კერატოსეპტი 10მლ თვ/წვეთები

136888
მარაგშია
40.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიოფთალმოლოგიური ადგილობრივი მოქმედების სხვადასხვა ხსნარები ჯენერიკიDexpanthenol,Vit.B5 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
40.00 

კერატოსეპტი

თვალის დამატენიანებელი,  ეპითელიუმის დამცავი წვეთები

შემადგენლობა

პოლივინილის სპირტი 1.25%,

დექსპანთენოლი 5%,

ჰექსამიდინის დიისეთიონატი 0.05%,

პოლიჰექსანიდის ჰიდროქლორიდი 0.0001%,

მეთილსულფონილმეთანი,

დინატრიუმის ედეტატი,

ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი,

ერთფუძიანი კალიუმის ფოსფატი,

გაწმენდილი წყალი.

ფიზიკური და ქიმიური თვისებები

პრეპარატი არის გამჭვირვალე და უფერო;  

ყველა პროპორციით ერწყმის ლაკრიმალურ სითხეს;

აქვს განსაზღვრული pH, სიბლანტე, სრულყოფილად თავსებადია თვალის ქსოვილებთან და ლაკრიმალურ სითხესთან, აღნიშნული მიზეზით გააჩნია მაღალი თავსებადობის ხარისხი.

მოქმედება

კერატოსეპტი არის სტერილური წყალხსნარი, ჰიდროგელი, რომელიც შეიცავს:

პოლივინილის სპირტსაპოხი, დამატენიანებელი, ბლანტი-ელასტიური, ლორწოვან-წებოვანი, დამცავი მოქმედებით;

დექსპანთენოლს  მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინების კლასს, პანთოტენის მჟავას ჰომოლოგს, ქსოვილის მკვებავ ნივთიერებას, ეპითელიუმის დამცავი მოქმედებით;

ჰექსამიდინის დისეთიონატი, პოლიჰექსანიდის ჰიდროქლორიდი და დინატრიუმის ედეტატი (ანტისეპტიკები) და სხვა დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება თვალის ქსოვილებზეინსტილაციისთვის.

კერატოსეპტი შემადგენელი კომპონენტების თვისებების წყალობით, ეფექტურია, როგორც დამხმარე საშუალება რქოვანას ხელახალი ეპითელიზაციის პროცესში, კონტაქტური ლინზების, კონდიცირების, მზის რადიაციის, ხელოვნური განათების ან ტექნიკის გამოსხივებით (კომპიუტერის, ტელევიზორის და ტელეფონის ეკრანი) გამოწვეული სტრესის შემდეგ.

ამრიგად, კერატოსეპტი ასტაბილურებს საცრემლე აპკს და იცავს თვალის ზედაპირს საცრემლე აპკის დისფუნქციის ყველა, მათ შორის, თვალის მორეციდივე ინფექციების შემთხვევაში.

ანტისეპტიკის არსებობა, ოფთალმოლოგიურ ხსნარს ანიჭებს სტერილურობას, ბოთლის პირველი გახსნის შემდეგაც და თვალის ქსოვილებს იცავს გაღიზიანებისა და დაბინძურებული გარემო პირობებისგან, როგორიცაა გამონაბოლქვი, კვამლი,

მტვერი და დაბინძურებული ჰაერი; ამშვიდებს დაზიანებულ ქსოვილებს.

პრეპარატში პოლივინილის სპირტის კონცენტრაცია (1,25%) სათანადოდ იქნა შესწავლილი, რათა ხსნარს ჰქონოდა თვალის ლორწოვანი გარსის მსგავსი მახასიათებლები და ეფექტური წებოვანი, საპოხი თვისება,დამატენიანებელი, დამცავი მოქმედებით მხედველობის დაბინდვის გარეშე.

ჰიდროგელი უზრუნველყოფს კომპონენტების ხანგრძლივ მოქმედებას თვალის ლორწოვანზე, რაც ხელს უწყობს მკვებავ-ვიტამინურ ეფექტს ხელახალი ეპითელიზაციისთვის.

დამხმარე ნივთიერებებს შორის არსებული მეთილსულფონილმეთანი ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ გოგირდს. იგი არ ავლენს რაიმე სპეციფიკურ ფარმაკოლოგიურ მოქმედებას, მაგრამ აადვილებს დექსპანთენოლის შეწოვას, უჯრედული გამტარიანობის გააქტიურების გამო.

დოზირება და გამოყენების წესი

ჩაიწვეთეთ კერატოსეპტის 1-2 წვეთი თვალში, ფლაკონზე მსუბუქი ზეწოლით.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კერატოსეპტის ჩაწვეთება 2-3-ჯერ

ან მეტჯერ დღეში.

სიფრთხილის ზომები

მეოთხეული ამონიუმის მარილების არარსებობის გათვალისწინებით, კერატოსეპტის გამოყენება ასევე შესაძლებელია რბილი და ხისტი კონტაქტური ლინზების მატარებელი პირებისთვის;

- არ შეეხოთ თვალს საწვეთურის წვერით;

- არ გამოიყენოთ თვალის ინფექციების მიმდინარეობისას;

- არ გამოიყენოთ ერთდროულად თვალის სხვა წვეთებთან ერთად:

(თვალის სხვა წვეთებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია

ჩაწვეთებებს შორის დაიცვათ დროის ინტერვალი.)

- არ გამოიყენოთ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ შეუთავსებლობის შემთხვევაში;

- არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის

გასვლის შემდეგ;

- პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ბოთლის პირველი გახსნიდან 30

დღის განმავლობაში.

შენახვა

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაცულ ადგილას.

შეფუთვა

10 მლ ბოთლი.

კერატოსეპტი არის სამედიცინო მოწყობილობა.

შენიშვნა: მოწყობილობის ფორმულა დაცულია იტალიური პატენტით.

მწარმოებელი

BRUSCHETTINI S.R.L - ისონზოს ქ. 6 – 16147 გენუა (იტალია) ქარხანა ბრუსკეტინი.