ექსოგენი 15მლ ცხვ/სპრეი

135286
მარაგშია
51.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი გამოყენების პრეპარატები ჯენერიკიEchinacea,Sambucus nigra,Melissa გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
51.00 

ექსოგენი

ExoGen

ცხვირისსპრეი 15 მლ 

ნანოლიპოსომური (ეგზოსომური) სპრეი

ანტი ვირუსული დაცვა

ჯანსაღი ცხვირის ღრუ უზრუნველყოფს დამცავi ფუნქციის შესრულებას. უარყოფითი გარემო ფაქტორების არსებობისას კი ლორწოვანი გარსი თანდათან ზიანდება და ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო იქმნება. ცხვირის დაზიანებული ლორწოვანი გარსი წყვეტს პირველადი ფუნქციის შესრულებას, შესაბამისად, იზრდება მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების, მათ შორის, სეზონური ვირუსული ინფექციების ხშირი  განვითარების რისკი.

ექსოგენი ბაზარზე პირველი ნანო-ლიპოსომული სპრეია (მცენარეული წარმოშობის ეგზოსომებით), რომელიც მეცნიერულად დადასტურებულად იცავს ვირუსებისგან.

ექსოგენი იცავს სასუნთქი გზების უჯრედებს ვირუსული ნაწილაკებით გამოწვეული ანთებისა და კვდომისაგან (SARS-CoV-2 S-პროტეინის (spike) ჩათვლით), ხსნის გაციების სიმპტომებს, ხელს უწყობს შეხორცებას, ლორწოვანი გარსის დაცვას.

ნანოლიპოსომები (მცენარეული წარმოშობის ეგზოსომები) ნანომეტრის ზომის ლიპიდებით დაფარული ვეზიკულებია, რომლებიც შეიცავს მცენარეული წარმოშობის ბუნებრივ აქტიურ ნივთიერებებს. ისინი გამოიყენება სასუნთქ გზებში დამცავი,  ანტივირუსული ეპითელური შრის შესაქმნელად და ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მისაღებად. ამისთან, მათი მოქმედებით ხდება სასუნთქი გზების უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და ამაღლება. ნანოლიპოსომები (მცენარეული წარმოშობის ეგზოსომები) ჩვეულებრივი ლიპოსომებისგან განსხვავდება  ბუნებრივი წარმოშობით, მცენარე თავად აწარმოებს მათ, განსხვავებით ლიპოსომების წარმოებისაგან, რომელიც სინთეზურად ხდება.

ნანოლიპოსომები ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ეპითელიუმში ანტივირუსული ბარიერის ფორმირების ფუნქციის გაძლიერებას, ჯანსაღი ლორწოვანი გარსისთვის საჭირო ტენიანობის დონის შენარჩუნებას, ასევე  პათოგენებით გამოწვეული ადგილობრივი ანთების დათრგუნვას. შედეგად ნანოლიპოსომების მოქმედებით მიღებული დამცავი ბარიერი ორგანიზმს ეხმარება გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან დაცვაში.

შემადგენლობა

ექინაცეას (Echinacea purpurea) ყვავილის ეგზოსომები

შავი ანწლის (Sambucus nigra) ნაყოფის ეგზოსომები

ლიმონის ბალზამის (ლიმნის ბალმი) (Melissa officinalis) ფოთლების ეგზოსომები

დამხმარე ნივთიერებები:  ტაურინი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, ბუნებრივი არომატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი.

ექსოგენის სპრეის ახასიათებს მჟავა pH (pH დონე დაახლოებით 4), რაც ხელს უწყობს ვირუსული ნაწილაკების განადგურებას. სპრეი იცავს ორგანიზმს ზედა სასუნთქ გზებში SARS-CoV-2-ით გამოწვეული ციტოკინური შტორმისაგან.

ექსოგენის ცხვირის სპრეის გამოყენებარეკომენდირებულია  ავადობის დროს  დაინფიცირების რისკის შესამცირებლად, ასევე გამოიყენება ისეთ გარემოში, სადაც არის ვირუსებით დაავადების (დაინფიცირების) საფრთხე და გარემოს ტემპერატურის მკვეთრი რყევები (ცივი-ცხელი ჰაერი, ჰაერის ნაკადები და ა.შ.).

ჩვენებები

  • სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ნორმალური ფუნქციის აღსადგენად;
  • ზედა სასუნთქი გზების ვირუსებისაგან დასაცავად;
  • ცხვირიდან გამონადენი და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება;
  • ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების სიმპტომების შესამსუბუქებლად, მათ შორის ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებისას, რომელიც დაკავშირებულია ლორწოს მომატებულ გამომუშავებასთან, რაც იწვევს რინიტს და სურდოს;
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებების ხანგრძლივობის შესამცირებლად;
  • ბაქტერიული სუპერინფექციების ალბათობის შესამცირებლად, რომლებიც ხშირია ვირუსული ინფექციის შემდგომ.

გამოყენების წესი

შეანჯღრიეთ ფლაკონის შიგთავსი.  მოხსენით ნებულაიზერის დამცავი ქუდი, შეიტანეთ ნებულაიზერის ბოლო  ცხვირის ღრუში და შეასხურეთ პროდუქტი ნესტოში დისპენსერით, 2 ამოტუმბვით. ხელსაწყოს გამოყენების შემდეგ დააბრუნეთ წვერი თავდაპირველ მდგომარეობაში. რეკომენდებულია  არა უმეტეს 3-ჯერ დღეში შესხურება.

გამოყენება შესაძლებელია 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც.

შენახვის წესი

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25 ̊C) ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება სპრეის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სპრეი გამოსაყენებლად ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

შეფუთვის გახსნის შემდეგ  პრეპარატის გამოყენება შეიძლება 1 თვის განმავლობაში.

მწარმოებელი

UAB "Innovative Pharma Baltics".

მისამართი: Mokslininkų g. 6A, ვილნიუსი,

LT-08412. www.treatitgreen.lt

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები