ვისკოფლუ 20მლ ორალ/სპრეი

136900
მარაგშია
34.90 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიPropolis,Grapefruit extr გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
34.90 

ვისკოფლუ

ორალური სპრეი 

შემადგენლობა

20 მლ ბოთლი შეიცავს:

ექტოციკლინ PROg 6.4 გ (პროპოლისის და გრეიფრუტის ჰიდროგლიცერული ექსტრაქტი 6.0 გ, ექტოინი 0.4 გ);

გასუფთავებული წყალი;

გლიცერინი;

ლიმონის არომატიზატორი;

პიტნის არომატიზატორი;

სტაბილიზატორი: ლიმონმჟავა; ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვისკოფლუ ორალური სპრეი წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება  პირის ღრუს ლორწოვანის დასაცავად და აღსადგენად მასში შემავალი კომპონენტების ფიზიკო-ქიმიური მოქმედების გზით.

პროპოლისის და გრეიფრუტის ჰიდროგლიცერული ექსტრაქტი სინერგისტულად მოქმედებს პროპოლისის ფისოვან ფრაქციაზე, რომელსაც შეუძლია დამცავი ბარიერის წარმოქმნა ანთებითი პროცესის დროს დაზიანებულ ლორწოვან მემბრანებზე.

გრეიფრუტის ბიოფლავონოიდებს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება. სპრეის გამოყენება იცავს ხახის და პირის ღრუს ლორწოვან გარსს ანთებითი პროცესებისგან და პათოგენებისგან.

ექტოინი არის ორგანული ნივთიერება, რომელიც იერთებს წყლის მოლეკულებს და აქვს დამატენიანებელი და დამარბილებელი ეფექტი.

ჩვენება

ვისკოფლუ ორალური სპრეი ექტოციკლინ PROg ბაზაზე დამზადებულია რომელიც არის პროპოლისის, გრეიფრუტის ექსტრაქტის და ექტოინის შენაერთი.

ვისკოფლუ ორალური სპრეი მოწოდებულია დამცველობითი და აღდგენითი მკურნალობისთვის ხახის და პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი პროცესების დროს.

უკუჩვენება

ვისკოფლუ ორალური სპრეის გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

უკუნაჩვენებია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უკუნაჩვენებია ასთმით დაავადებულ პაციენტებში და მათში, ვინც ალერგიულია პროპოლისის მიმართ.

ვისკოფლუ ორალურმა სპრეიმ  შეიძლება შეანელოს ან შეაფერხოს ზოგიერთი მედიკამენტის შეწოვა, რადგან მასში შემავალი გრეიფრუტის ექსტრაქტი აინჰიბირებს გარკვეული მედიკამენტების მეტაბოლიზმისთვის საჭირო ფერმენტ CYP 450-ს.

გაიარეთ კონსულტაცია ვისკოფლუ ორალური სპრეის გამოყენებამდე, თუ იღებთ სისხლის შედედებაზე მოქმედ მედიკამენტებს (ასპირინი, კლოპიდოგრელი, დალთეპარინი, ენოქსაპარინი, ჰეპარინი, თიკლოპიდინი, ვარფარინი და სხვა), ციკლოსპორინს და სიმვასტატინს.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით იმ პირებში ვინც ალერგიულია ფუტკრის ნაკბენის ან ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გააღიზიანოს პირის ღრუს ლორწოვანი ან გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა, გასტროინტესტინური დარღვევები. ორალური სპრეის გამოყენების წინ რეკომენდებულია, კონსულტაცია გაიაროთ  მკურნალ ექიმთან. პროპოლისის და გრეიფრუტის ჰიდროგლიცერული ექსტრაქტის მაღალი კონცენტრაციის გამო, აპლიკაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს წვის შეგრძნება. აღნიშნული ეფექტი გაივლის რამოდენიმე წამის განმავლობაში. ანოტაციის მიხედვით რეკომენდაციების გათვალისწინება თავიდან აგვარიდებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

გამოყენების წესი და დოზირება

გამოშვების ფორმაშიადისპენსერი დალუქულ პაკეტში.

მოარგეთ დისპენსერი ბოთლს, მოხადეთ  დამცავი თავსახური და გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

რეკომენდებული დოზირებაა:

ბავშვებში 3-დან 6 წლამდე:  1-2 შესხურება პირის ღრუში დღეში 3-ჯერ.

მოზრდილები და ბავშვები 6 წლიდან: 1-2 შესხურება პირის ღრუში, დღეში შეიძლება გამეორება 5-ჯერ.

ლოკალური დაზიანების შემთხვევაში დაიტანეთ უშუალოდ დაზიანებულ უბანზე. პატარა ჩანართების შესაძლო არსებობა განპირობებულია კომპონენტების მაღალი კონცენტრაციით და გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე.

რეკომენდებული არ არის 10 დღეზე მეტი ხნით გამოყენება. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკური სიმპტომების სიმწვავეზე. მკურნალობა შეიძლება განმეორდეს წელიწადში რამდენიმეჯერ, მკურალობის კურსებს შორის მინიმუმ ერთ კვირიანი შუალედების დაცვით. ვარგისია გახსნიდან 2 თვის  განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები

პროპოლისის და გრეიფრუტის ჰიდროგლიცერული ექსტრაქტის მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება შესხურებისას გამოიწვიოს ბუნებრივი წვის შეგრძნება. აღნიშნული ეფექტი გაივლის რამდენიმე წამის განმავლობაში. ანოტაციის მიხედვით რეკომენდაციების გათვალისწინება თავიდან აგვარიდებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

სიფრთხილის ზომები

სპრეის ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ დისპენსერი. მოარგეთ დამცავი თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ტოპიკური პროდუქტის პროლონგირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. თუ ეს ეფექტი გამოვლინდა, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

სითხე არ გადაყლაპოთ. მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას.

ერთი და იგივე ბოთლის (დისპენსერის) გამოყენება რამდენიმე ადამიანის მიერ განაპირობებს ინფექციის ტრანსმისიას.

გამოშვების ფორმა

სითხე20 მლ შუშის ბოთლში, დისპენსერით დალუქულ პაკეტში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას,  სითბოს, სინათლის და ტენისგან მოშორებით. ვარგისობის ვადის განმავლობაში აუცილებელია პროდუქტის სწორად შენახვა.

განადგურება

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის კონტროლის შესაბამისად.

მწარმოებელი

Pharmaline S.R.L.

Via Bertani 2, Milano,Italy.