თოუქსი 125 მლ სიროფი

136370
-28%
მარაგშია
35.00 
25.03 
დანაზოგი: 9.97 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპოლივიტამინები ჯენერიკიVit.B1,B2,B6,PP,P,E,K,C,B-carotin,Flavon გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
35.00 
25.03 
დანაზოგი: 9.97 ₾ (28%)

თოუქსი
სიროფი 125მლ
თოუქსი

შემადგენლობა :

გაწმენდილი წყალი, ვაშლის წვენი, არონიას წვენი, მალვას (ბალბა) ფოთლის ექსტრაქტი (Malva sylvestris), ლიქენის ექსტრაქტი (ისლანდიური ხავსი) (Cetraria islandica), ცაცხვის ყვავილის ექსტრაქტი (Tilia vulgaris),  ნატრიუმის ჰიალურონატი. ბუნებრივი ვაშლი-არონიას არომატი.

არონიას ნაყოფი ხასიათდება ბევრი სასარგებლო თვისებით. მისი კენკრა მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, რომლის წყალობითაც იგი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში; შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, პროვიტამინურ ნივთიერებებს და მინერალებს:

  • ასკორბინის მჟავა;
  • ბეტა კაროტინი;
  • ვიტამინები B1, B2, B6, PP, P, E, K;
  • ფლავონოიდები;
  • ანთოციანინები;
  • პექტინი;
  • ორგანული მჟავები (ფოლიკული და ნიკოტინის მჟავა);
  • მანგანუმი, კობალტი, სპილენძი, იოდი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, კალციუმი, ქრომი, ტყვია, სელენი, ნიკელი, ალუმინი, ბორი;
  • ტანინები;
  • ცელულოზა;
  • პროტეინი.

ცაცხვისყვავილი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ნახარშებისა და ნაყენების სახით, როგორც ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება. იყენებენ აგრეთვე ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის ჰიპერტონული დაავადების დროს.

ეფექტურია ცაცხვის ყვავილების ჩაი გაციების შემთხვევაში. მისი ნახარშები იხმარება ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, მწვავე ბრონქიტების დროს. გამოიყენება პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესებისა და ანგინის დროს.

ისლანდიური  ხავსი(ისლანდიური ლიქენი)  -  განაპირობებს ბრონქების კედლის ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერებას. მასში შემავალი ნივთიერებები ბრონქების ლორწოვან გარსზე წარმოქმნის დამცავ ფენას და იცავს მას გაღიზიანებისგან, შედეგად მცირდება ხველის სიხშირე.

ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს ბუნებრივ პოლიმერს გლიკოზამინოგლიკანების 

კლასიდან, დამატენიანებელი  და დამცავი თვისებებით.

მალვას (ბალბა) სასარგებლოთვისებებს  განაპირობებს ფოთლებსა და ყვავილებში შემდეგი აქტიური ნივთიერების შემცველობა: ანთოციანინები, ლორწოვანა, ფლავონოიდები, ტანინები, მინერალური მარილები, A ,C ,B1ვიტამინები .

მისი სამკურნალო თვისებებია:

საფაღარათო: ლორწოვანის არსებობის წყალობით, მალვა ასტიმულირებს ნაწლავის კედლებს. არბილებს და ხდის კანის და ლორწოვანი გარსების ზედაპირულ ფენებს უფრო ელასტიურს.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: გააჩნია ლორწოვანი გარსის ანთების საწინააღმდეგო  უნარი, გამოიყენება შემდეგი ანთბითი პროცესების დროს: პირის ღრუს, ყელის, კუჭის, ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის და ა.შ. ანთებითი პროცესების დროს.

ამოსახველებელი: ხელს უწყობს ლორწოს მოცილებას ტრაქეიდან და ბრონქებიდან.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, (მჟავიანობა, გასტრიტი, კოლიტი, ბუასილი, ყაბზობა, ნაწლავების პრობლემები და ა.შ.);

რესპირატორულისისტემა: (ყელის ტკივილი, ხველა, გაციება და ა.შ.).

ჩვენება

გულძმარვა;

აკნე;

ბრონქიტი;

კატარი;

ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება);

კონიუნქტივიტი (თვალების სიწითლე);

წყლულოვანი კოლიტი;

გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავი (კოლიტი);

ანთებითი ბუასილი;

გასტრიტი (კუჭის ანთება და ტკივილი);

ღრძილების ანთება;

ყელის ტკივილი (ფარინგიტი);

ყაბზობა;

გაციება;

ხველა;

კუჭისა და დუოდენალური წყლულები.

 

 

მიღებისწესიდადოზირება

მოზრდილებისთვის და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ბავშვები 1-დან 3 წლამდე: 10 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.

3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 15 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.

მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 20 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.

გამოყენებისინსტრუქცია

სიროფი მიიღება პერორალურად. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. შეავსეთ საზომი ჭიქა სიროფის შესაბამისი მოცულობით და  დალიეთ სითხე ნელა. ბავშვებში თოუქსი გამოყენებული უნდა იქნას ზრდასრულთა მეთვალყურეობის ქვეშ. გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 2 კვირის განმავლობაში. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითიმოვლენები

როგორც პრეპარატების უმრავლესობას, თოუქსის მიღებასაც შესაძლოა ახლდეს გვერდით მოვლენები.

ორსულობადალაქტაცია

თუ პაციენტი არ არის ალერგიული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია მისი მიღება ორსულებში და მეძუძურ ქალებში.

გამოშვებისფორმა, შეფუთვა

სიროფი, 125 მლ.

შენახვისწესი

 ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

  ხსნის ხველისა და გაციების  სიმპტომებს

 

equilibre attitude

ZAC du Font de l’Orme

1198, av. du Dr Maurice Donat

06250 Mougins – France

www.granions.fr

 

 

მსგავსი პროდუქტები