ციკლოგესტი 400მგ #15სუპ

134531
მარაგშია
40.46 
+
ჯენერიკიProgesteronum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
40.46 

ციკლოგესტი®

200მგ, 400მგ სუპოზიტორია

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: მიკრონიზებული პროგესტერონი.

თითო სუპოზიტორია შეიცავს 200 მგ ან 400 მგ მოქმედ ნივთიერებას. 

დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი.

გამოყენება

ციკლოგესტი შეიცავს მიკრონიზებულ პროგესტერონს, რომელიც წარმოადგენს ქალის ბუნებრივ სასქესო ჰორმონს.

ციკლოგესტი ორგანიზმში არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს. იგი გამოიყენება:

  • წინამენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს წინამენსტრუალურ დაძაბულობას და დეპრესიას;
  • მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ;
  • ქალებში, რომლებსაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) პროგრამით ჩატარებული თერაპიის პერიოდში ესაჭიროებათ დამატებითი პროგესტერონი;
  • მუცლის მოშლის რისკის ქვეშ მყოფ ქალებში;
  • მუცლის მოშლის რეციდივების მქონე ქალებში;
  • ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ მყოფ ქალებში.

უკუჩვენება

ციკლოგესტი არ გამოიყენება შემდეგი შემთხვევებში:

•    ალერგია პროგესტერონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია შემადგენლობაში);

•    საშოდან უჩვეულო სისხლდენა, რომელიც არ არის შემოწმებული ექიმის მიერ;

•    სავარაუდო სიმსივნე, რომელიც შეიძლება მგრძნობიარე იყოს ჰორმონის მიმართ;

•    პორფირიული დარღვევები (გარკვეული ფერმენტების გენეტიკური ან შეძენილი დარღვევები);

•    ქვედა კიდურებში, ფილტვებში, თვალებში ან სხვა ორგანოებში თრომბების წარმოქმნა (მათ შორის წარსულშიც);

•    ღვიძლის მძიმე დარღვევები (მათ შორის წარსულშიც);

•    მუცლის მოშლის შემთხვევაში, თუ ექიმი ფიქრობს, რომ გარკვეული ქსოვილები დარჩა საშვილოსნოში, ან საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევაში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ციკლოგესტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. 

დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მკურნალობის პერიოდში ან ბოლო დოზის მიღებიდან რამდენიმე დღეში აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ მითითებული სიმპტომი:

– ტკივილი კოჭებში ან გულ-მკერდის არეში, მოულოდნელად განვითარებული ქოშინი ან სისხლიანი ნახველი, რაც მიუთითებს ქვედა კიდურებში, გულში ან ფილტვებში თრომბის შესაძლო არსებობაზე;

– ძლიერი თავის ტკივილი ან ღებინება, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე ან მხედველობისა თუ მეტყველების ცვლილებები, სისუსტე ან ხელების და ფეხების დაბუჟება, რაც მიუთითებს თრომბის შესაძლო არსებობაზე ტვინში ან თვალში;

– დეპრესიის დამძიმება.

ციკლოგესტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ:

– ღვიძლის პრობლემები, მათ შორის სიყვითლე (კანის და თვალის გუგების გაყვითლება);

– ეპილეფსია;

– შაკიკი;

– ასთმა;

– გულის ან თირკმელების დისფუნქცია;

–  დიაბეტი.

ბავშვები

ბავშვებში ციკლოგესტის შესაბამისი გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. 

სხვა სამკურნალო საშუალებები და ციკლოგესტი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარბამაზეპინის (მაგალითად, კრუნჩხვის პროფილაქტიკისთვის, გარკვეული ტიპის ტკივილის ან გუნება-განწყობის დარღვევების სამკურნალოდ), რიფამპიცინის (ინფექციების სამკურნალოდ) ან ფენიტოინის (მაგალითად, კრუნჩხვის პროფილაქტიკისთვის ან გარკვეული ტიპის ტკივილის სამკურნალოდ) გამოყენების შემთხვევები, რადგან ამ საშუალებებმა შეიძლება  პროგესტერონის ეფექტის შემცირება გამოიწვიოს.

იმის გამო, რომ ციკლოგესტი შეიყვანება საშოში, რეკომენდებული არ არის სხვა ვაგინალური პრეპარატების გამოყენება ამავე პერიოდში, რადგან ცნობილი არ არის, გავლენას ახდენს თუ არა ეს  მკურნალობაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ციკლოგესტის გამოყენება შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქალებში, რომლებსაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) პროგრამით ჩატარებული თერაპიის პერიოდში ესაჭიროებათ დამატებითი პროგესტერონი.

ორსულობის პერიოდში ეგზოგენური პროგესტერონის ზემოქმედებით თანდაყოლილი (დაბადებისას არსებული მდგომარეობები) ანომალიების, მათ შორის მამრობითი და მდედრობითი სქესის ჩვილებში გენიტალური ანომალიების გამოვლენის რისკი სრულად შესწავლილი არ არის.

სხვა შემთხვევაში გამოყენებისას, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების წესი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ქალებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART)პროგრამით

რეკომენდებული დოზა შეადგენს 400მგ-ს 2-ჯერ დღეში ვაგინალური შეყვანის გზით.  ციკლოგესტი 400მგ-ის გამოყენება დაიწყეთ  კვერცხუჯრედის ამოღების დღეს. ორსულობის დადასტურების შემთხვევაში ციკლოგესტის შეყვანა უნდა გაგრძელდეს 38 დღის განმავლობაში.

მუცლის მოშლის რისკის ქვეშ მყოფი ქალები

400მგ 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში, შემდეგ 200მგ 2-ჯერ დღეში ორსულობის 10 კვირამდე, ვაგინალური ან რექტალური შეყვანის გზით.

მუცლის მოშლის რეციდივების მქონე ქალებში

400მგ ორჯერ დღეში ორსულობის 10 კვირამდე, ვაგინალური ან რექტალური შეყვანის გზით.

ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ მყოფ ქალებში

200-400მგ ერთხელ დღეში ორსულობის მე-16-24 კვირაში და გრძელდება სულ მცირე 34 კვირამდე, ვაგინალური შეყვანის გზით.

წინამენსტრუალური სინდრომის და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზა შეადგენს 200მგ-ს ერთხელ დღეში ან 400მგ-ს  2-ჯერ დღეში ვაგინალური ან რექტალური შეყვანის გზით.

სუპოზიტორიის შეყვანა შეიძლება საშოში ან სწორ ნაწლავში (უკანა ტანში) შემდეგი განსაკუთრებული მდგომარეობების მიხედვით.

ციკლოგესტის შეყვანა შეიძლება:  

საშოში, თუ გაქვთ:

 კოლიტი (ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს ლორწოს ან სისხლის თანხლებით დიარეის ხშირ ეპიზოდებს);

ნაწლავის ფუნქციური დარღვევები (განავლის შეუკავებლობა).

სწორ ნაწლავში (უკანა ტანში), თუ გაქვთ:

 ვაგინალური ინფექცია (საშოდან გამონადენი);

ან ხშირად გაქვთ ცისტიტის ეპიზოდები (წვა და ტკივილი შარდვის დროს);

 მშობიარობის დასრულებისთანავე;

ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის სახით ისეთი საშუალებების გამოყენებისას, როგორიცაა დიაფრაგმა, ხუფი ან პრეზერვატივი. მსგავსი საშუალებების მოქმედება შესაძლოა შეიცვალოს სუპოზიტორიიდან გამოყოფილი მყარი ცხიმის გავლენით. 

წინამენსტრუალური დაძაბულობის სამკურნალოდ ციკლოგესტის გამოყენება დაიწყეთ მენსტრუალური ციკლის მე-12 ან მე-14 დღეს. საჭიროა ამ დღეების დაგეგმვა ან კალენდარში აღნიშვნა; დღე 1 არის მენსტრუაციის პირველი დღე, მე-12-14 დღის დათვლა ხდება ექიმის მითითებების შესაბამისად.   

არ გადაყლაპოთ ციკლოგესტი.

ციკლოგესტის შეყვანის მეთოდი

სუპოზიტორიის შეყვანამდე და შეყვანის დასრულების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები.

შეიყვანეთ:

  • საშოში - მოათავსეთ სუპოზიტორია საშოს ბაგეებს შორის და დააჭირეთ ზემოთ და ქვემოთ მიმართული მოძრაობებით. ამ მოქმედების შესრულება შეიძლება უფრო ადვილი იყოს მწოლიარე ან ჩაცუცქულ მდგომარეობაში.
  • სწორ ნაწლავში (უკანა ტანში) - ფრთხილად შეიყვანეთ სუპოზიტორია სწორ ნაწლავში დაახლოებით ერთ დუიმზე. საკმაოდ ღრმად შეყვანის შემდეგ სუპოზიტორია დამაგრდება კუნთების საშუალებით. რამდენიმე წამის განმავლობაში ხელით დაიჭირეთ დუნდულები.

ჭარბი დოზა

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ რომელიმე სუპოზიტორია, ან საჭიროზე მეტი რაოდენობის გამოყენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ სუპოზიტორიის შეყვანა, შეიყვანეთ, როგორც კი გაგახსენდებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ უკვე ახლოვდება მორიგი დოზის შეყვანის დრო. არასდროს გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. არ გამოგრჩეთ მომდევნო დოზების ჩვეულებრივ დროს მიღება.   

მკურნალობის შეწყვეტა

თუ გეგმავთ ციკლოგესტის გამოყენების შეწყვეტას ან შეწყვიტეთ მისი გამოყენება, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პროგესტერონის გამოყენების მოულოდნელად შეწყვეტა შეიძლება იწვევდეს გაძლიერებულ შფოთვას, გუნება-განწყობის ცვალებადობას და მომატებულ მგრძნობელობას კრუნჩხვების მიმართ.

პრეპარატის გამოყენების შესახებ ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ყველა პაციენტში არ ვლინდება.

ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ციკლოგესტის გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება ითვალისწინებდეს კანზე გამონაყარს, შესაძლო ქავილით.

ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)

ძილიანობა, დისკომფორტი ან ტკივილი კუჭის არეში, ტკივილი გულ-მკერდის არეში.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

დიარეა, ტკივილი სწორ ნაწლავში (უკანა ტანში), მეტეორიზმი (აირები), მენსტრუალური ციკლის ცვლილება (შეიძლება მენსტრუაცის ჩვეულებრივზე ადრე დაწყება ან დაგვიანება), გამონადენი სუპოზიტორიის გაწოვის შემდეგ (ეს ჩვეულებრივი მოვლენაა საშოში ან სწორ ნაწლავში შესაყვანი პრეპარატების გამოყენებისას).

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) პროგრამით, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ქვემოთ:

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)

  • მუცლის შებერილობა (შესიება მუცლის არეში), ტკივილი მუცლის არეში, შეკრულობა;
  • ძილიანობა;
  • დაღლილობა;
  • წამოხურება;
  • მკერდის ტკივილი.

არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გუნება-განწყობის ცვალებადობა;
  • გემოს შეცვლა, ღებინება, მეტეორიზმი (აირები), დიარეა, შებერილობა (კუჭის გაგანიერება), სწორი ნაწლავის სიმსივნე;
  • ღამით ოფლიანობა, კანზე გამონაყარი ან ქავილი;
  • სახსრების ტკივილი;
  • ტკივილი მენჯის არეში, საკვერცხეების გადიდება, ვაგინალური სისხლდენა;
  • ხშირი შარდვა, უნებლიე შარდვა;
  • წონის მატება;
  • სისხლდენა;
  • ქავილი შეყვანის არეში, სიცივის შეგრძნება ან სხეულის ტემპერატურის შეცვლა ან ზოგადი დისკომფორტი.

გვერდითი მოქმედების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

მათ შორის რომელიმე შესაძლო ისეთი გვერდითი  მოქმედების შესახებ, რომელიც ზემოთ არ არის მითითებული. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.   

შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება მედიკამენტების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო მედიკამენტის უტილიზაციის საკითხზე კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ციკლოგესტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი  

ციკლოგესტი მოთეთრო ფერის, ტორპედოს ფორმის სუპოზიტორიებია.

შეფუთვის ზომა - 15.

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -  II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

L.D. Collins & Co. Ltd.

1st Floor, Gallery Court, 28 Arcadia Avenue, London, N3 2FG, UK.

ციკლოგესტი  L.D. Collins & Co. Ltd.-ს სავაჭრო ნიშანია, რომელიც რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთსა და სხვა იურისდიქციებში. 

მწარმოებელი

Accord-UK Ltd., Barnstaple, EX32 8NS, UK.

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
გლდანი
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
შიდა ქართლი
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
იმერეთი
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
ქვემო ქართლი
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
გურია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები