პალმიტოლი 30მლ ცხვ/წვეთები

136627
-28%
მარაგშია
44.99 
32.17 
დანაზოგი: 12.82 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური მოქმედების და სხვა ეფექტების მქონე პრეპარატები ჯენერიკიD-Panthenol,Vitamin A გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
44.99 
32.17 
დანაზოგი: 12.82 ₾ (28%)

პალმიტოლი 

შემადგენლობა

ვიტამინი A  (0.01 %)

D-პანთენოლი (0.05 %)

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 20, დინატრიუმი EDTA, ბენზალკონიუმის ქლორიდი,გლიცერინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პალმიტოლი ატენიანებს და არბილებს ცხვირის ლორწოვან გარსს, ინარჩუნებს ტენიანობას; ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
პალმიტოლი ავსებს პანთოტენის მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანთოტენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში:

– მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში;

– უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას;

– მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.

გამოყენების ჩვენებები

  • ოპერაციის შემდეგ ქერქების წარმოქმნის შემცირება ,შეხორცების დაჩქარება;
  • ცხვირიდან ტრავმული სისხლდენის შემცირება;
  • ენდოსკოპიური  გამოკვლევების და ტამპონადის გაადვილება;
  • ატროფიული რინიტი (ოზენა).

უკუჩვენებები

ინდივიდუალური მგრძნობელობა  პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება

გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.  1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 4-5 ჯერ დღეში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე  12-25°C .მოარიდეთ ბავშვებს.

გამოშვების ფორმა: ფლაკონი  30მლ.

მწარმოებელი

ASPAR ILAC Kozmetik Gida Sanayi Anonim Sirketi Yakuplu Mah.

დერებოიე ქად No 4/1 Markez Beilikiduzu-სტამბოლი/ თურქეთი.