ფეროლაინ ქიდსი 30მლ წვეთები

136502
მარაგშია
29.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიანემიური საშუალებები ჯენერიკიLiposomal Iron გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
29.50 

გამოყენების ინსტრუქცია

ფეროლაინ ქიდსი

  თხევადი საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ლიპოსომულ რკინას

თითოეული 1 მლ:

რკინა 8.5 მგ

სხვა ინგრედიენტები:

დამხმარე ნივთიერებები; დეიონიზირებული წყალი, დამატკბობელი; შაქრის ჭარხალი, ლიპოსომული რკინა (სიმინდის სახამებელი, რკინის პიროფოსფატი, მზესუმზირის ლეციტინი), სტაბილიზატორი; ქსანტანის გუმფისი (E415), არომატიზატორი; ალუბლის არომატი, დამცავი; ნატრიუმის ბენზოატი (E211) და კალიუმის სორბატი (E202).

მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:

რკინას აქვს რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმში. ის ასრულებს ფილტვებიდან ქსოვილებისკენ ჟანგბადის გადატანის ფუნქციას სისხლის წითელი სხეულების ჰემოგლობინის დახმარებით, გადამტანის გარემოს ფუნქციას ელექტრონებისთვის უჯრედში და წარმოადგენს მნიშვნელოვანი ფერმენტული სისტემების ძირითად ელემენტს სხვადასხვა ქსოვილში. რკინის დეფიციტის პრობლემა შეიძლება აღინიშნოს ბავშვებში ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ჩვილებში. რკინის დეფიციტს შეიძლება იწვევდეს დედის რძის არასაკმარისი რაოდენობა, რკინის დეფიციტით პროდუქტების მიღება 2 წლის და მოზარდების ასაკში, როდესაც ხდება სწრაფი ზრდა, პრეპარატების მიღება ან ხშირი ინფექციები. რკინის დეფიციტი, რომელიც შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს ბავშვის განვითარებაზე, განსაკუთრებით განვითარების პერიოდში. ეს მდგომარეობა საყურადღებოა და საჭიროებს სიმპტომებზე დაკვირვებას. პროდუქტი რეკომენდებულია როგორც საკვები დანამატი განვითარების ასაკში მყოფი ბავშვებისთვის.

ჩვენება:

  • ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ წარმოქმნას და მათ სათანადო ფუნქციონირებას.
  • ხელს უწყობს რკინის დეფიციტის პროფილაქტიკას.

უკუჩვენება:

არ არის შესაფერისი 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

გამოყენების მეთოდი:

რეკომენდებულია 1 მლ-ის მიღება ერთხელ დღეში.

შესაფერისია 4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.

დღე-ღამეში მისაღები დოზა

რაოდენობა (1 მლ)

NRV%*

რკინა (ლიპოსომული რკინა)

8.5 მგ

61

* NRV: კვებითი საკონტროლო მნიშვნელობა

ვარგისობის ვადა:

24 თვე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილზე, 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პირველად გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 6 კვირის განმავლობაში.

შენახვის რეკომენდებული ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

სიფრთხილის ზომები:

  • არ გადააჭარბოთ დღე-ღამის რეკომენდებულ დოზას.
  • საკვები დანამატები არ ცვლის ნორმალურ კვებას.
  • ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე დაავადების ან მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • ეს არ არის მედიკამენტი. ის არ გამოიყენება დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით.

კომერციული შეფუთვა და შეფუთვის შემადგენლობა:

წარმოდგენილია 30 მლ ქარვისფერ მინის  ფლაკონში საწვეთურით.

საკვები დანამატის დამტკიცების ნომერი:

016558-16.02.2023

საწარმოო ობიექტის რეგისტრაციის ნომერი:

TR-37-K-005037

მწარმოებელი:

Natuwell Sağlık Ürünleri A.Ş.

ჩამლიკ მაჰ. პამუკ სოკ. A ბლოკი ბინა No:12-16/17

უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი

საწარმოო ობიექტი:

Hamdard Gıda İth. ve Dış Tic. Limited Şirketi

Karasapaca Köyü 2.Cadde Hamdard Binası

No: 17 Tosya O.S.B Tosya/Kastamonu/თურქეთი

წარმოშობის ქვეყანა:

თურქეთი (ძირითადი კომპონენტების წარმოშობის ქვეყანა არ არის თურქეთი)

მსგავსი პროდუქტები