ლორნოსეპტი ფორტე 30მლ სპრეი

136500
-29%
მარაგშია
40.00 
28.60 
დანაზოგი: 11.40 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი გამოყენების პრეპარატები ჯენერიკიCalendula,Rosa canina,Hippophae,Arctium, გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
40.00 
28.60 
დანაზოგი: 11.40 ₾ (29%)

ლორნოსეპტი ფორტე
LORNOSEPTI FORTE

ზეთოვანი სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა
გულყვითელას ზეთი -0.3მლ
ასკილის ზეთი-0.3მლ
ქაცვის ზეთი -0.3მლ
კრაზანას ზეთი -0.3მლ
შავი კვლიავის ზეთი 0.3 მლ 
კანაფის ზეთი -0.3მლ
ოროვანდის ზეთი -0.3მლ
ფიჭვის ეთერზეთი - 0.05მლ
ევკალიპტის ეთერზეთი -0.05მლ
ბეგქონდარას ეთერზეთი -0.05მლ

დამხმარე ნივთიერება:გლიცერინი - 4.5მლ,  საზამთროს არომატი

გამოყენება

ლორნოსეპტი ფორტე გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.
ლორნოსეპტს გააჩნია ადგილობრივი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური მოქმედება; ასევე ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.

გამოიყენება დამხმარე საშუალებად პირის ღრუს და ხახის ლორწოვანის გარსის ანთებითი პროცესის დროს.

ლორნოსეპტი პირის ღრუს,ყელის და ხახის სპრეი ხასიათდება ოთხმაგი ეფექტით:
1. პრევენციის მიზნით მწვავე რესპირატორული და ვირუსული ინფექციების გავრცელების დროს ან კონტაქტში ყოფნის შემთხვევაში თავდაცვითი საშუალებაა, უზრუნველყოფს სასუნთქი და იმუნური სისტემის ნორმალურ და აქტიურ ფუნქციონირებას;
2. ამსუბუქებს შეშუპებას და აადვილებს ყლაპვას;
3. ამსუბუქებს ყელის წვას, სიმშრალეს, ყელში ჩხვლეტის შეგრძნებას, ხმის ჩახლეჩას გაციების დროს და ასევე ხმის იოგების დაძაბვას (განსაკუთრებით მომღერლებში), ტკივილს და ხველით გამოწვეულ გაღიზიანებას, ფარინგიტს, ლარინგიტს, მწვავე და ქრონიკულ ტონზილიტს, ნუშურების გადიდებას. აჩქარებს შეხორცების პროცესებს ნუშურების ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ;
4. ატენიანებს პირის ღრუს და ხახის ლორწოვან გარსს. ლორწოვან გარსზე წარმოქმნის ანტიოქსიდანტურ დამცავ ფენას. ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის აღდგენას შემდეგ შემთხვევებში: პროთეზირებით და ბრეკეტებით, აფთოზური წყლულებით, გლოსიტით და გინგივიტით გაღიზიანებული და დაზიანებული პირის ღრუს ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (კბილის ექსტრაქცია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.); ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის, ტრაქეალური ინტუბაციის და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანებისა და ანთებისას.

უკუჩვენებ

მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

უსაფრთხოების ზომები: გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

განსაკუთრებული მითითება: მოერიდეთ აეროზოლის მოხვედრას თვალში.

ორსულობა და ლაქტაცია:  გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გამოყენებდა დოზირება

მოზრდილებში და ასაკოვან პაციენტებში ინიშნება 4-8 დოზა (“შესხურება”) ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ. ბავშვებში 2-დან 12 წლამდე ინიშნება 4 დოზა ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ.
გამოყენების წინ  ფლაკონიშეანჯღრიეთ, აწიეთ მილი, ფლაკონი დაიკავეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და შეაფრქვიეთ პირის ღრუში და ყელში, აეროზოლის ნაკადი მიმართული უნდა იყოს ანთებადი კერისკენ, გამოყენების შემდეგ მილი ისევ ჩამოწიეთ საწყის მდგომარეობაში.

გვერდითი მოვლენები

კარგად გადაიტანება, გვერდითი ეფექტები აღინიშნება იშვიათად. შესაძლებელია პირის ღრუს ლორწოვანის დაბუჟება და/ან წვის შეგრძნება.

ჭარბი დოზირება

მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

შენახვის პირობები 

ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:  3 წელი.

გამოშვების ფორმა:

30 მლ მინის ფლაკონი აპლიკატორით (აპლიკატორი შავი ან თეთრი ფერის) მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გამოყენების წინ აპლიკატორს მოხსენით თავსახური!

აფთიაქიდან გაცემის პირობები:  გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:

დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.

მსგავსი პროდუქტები