ნეო პეკეს Tran-ყაბზ150მლ სიროფი

135686
-29%
მარაგშია
39.90 
28.52 
დანაზოგი: 11.38 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაფაღარათო (ყაბზობის საწ)საშუალებები ჯენერიკიTamarindus,Hericium,Malus domestica გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
39.90 
28.52 
დანაზოგი: 11.38 ₾ (29%)

ნეო პეკეს ყაბზობისთვის

 Neo peques Transit

შემადგენლობა

თამარინდის ექსტრაქტი (Tamarindus Indica),

გულა სოკო (Hericium Erinaceus),

ვაშლის პექტინი (Malus Domestica),

აჰავას სიროფი - სიროფი შექმნილია აჰავას სიროფის ბაზაზე და არ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საფაღარათო საშუალება, ოსმოსური თვისებების მქონე/ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნეო პეკეს ყაბზობისთვის - მცენარეული შემადგენლობის სიმპტომური საფაღარათო საშუალებაა, რომლის მოქმედებაც მიმართულია ყაბზობის მკურნალობის პროცესში აუცილებელი კომპონენტის -  დეფეკაციის შიშის მოხსნაზე: კუჭ-ნაწლავის კედლის მოტორიკის მოწესრიგებით, ფეკალური მასის კონსისტენციის შეცვლით - დარბილებით და მისი ადვილი გამოძევებით.

თამარინდის ექსტრაქტი - უჯრედისის, კალიუმის და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის ხარჯზე - ფეკალური მასის დარბილებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მოწესრიგებით და ნაწლავური გამავლობის ხანგრძლივობის შემცირებით აუმჯობესებს დეფეკაციის პროცესს

გულა სოკო, იგივე ლომის ფაფარი - პოლისაქარიდების შემცველობის ხარჯზე მონაწილეობას იღებს წვრილ ნაწლავში ამინომჟავების მეტაბოლიზმსა და უტილიზაციაში, არეგულირებს ნაწლავის ნორმალური მიკრობიოტის ბალანსს, ხელს უწყობს მსხვილი და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას და მისი ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებას - აქედან გამომდინარე, ხელს უწყობს მონელების პროცესს და აუმჯობესებს დეფეკაციას.

ვაშლის პექტინი - საჭმლის მომნელებელ სისტემაში   სითხის და ელექტროლიტების კუმულირების ხარჯზე უზრუნველყოფს ფეკალური მასის კონსისტენციის შეცვლას, დარბილებას და მის ადვილ გამოყოფას.

ჩვენება

ფუნქციური ყაბზობა გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით:

  • ჩვეული მენიუს შეცვლა;
  • არასაკმარისი უჯრედისი და სითხე მენიუში;
  • მარცვლეულის, ნახევრად მყარი და მყარი საკვების მიღება;
  • ტკივილი დეფეკაციის დროს;
  • საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენების დისკომფორტი;
  • ნაადრევი ტუალეტის ჩვევების ჩამოყალიბება.

მიღების წესი და დოზირების მეთოდი

0 - 2  წლის ასაკი: 5 მლ 1-ჯერ დღეში;

2 - 5  წლის ასაკი: 5 მლ 2-ჯერ დღეში ან 10 მლ  1-ჯერ დღეში ;

5 წლის ზემოთ ბავშვები: 10 მლ 2-ჯერ დღეში.  

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად, სასურველია დილით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 15-20 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.                 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა

150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ვაშლის არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე.

მწარმოებელი

NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ბარსელონა, ესპანეთი.      

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი.