ტორნაზა 0.3% 5გ თვ.მალამო

135567
მარაგშია
19.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიბიოტიკები ჯენერიკიTobramycinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
19.00 

ტორნაზა 3 მგ/გ თვალის მალამო

ტობრამიცინი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი. ერთი გრამი მალამო შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი; პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი; ცვილი, თხევადი, ცვილი, თეთრი რბილი. 

გამოყენება

ტორნაზას თვალის მალამოს აქტიური ნივთიერებაა ტობრამიცინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ამინოგლიკოზიდურების ჯგუფს და აქტიურია მთელი რიგი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს.

ტორნაზას თვალის მალამო გამოიყენება თვალის ზედაპირის და მისი მიდამოს ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით უფროსებში და 1 წელზე უფროს ბავშვებში.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ ტორნაზას თვალის მალამო თუ აღინიშნება შემდეგი:

  • ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ტობრამიცინის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში)

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

  • ტორნაზას თვალის მალამო უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი თვალ(ებ)ისთვის.
  • უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის, თუ ამ მედიკამენტის გამოყენებისას აღინიშნება ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქუთუთოს ქავილი, თვალების შეშუპება ან სიწითლე. ეს ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს ამ ჯგუფის (ამინოგლიკოზიდური) სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების დროსაც, როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური გამოყენებისას.
  • მიმართეთ ექიმს თუ ტორნაზას თვალის მალამოსთან ერთად იღებთ სხვა ანტიბიოტიკს.
  • სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ტორნაზას თვალის მალამოს ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ან სოკოების განვითარება. ასეთ შემთხვევაში ექიმი დანიშნავს სხვა შესაბამის მკურნალობას.
  • ამ მედიკამენტის გამოყენებამ შესაძლოა დააგვიანოს რქოვანას შეხორცება.
  • კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ლინზების გამოყენება თვალის ინფექციების ნიშნების და სიმპოტომების გამოვლენისას. ლინზების ნაცვლად გამოიყენეთ სათვალე. არ ჩაისვათ ლინზები, სანამ არ გაქრება ინფექციის ნიშნები და სიმპტომები და სანამ არ შეწყვიტავთ ტორნაზა თვალის მალამოს გამოყენებას.

სხვა მედიკამენტები და ტორნაზას თვალის მალამო

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას.

თუ იღებთ ერთდროულად თვალში შესაყვან სხვა მედიკამენტებს, მაშინ ამ პროდუქტების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამო უნდა წაისვათ ბოლოს.

ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება საკვებ, სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად

შეზღუდვები არ არის.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცვეტს.

ზოგადად ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. ტორნაზა თვალის მალამოს გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ნაყოფის მიმართ პოტენციური რისკის და მკურნალობის სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის დაბინდვა. თვალში მედიკამენტის გამოყენების შემდეგ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, სანამ არ აღდგება მხედველობა.

ტორნაზას თვალის მალამო შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატს

სამედიცინო პროდუქტის ამ ინგრედიენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდნელია დაგვიანებული სახისაც).

ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

გამოიყენეთ ტორნაზას თვალის მალამო მხოლოდ საკუთარი თვალებისთვის.

უფროსები, ხანდაზმულები (65 წელზე უფროსები) და ბავშვები 1 წლის ასაკიდან

მსუბუქიდან ზომიერამდე სირთულის დაავადებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ისთვის 2 ან 3-ჯერ დღეში.

რთული დაავადებისას რეკომენდებული დოზირება შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ისთვის 3 ან 4-ჯერ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 2 ან 3-ჯერ დღეში ინფექციის გაქრობამდე.

ჩვეულებრივი მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.

ტორნაზა თვალის მალამო გამოიყენება ასევე პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლის დარღვევებით. უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი, ამიტომ ეს პრეპარატი ამ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოიყენება.

მითითებები გამოყენების შესახებ

1. აიღეთ ტორნაზას თვალის მალამოს ტუბი და სარკე.

2. დაიბანეთ ხელები და მოხსენით თავსახური.

3. ცერა თითის და საჩვენებელი თითის მეშვეობით დაიკავეთ ტუბი.

4. გადახარეთ თავი უკან და ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო დაბლა. ეს წარმოქმნის ,,ჯიბეს“ თვალის ქუთუთოს და თვალს შორის. მალამოს რაოდენობა უნდა მოხვდეს ზუსტად ამ ადგილას (სურ. 1).

5. მიიტანეთ ტუბის წვერი თვალთან ახლოს. დაიხმარეთ სარკე საჭიროების შემთხვევაში.

6. შეეცადეთ არ მიადოთ ტუბის წვერი თვალს, თვალის ქუთუთოს ან სხვა ზედაპირს. ეს გამოიწვევს სამედიცინო პროდუქტის დაბინძურებას.

7. ფრთხილად დააწექით ტუბს და გამოუშვით ტორნაზას თვალის მალამოს ზოლი (სურ. 2).

8. ტორნაზას თვალის მალამოს თვალში მოთავსების შემდეგ დახურეთ ქუთუთო, დაახამხამეთ თვალი რამდენიმეჯერ, რათა დარწმუნდეთ, რომ მალამო ჩავიდა თვალში და დაფარა თვალის ზედაპირი. თითით დააწექით თვალს ცხვირის კუთხეში და დააჭირეთ 2-3 წუთის განმავლობაში (სურ. 3). ეს ხელს შეუშლის ტორნაზას თვალის მალამოს გავცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.

9. თუ გესაჭიროებათ ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება ორივე თვალში, ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ მეორე თვალშიც, მაგრამ პროცედურის დაწყებამდე დაიბანეთ ხელები. ეს ხელს შეუშლის ერთი თვალიდან მეორე თვალში ინფექციის გადატანას.

10. გამოყენების შემდეგ დროულად დაახურეთ ტუბს თავი მჭიდროდ.

11. გამოიყენეთ მხოლოდ ერთიდაიგივე ტუბი.

თუ ააცილეთ მალამო თვალს, ხელმეორედ უნდა სცადოთ.

ჭარბი დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი  ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტად დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ზედოზირების შემთხვევაში უნდა გამოიბანოთ თვალ(ებ)ი თბილი წყლით. შემთხვევით მალამოს გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება

განაგრძეთ მომდევნო დოზირების გამოყენება გეგმის მიხედვით. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.

თუ გსურთ ტორნაზა თვალის მალამოს გამოყენების შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. არ შეწყვიტოთ მედიკამენტის გამოყენება ექიმის ნებართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვლინდება ინფექციის რეციდივი და განვითარდება ტობრამიცინის მიმართ ბაქტერიის რეზისტენტულობის ეფექტი.

თუ იყენებთ თვალის სხვა პროდუქტებს (წვეთებს ან მალამოს), ამ პრეპარატებს შორის მიღების ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. ტორნაზას თვალის მალამო უნდა გამოყენოთ ბოლოს.  

აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ტორნაზას თვალის მალამომაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი გვერდითი ეფექტები

(ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე)

თვალის დარღვევები: თვალის დისკომფორტი, თვალის სიწითლე, თვალის ალერგიული რეაქციები, ქუთუთოების ქავილი.

არახშირი გვერდითი ეფექტები

(ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე)

თვალის დარღვევები: თვალის ზედაპირის ანთება, რქოვანას დაზიანება, მხედველობის შეზღუდვა, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების სიწითლე, ღამით თვალების ცვლილებები, თვალების და ქუთუთოების შეშუპება, თვალების ტკივილი, თვალების სიმშრალე, თვალების ქავილი, თვალების ცრემლიანობა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.

იმუნური სისტემის დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობა.

ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი.

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ჭინჭრის ციება, კანის ანთება, წამწამების ზრდა ან დაცვენა, კანზე პიგმენტაციის დაკარგვა, ქავილი, კანის სიმშრალე.

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები

(არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა)

თვალის დარღვევები: თვალის გაღიზიანება.

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: გამონაყარი, ერითემა (სიწითლე).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც ზემოთ არ არის აღწერილი. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ მისამართზე:

Bulgarian Drug Agency

8 ‘‘Damyan Gruev‘‘ Str. 

1303 სოფია

ტელ.: +395 28903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ტორნაზას თვალის მალამოს შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისაგან მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C  ტემპერატურაზე.

კონტეინერის პირველადი გახსნის შემდეგ სამედიცინო პროდუქტის ვარგისობა შეადგენს 28 დღეს.

არ გაყინოთ.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში.

ვარგისობის ვადა

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ტორნაზას თვალის მალამოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

თვალის მალამო

ტორნაზა მოთავსებული ლაქირებულ ალუმინის ტუბში, აღჭურვილია კანულით, დახურულია პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით.

ერთი 5 გ ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

მედექსპორტ ლლც,

№ 264 ომარ ხიზანიშვილის ქ.,

გლდანის რაიონი, 0167, საქართველო

მწარმოებელი

ბალკანფარმა- რაზგრად ად

68 ,,აპრილსკო ვასტანიე‘‘ ბლვდ.

7200 რაზგრად, ბულგარეთი.

ამ სამედიცინო პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას:

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

მედექსპორტ ლლც,

№ 264 ომარ ხიზანიშვილის ქ.,

გლდანის რაიონი, 0167, საქართველო.