დიფუნგოფი სოკ/საწ.ფრჩ.ლაქ4.5მლ

136351
-28%
მარაგშია
44.99 
32.17 
დანაზოგი: 12.82 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისოკოს საწინააღმდეგო და მასთან ერთად სხვა ეფექტების მქონე პრეპ. ჯენერიკიUndecylenic acid,Chitosan,Vactic acid გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
44.99 
32.17 
დანაზოგი: 12.82 ₾ (28%)

დიფუნგოფი

სოკოსსაწინააღმდეგოფრჩხილისლაქი 4.5მლ

  შემადგენლობა

  ეთანოლი, დისტილირებული წყალი, პროპილენგლიკოლი, ჰიდროგენირებული ეთოქსილირებული აბუსალათინის ზეთი, რძემჟავა, უნდეცილენის მჟავა, ქიტოზანი.

  გამოყენება

დიფუნგოფის ფრჩხილის ლაქი სამედიცინო საშუალებაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელისა და ფეხის ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის თავიდან აცილებას და ჯანსაღი ფრჩხილების ხელახალ გაზრდას.
პრეპარატი რეკომენდებულია ფრჩხილის სოკოსთან საბრძოლველად, ასევე ინფექციის შემდეგ გაყვითლებულ, შესქელებულ და დასუსტებულ ფრჩხილებზე გამოსაყენებლად.
• ებრძვის ხელისა და ფეხის ფრჩხილების სოკოვან ინფექციას;
• ხელს უშლის არადაინფიცირებული ფრჩხილების დაინფიცირებას;
• აუმჯობესებს ფრჩხილების გარეგნულ სახეს და მდგომარეობას;
• გააჩნია მაღალი, თითქმის 100%-იანი ეფექტურობა დერმატოფიტებთან ბრძოლაში, რომლებიც ფრჩხილის სოკოს ყველაზე გავრცელებული გამომწვევია;
• მოსახერხებელი და მარტივი გამოსაყენებელია;
• უზრუნველყოფს თვალსაჩინო ეფექტს ფრჩხილის ხელახალი ზრდის მომენტიდან.

მოქმედების მექანიზმი

დიფუნგოფი ლაქი ფრჩხილზე წასმისას სწრაფად შეიწოვება ფრჩხილის ფირფიტის მიერ, ქმნის არახელსაყრელ გარემოს სოკოებისთვის (მჟავა pH 4) და აფერხებს მათ გამრავლებას. იგი ქმნის დამცავ ფენას, რომელიც ხელს უშლის სოკოვანი ინფექციის გავრცელებას სხვა ფრჩხილებზე. დიფუნგოფის თხევად გელს აქვს სასიამოვნო კონსისტენცია, რომელიც სწრაფად შრება.
პროდუქტის მაღალი ეფექტურობა უზრუნველყოფილია ინგრედიენტების კომბინაციით:
უნდეცილენისმჟავა - ახდენს სოკოს ელიმინაციას და აფერხებს მის გამრავლებას;
რძემჟავა - აქვეითებს ფრჩხილის pH-ს, ქმნის მტრულ, არახელსაყრელ გარემოს სოკოებისთვის.
ქიტოსანკრეატი (ქიტოზანი) - ქმნის დამცავ ფენას ფრჩხილის ფირფიტაზე და ხელს უშლის მიკოზის გავრცელებას სხვა ფრჩხილებზე. ეს დამცავი აპკი ახდენს ინფიცირებული ფრჩხილის იზოლირებას.
დიფუნგოფის ეფექტურობის ტესტებმა დაადასტურა მისი 99.99 %-იანი ეფექტურობა სოკოს ორ ყველაზე გავრცელებულ შტამზე -Trichophyton rubrum და Trichopyton mentagrophites. დიფუნგოფის ლაქის ეფექტურობა შეინიშნება პირველი გამოყენებიდან სულ რაღაც 6 საათში.
ლაქი ასევე შეიცავს აბუსალათინისზეთს, რომელიც ამაგრებს ფრჩხილებს, ხელს უშლის მათ გახლეჩას; დამატებით კვებავს და ასტიმულირებს მათ ზრდას.
გამოყენების წესი
ლაქი გამოიყენება ხელისა და ფეხის ფრჩხილებზე ლაქის ან კოსმეტიკური საშუალებების სხვა ნარჩენების მოცილების შემდეგ. პრეპარატი გულუხვად უნდა წაისვათ დაზიანებული ფრჩხილის მთელ ზედაპირზე, რათა დაფაროს მისი კიდეების ქვედა მხარეც. მკურნალობის ჩატარება რეკომენდებულია რეგულარულად, დღეში ერთხელ (სასურველია საღამოს), ფრჩხილის სრულ შეხორცებამდე. მომდევნო გამოყენებამდე არ არის აუცილებელი პრეპარატის მოცილება მოსაშორებელი საშუალებით.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების შემდეგ, ფრთხილად დახურეთ კონტეინერი და შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში, ღია ცეცხლისა და სითბოს წყაროებისგან მოშორებით. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოყენების უკუჩვენებები
პრეპარატი არ გამოიყენოთ  პროდუქტის ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში. თუ კანის გაღიზიანება ან სიწითლე შეამჩნიეთ, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ ჭრილობებზე.
გაფრთხილებები
არასათანადო გამოყენებისა და ფრჩხილების (კუტიკულების) ირგვლივ მიდამოზე შემთხვევით წასმის შემთხვევაში, სადაც შეიძლება მიკროდაზიანებები იყოს, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა მოიშოროთ.
მოერიდეთ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს; შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ წყლით. მოერიდეთ ფრჩხილის სხვა პროდუქტების ერთდროულ გამოყენებას.
არ გამოიენოთ კოსმეტიკური ფრჩხილის ლაქი ან ხელოვნური ფრჩხილები, რათა არ შეიზღუდოს პროდუქტის ეფექტურობა. 
პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის. 
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ორსულობადაძუძუთიკვება

  პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივად, არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ.

მსგავსი პროდუქტები