გინესტილი ლავანდა#5ვაგ.ხსნარი

136341
მარაგშია
63.90 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ჯენერიკიSod.Hyaluronat,Extr.Melissa,Castor oil გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
63.90 

გინესტილი  ლავანდა

ვაგინალური ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისთვის pH 4.0 

შემადგენლობა

წყალი, ბორის მჟავა, პოლისორბატი 20, გლიცერინი, ბარამბოს ყვავილი/ფოთოლი/ღერო ექსტრაქტი. Geg-40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, კოკამიდოპროპრილ ბეტაინი, ფენოქსიეთანოლი, ინულინი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ჩაის ხის ფოთლის ზეთი, ეთილჰექსილგლიცერინი, დინატრიუმის ედეტატი.

გამოყენება

გინესტილი  ლავანდა წარმოადგენს pH 4.0 სამედიცინო დამხმარე საშუალებას საშოს ლავაჟისთვის და შეიცავს ბორის მჟავას, ჩაის ხის ზეთს, ინულინსა და ჰიალურონის მჟავას a- ფუძეზე, რაც უზრუნველყოფს დამცავი, დამატენიანებელი და საპოხი ფუნქციის გახანგრძლივებას.

ბორის მჟავა და ჩაის ხის ზეთი ხელს უწყობს ვულვოვაგინალური გარემოს შენარჩუნებას და აღდგენას, რაც ხელს უშლის პათოგენური მიკრობების გაჩენას და გამრავლებას.

ინულინი და რძემჟავა აღადგენს საშოს ფიზიოლოგიურ pH-ს და ქმნის ხელსაყრელ გარმოს ლაქტობაცილური ფლორის სიცოცხლისუნარიანობისთვის.

ჩვენება

გინესტილი ლავანდა გამოიყენება როგორც

–         საშოს ფიზიოლოგიური მდგომარეობების აღმდგენი;

–         ბაქტერიული ვაგინიტისა და ვაგინოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დამხმარე საშუალება;

–          საშოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისას დამცავი/დამამშვიდებელი საშუალება;

–         გამწმენდი საშუალება;

–         სასარგებლოა მენსტრუალური ციკლის შემდეგ, სქესობრივი აქტის შემდეგ, მენოპაუზის დროს, მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს და ა.შ. გაღიზიანებების, წვის და ქავილის პრევენციისა და მკურნალობისთვის.

გამოყენების წესი

ვაგინალური გამორიცხვა შეიძლება ჩატარდეს დღეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ. სასურველია ძილის წინ.

  1. ერთჯერადი ხსნარიანი კონტეინერი გახსენით წინასწარ პეპლის მაგვარი ჩამკეტის მობრუნებით.
  2. ერთჯერადი კანულა მოარგეთ კონტეინერს.
  3. მოათავსეთ კანულა საშოში და ბოთლზე ნაზად დაჭერით შეისხურეთ ხსნარი.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ პროდუქტი დაზიანებული შეფუთვით.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა ეხება დაუზიანებელ და სწორად შენახულ პროდუქტს.

 არ დალიოთ და მოერიდეთ ხსნარის თვალებთან კონტაქტს.

არ შეინახოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა დაზიანებულია.

არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ პროდუქტი ჭრილობების დასამუშავებლად.

მნიშვნელოვანია ეცნობოს ექიმს არასასურველი ეფექტების გამოვლენის შესახებ, რომლებიც ზემოთ არ არის აღწერილი.

შენახვის წესი

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთულ მდგონარეობაში მშრალ ადგილას, სინათლისა და სითბოს წყაროებისგან მოშორებით, 25°C-მდე ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ და გრილ ადგილას.

გამოშვების ფორმა

№5 ერთჯერადი კონტეინერი, თითოეული 100 მლ შემცველობით+ №5 ერთჯერადი კანულა.

სამედიცინო მოწყობილობა

მწარმოებელი

Hygge Health Care srl, იტალია.