრის ზედაპირისა და სასახსრე ჩანთის  რეგენერაციას გლუკოზამინოგლუკანის სინთეზის სტიმულირების გზით;    ზრდის დაზიანებული სახსრების მოძრაობის თავისუფლებას სასახსრე სითხის სინთეზის დაჩქარებით. პაპაინი -  მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტი. გასუფთავებული პაპაინი დადებითად მოქმედებს ხრტილოვან ქსოვილზე; ასტიმულირებს მალთაშუა დისკების რეგენერაციას, ამცირებს თიაქრის ზომას,  შლის მკვდარ ქსოვილებს (მათ შორის თიაქრის ქსოვილებს). ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს პოლისაქარიდს, მიეკუთვნება გლუკოზამინოგლიკანების ჯგუფს და წარმოდგენილია ადამიანის ორგანიზმის არაერთ ქსოვილში, როგორებიცაა ხრტილი და სინოვიალური სითხე.  ის რეგულარულად სეკრეტირდება სახსრის ნაპრალში და უზრუნველყოფს სინოვიალური სითხის ამორტიზატორული და საპოხი ფუნქციისთვის აუცილებელ სიბლანტესა და სიმკვრივეს.  ქაფური, მენთოლი-ადგილობრივად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ადუნებს კუნთებს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილისას ხასითდება მაღალი კლინიკური ეფექტურობით.

ჩვენება:

კრემის გამოყენება რეკომენდებულია სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილისას, სახსრისა და ხრტილის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებებისას, კისრისა და მუხლის ართრიტისას განვითარებული დისკომფორტისა და ტკივილისას, რევმატოიდული ართრიტისას, ტრავმების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

დოზირება და გამოყენების თავისებურება:

წრიული მოძრაობით დაიტანეთ დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25°С ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: ტუბი 100 მლ.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

მწარმოებელი: Fortex Nutraceuticals ltd., „პროხლადენ კატი“ 10, ინდუსტ. ზონა 1362, სოფია, ბულგარეთი.