ცეფიქსი S 400მგ#10ტ

94745
მარაგშია
17.19 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიIII გენერაციის ცეფალოსპორინები ჯენერიკიCefiximum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
17.19 

ცეფიქსიS / Cefix S

ცეფიქსიმი ტაბლეტები USP 400 mg 

საერთაშორისოდასახელება (აქტიურინივთიერება): ცეფიქსიმი (cefixime).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები, ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.

გამოყენება

ცეფიქსიმის ტაბლეტი მიეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ. ცეფიქსიმის ტაბლეტი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

• შუა ყურის ინფექცია

• სინუსის ინფექცია

• ყელის ინფექცია

• ინფექცია, რომელიც იწვევს ბრონქიტის ხანგრძლივ გაუარესებას

• ფილტვების სერიოზული ინფექციები (პნევმონია), რომლებიც შეძენილია საავადმყოფოს გარეთ

• საშარდე გზების ინფექციები.

უკუჩვენებები

ცეფიქსიმის ტაბლეტი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

• ცეფიქსიმის მიმართ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა);

ალერგიული რეაქცია შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გაძნელებას და სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას.

• სხვა ნებისმიერ ცეფალოსპორინზე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) რეაქცია.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეფიქსიმის  ტაბლეტს  მიღებამდე და აცნობეთ ექიმს, თუ:

• ხართ ალერგიული პენიცილინის ანტიბიოტიკების მიმართ ან ნებისმიერი სხვა ბეტა-ლაქტამაზას ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ყველა ადამიანი, ვინც ალერგიულია პენიცილინების მიმართ შესაძლოა, არ იყოს ალერგიული ცეფალოსპორინების მიმართ. ამასთან, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ  ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია რომელიმე პენიცილინზე;

• ოდესმე თირკმლის ფუნქციის პრობლემებისას.

ასევე, თუ იტარებთ გარკვეული სახის მკურნალობას (მაგალითად, დიალიზი) თირკმლის უკმარისობისთვის. ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღებისას ამ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზა.

სხვა მედიკამენტების მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან  ახლახანს მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტო მედიკამენტები. კერძოდ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ: ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელი), როგორიცაა ვარფარინი.

ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ცეფიქსიმის ტაბლეტი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ  ჭიქა წყალთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

მანქანების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ცეფიქსიმი ჩვეულებრივ არ მოქმედებს მანქანების მართვის ან მექანიზმების  გამოყენების უნარზე. თუმცა, თუ სიმსუბუქეს ან თავბრუსხვევას გრძნობთ, ნუ მართავთ ავტომობილს და ნუ იმუშავებთ მექანიზმებთან.

ცეფიქსიმის ტაბლეტისმიღებისწესი

დოზირება

ექიმი გადაწყვეტს ცეფიქსიმის ტაბლეტის სწორ დოზას და მიღების ხანგრძლივობას. ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღების რაოდენობა, დამოკიდებულია პაციენტის  მდგომარეობაზე.

ზუსტად მიჰყევით ექიმის მითითებებს და არასდროს შეცვალოთ  დოზა თვითნებურად. თუ არ ხართ დარწმუნებული, როდის და რამდენი უნდა მიიღოთ მედიკამენტი, მიმართეთ ექიმს ან   ფარმაცევტს.

ჩვეულებრივიდოზამოზრდილებში:

ჩვეულებრივი დოზა ზრდასრულებისთვის შეადგენს ერთ ან ორ ცეფიქსიმის ტაბლეტს დღიურად. თუ დღეში ინიშნება ორი ცეფიქსიმის ტაბლეტი, შესაძლებელია მათი მიღება როგორც ერთჯერად დოზად, ასევე გაყოფილი, ორ  დოზად. თუ ექიმმა დაგინიშნათ ერთი დოზა დღეში, უნდა მიიღოთ ყოველ 24 საათში. თუ ექიმმა დაგინიშნათ ორი დოზა დღეში, თითოეული დოზა უნდა მიიღოთ ყოველ 12 საათში (შეიძლება თქვენთვის მოსახერხებელია დოზის მიღება დილით და საღამოს). წამალი ყოველთვის  უნდა მიიღოთ ერთსა და იმავე დროს.

ხანდაზმულები: ხანდაზმულთათვის დოზები იგივეა, რაც მოზრდილებში, თუ თირკმლის  ფუნქცია ნორმალურია.

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

თირკმლის პრობლემების მქონე მოზრდილ პაციენტებში, ცეფიქსიმის ტაბლეტის  დოზა შესაძლოა საჭიროებდეს შემცირებას.  ექიმი გამოთვლის  დოზას პაციენტისთვის, სისხლის ან შარდის ანალიზების შედეგების მიხედვით, შეაფასებს რამდენად კარგად ფუნქციონირებს თირკმელები და ასევე პაციენტის ინფექციის სიმძიმის შესაბამისად.

არასაკმარისია მონაცემებია ცეფიქსიმის ტაბლეტის გამოყენებასთან დაკავშირებით თირკმლის პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. შესაბამისად ცეფიქსიმის  ტაბლეტის გამოყენება არ არის რეკომენდებული მოცემულ პაციენტებში.

12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები

12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში შეიძლება დაინიშნოს იგივე დოზა, როგორც მოზრდილებში.

6 თვის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები

6 თვეზე მეტი ასაკის და 11 წლამდე ასაკის ბავშვებს  უნდა მიეცეთ ცეფიქსიმი პერორარული სუსპენზიის სახით (სითხე შიგნით მისაღებად).

6 თვემდე ასაკის ბავშვები:

ცეფიქსიმის ტაბლეტი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის.

ჭარბი დოზირება

თუ შემთხვევით მიიღეთ მეტი ტაბლეტი, ვიდრე საჭიროა, ან ბავშვი გადაყლაპავს ცეფიქსიმის ტაბლეტს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას ან თქვენს ექიმს.

დოზის გამოტოვება

თუ ტაბლეტის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ.

ამასთან, თუ შემდეგი დოზის მიღება გიწევთ 6 საათზე ნაკლებ დროში, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გადადით თქვენს რეგულარულ გრაფიკზე. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას.

მკურნალობის შეწყვეტა

მკურნალობა არ შეწყვიტოთ ადრე, რადგან მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ მკურნალობის სრული კურსი, რათა შეამციროთ ინფექციის რეციდივის შესაძლებლობა.

თუ  გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ცეფიქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შემდეგი გვერდითი მოვლენები მნიშვნელოვანია და თუ გამოგივლინდათ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. უნდა შეწყვიტოთ ცეფიქსიმის მიღება და დაუყოვნებლივ გაესაუბროთ ექიმს, თუ აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:

• სახის, ენის და სასუნთქი გზების შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.

ძალზე იშვიათი გვერდითი მოვლენები (10000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:

• მოულოდნელი ალერგიული რეაქცია ქოშინით, გამონაყარით, შეშუპებით და არტერიული წნევის ვარდნით.

• ძლიერი, მასიური, კანის გამონაყარი.

ასევე აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:

• დიარეა

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:

• თავის ტკივილი

• გულისრევა

• ღებინება

• მუცლის ტკივილი

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:

• მიკრობებით გამოწვეული ინფექციები, რომელზეც ცეფიქსიმი არ მოქმედებს.

მაგალითად, აფტოზური სტომატიტი

• მადის დაკარგვა

• პირის ღრუს ან / და სხვა შინაგანი ორგანოების ანთება

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა რთულდება, ან თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აქ არ არის ჩამოთვლილი, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ცეფიქსიმის ტაბლეტის შენახვის პირობები

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ  არაუმეტეს 30°C  ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენისგან დაცულ ადგილას. ცეფიქსიმის ტაბლეტი შეინახეთ  ორიგინალურ შეფუთვაში. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე ( ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე).

არ უნდა მოხდეს მედიკამენტების  უტილიზაცია საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ მოახდინოთ იმ მედიკამენტის უტილიზაცია, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ცეფიქსიმი USP ტრიჰიდრატის სახით, რომელიც ექვივალენტურია  400მგ უწყლო ცეფიქსიმის.

შეფუთვა

1x10 ტაბლეტების მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

შპს ინნოვა კაპტაბ  (INNOVA CAPTAB). 1281/1, ჰილტოპ ინდუტრიალ ესთეით, ეპიპ ფაზა-1-ის მახლობლად, ჯარმაჯრი, ბადდი (H.P.) ინდოეთი.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები