ელეფტერია აქცეპტი #30კაფს

134314
მარაგშია
17.92 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგინეკოლოგიური სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიPassiflora,Zingiber,Fucus vesiculus გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
17.92 

ელეფტერია აქცეპტი

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

ელეფტერია აქცეპტი შემუშავებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი,  ფიზიოლოგიური, ფსიქო-ემოციური, ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის იმ ქალებისთვის, რომლებიც იყენებენ ჰორმონალურ კონტრაცეფციას.

შემადგენლობა

ერთი კაფსულის შემცველობა: პასიფლორას ყვავილების ექსტრაქტი (Passiflora incarnata L.) DER 4:1 ; სამკურნალო კოჭას ფესვების ექსტრაქტი (Zingiber officinale Rosco) DER 8:1; ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტი (Fucus vesiculosus L.) DER 5:1; მიკრონიზებული დიოსმინი ჰესპერედინის გრანულებით.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ცხიმოვანი მჟავები, მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

გმო-ს გარეშე, არ შეიცავს გლუტენსა და ლაქტოზას.

შეიძლება გამოიყენონ ვეგეტარიანელებმა და ვეგანებმა.

რეკომენდებული აქტიური ინგრედიენტები

დღიური დო

1 კაფსულა

2 კაფსულა

პასიფლორას ყვავილების ექსტრაქტი,(Passiflora incarnata L.

100 მგ

200მგ

სამკურნალო კოჭას ფესვების ექსტრაქტი (Zingiber officinale Rosco)

50 მგ

100 მგ

ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტი (Fucus vesiculosus L.)

50 მგ

100 მგ

მიკრონიზებული დიოსმინი ჰესპერედინის გრანულებით

   დიოსმინი

   ჰესპერედინი

80 მგ

67.2 მგ

7.2 მგ

160 მგ

134.4მგ

14.4 მგ

პასიფლორას ყვავილების ექსტრაქტი (Passiflora incarnata L) - შეიცავს ასკორბინის მჟავას, პექტინს, ამინომჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, კალიუმს და წარმოადგენს ბეტა-კაროტინის წყაროს. ექსტრაქტი აუმჯობესებს ძილს, გააჩნია ანქსიოლიზური, კრუნჩხვის, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტი. გარდა ამისა Passiflora incarnata L გავლენას ახდენს მენოპაუზის სიმპტომებზე, როგორიცაა ვაზომოტორული დისფუნქცია, უძილობა, დეპრესია, კრუნჩხვები, ნერვული ტიკები, ვეგეტატიური დარღვევები, მომატებული რეფლექსური აგზნებადობა; ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას და  გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე.

სამკურნალო კოჭას ფესვების ექსტრაქტს (Zingiber officinale Rosco) - გააჩნია სპაზმოლიზური და მატონიზებელი ეფექტი. ძირითადი ქიმიური კომპონენტებია: ეთერზეთები (ზინგიბერენი, ზინგიბეროლი, ლიმონენი, ცინეოლი, ბორნეოლი, ლინალოოლი) და ოლეორეზინი, მათ შორის ჯინჯეროლი და შოგოლი. ჯინჯეროლი ხელს უწყობს საკვების გადაადგილებას  კუჭიდან  ნაწლავების მიმართულებით. ექსტრაქტს აქვს ანტიოქსიდანტური და დამამშვიდებელი მოქმედება, აუმჯობესებს იმუნიტეტს, არეგულირებს ნაწლავების პერისტალტიკას, დადებითად მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ამცირებს გულისრევის, სისუსტისა და თავბრუსხვევის შეგრძნებებს.

ზღვის წყალმცენარის (Fucus vesiculosus L.) ექსტრაქტი შეიცავს მიკრო- და მაკროელემენტების ვრცელ კომპლექსს (მათ შორის იოდს, რკინას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, სელენს, თუთიას და ა.შ.), ამინომჟავებს, ვიტამინებს (A, C, D3, E, K, F, B ჯგუფს და ბიოტინს), ორგანულ მჟავებს (ალგინის, ფოლიუმის და პანთოტენის და სხვ.), ბოჭკოვანებს, პოლისაქარიდებს და პოლიფენოლებს. ექსტრაქტი ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების ნორმალურ სინთეზს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის  ფუნქციონირებას და ასევე ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს შეუცვლელი  ამინომჟავებით, ვიტამინებითა და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. ფუკუს ალგინატები არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და წყალ-მარილოვან ცვლას, ახდენს საჭმლის მონელების ნორმალიზებას, ასუფთავებს ნაწლავებს, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას, სისხლძარღვების კედლებს ხდის უფრო ელასტიურს და გამძლეს, გააჩნია ძლიერი დეტოქსიკაციური უნარი და შეუცვლელია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად;  დამამშვიდებელი ეფექტს ახდენს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს კარგ ძილს. ფუკუს იოდი ახდენს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, ააქტიურებს ცხიმების დაშლას და ზრდის ლიპოლიზს.

მიკრონიზებული დიოსმინი ჰესპერიდინის გრანულებით - ბუნებრივი ფლავონოიდური გლიკოზიდია, დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვთა ტონუსზე და ამცირებს ვენურ შეგუბებას, ამცირებს კაპილარების გამტარიანობას და სიმყიფეს, ზრდის მათ წინააღმდეგობას. ნივთიერება აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ლიმფურ დრენაჟს. სისტემატური გამოყენებისას ამცირებს ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომებს.

გამოყენებების რეკომენდაციები

გამოიყენება როგორც დამატებითი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყარო ქალებში ფიზიოლოგიური, ფსიქო-ემოციური და ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ქალებში, რომლებიც იყენებენ ჰორმონალურ კონტრაცეფციას და აღენიშნებათ მკერდის შეშუპება, ზოგადი შეშუპება, თავბრუსხვევა, ზოგადი გაღიზიანება, გუნება-განწყობის ცვლილება და გულისრევა.

გაფრთხილება

პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალებას.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი  არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელად და ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა

გამოიყენება მოზრდილებში, 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, კვებისგან დამოუკიდებლად. საჭიროების შემთხვევაში, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 კაფსულამდე დღეში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

სიფრთხილის ზომები

არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გამოყენებამდ ეაუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა

30 კაფსულა, 10 კაფსულა ბლისტერზე, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვისპირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ტენისა და სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 24 თვე

მწარმოებელი

Global Pharma SM S.A., პოლონეთი

დამზადებულია: Alpen Pharma AG, ბერნი, შვეიცარია. 

 

მსგავსი პროდუქტები