პრეგნა-5 #30კაფს

126587
მარაგშია
55.67 
+
ჯენერიკი*** გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
55.67 

პრეგნა-5

სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტები!

გამოიყენება:

l  ორსულობის დაგეგმვის

l  ორსულობის სამივე ტრიმესტრის

l  ძუძუთი კვების დროს

მიიღება : 1 კაფსულა ერთჯერ დღეში ჭამის შემდეგ

საქართველოში ყოველწელს

საშუალოდ იბადება 45 946 ჯანმრთელი ახალშობილი

ჩვენ ვეხმარებით მათ მოევლინონ ამ ქვეყანას ჯანმრთელები

შემადგენლობა:

ვიტამინი D3 2000 ს.ე

ვიტამინი D3 – არის «მზის ვიტამინი», ის გამომუშავდება კანის უჯრედების მიერ, მზის სხივების ზემოქმედებით და პრაქტიკულად არ გვხვდება საკვებში.

ვიტ. D3 უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას საკვებიდან, ის ასევე უზრუნველყოფს ჯანმრთელ, მყარ კბილებსა და ძვლებს ორსულებში. ვიტ. D3 საკმარისი რაოდენობა აუცილებელია ნორმალური ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის ნაყოფში და რაქიტის პროფილაქტიკისთვის ახალშობილებში. ვიტ. D3 მოქმედებს ნაყოფის განვითარების პროგრესირებაზე და ბავშვის ორგანიზმის ფორმირებაზე ახალშობილობის პერიოდში. დადგენილია, რომ ბავშვები, ვის დედებსაც ორსულობისას ჰქონდა ნაკლებობა ვიტ.D3 -ის სისხლში, ყველაზე ხშირად არიან ქრონიკული დაავადებებით მოავადენი, ისეთი როგორიც არის ასთმა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი I, ჰიპოკალცემია.

ვიტ.D3-ის პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებული დოზა, ქალებში რეპროდუქციულა ასაკში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში არის 2000 ს.ე.დღე-ღამეში (50 მკგ)1

ფოლატები  800მკგ (ფოლიუმის მჟავა 400მკგ და აქტიური ფოლატი 400მკგ)

პრეკონცეფციური მომზადების და ორსულობის დროს, მოთხოვნა ფოლიუმის მჟავაზე მატულობს. ფოლატების საკმარისი რაოდენობა აუცილებელია ცილების, ლიპიდების, დნმ-ის და რნმ-ის სინთეზისთვის. ამავე დროს, ფოლატების მიღება პრეკონცეფციური მომზადების ეტაპზე და ორსულობის დროს, მნიშვნელოვნად ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტებს, თანდაყოლილ მანკებს და გულის თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს.,6

ფოლატების დაბალი კონცენტრაცია იწვევს სისხლში ტოქსიური ჰომოცისტეინის მატებას, რომელიც ასოცირდება, ორსულობის სპონტანური შეწყვეტის რიცხვის მატებასთან, მოსალოდნელ ნაადრევ მშობიარობასთან, პრეეკლამფსიასთან და ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების რიცხვის მატებასთან.

ფოლატების საკმარისი რაოდენობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როცა ფოლატების ფერმენტული ციკლი ნორმალურად ფუნქციონირებს. ყველაზე საკვანძო გამშვები მექანიძმი ფოლატური ციკლის კი არის ფერმენტი მეთილტეტრაჰიდროფოლატრედუქტაზა. ის გარდაქმნის ბიოლოგიურად არა აქტიურ ფოლიუმის მჟავას, ბიოლოგიურად აქტიურ 5 მეთილტეტრაჰიდროფოლატად.

ქალების 30-40%-ს აღენიშნება  C677T პოლიმორფიზმი და მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება ამ დროს ფოლიუმის მჟავის აუთვისებლობა საკვებიდან და ბიოლოგიურად აქტიური დანამატებიდან.

პრეგნა-5-ის შემადგენლობაში შემავალი ფოლიუმის მჟავას წყალობით, რომელიც არის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმაში და აქვს 100% ბიოშეღწევადობა, 1 კაფსულა პრეგნა-5 ქალებში უზრუნველყოფს, საჭირო რაოდენობის ფოლატებით, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ქალს ფოლატური ციკლის დარღვევა !!!

პრეგნა-5 შეიცავს 800 მკგ ფოლატებს: 400 მკგ ფოლიუმის მჟავას და 400 მკგ ლევოფოლიუმის მჟავას, რაც შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული დოზას და დამტკიცებულიაა ევროპულ და ამერიკულ პროტოკოლებში.

რკინა 30 მგ

WHO-ის მონაცემებით, რკინადეფიციტური ანემია გვხვდება ორსულთა 20%- დან 80%-ში.

ორსულობის ბოლოს პრაქტიკულად ყველა ქალს აქვს რკინის ფარული დეფიციტი, ხოლო 1/3-ში ვითარდება რკინადეფიციტური ანემია

ყოველი ორსულობის, მშობიარობის და ლაქტაციის დროს რკინის კარგვა შეადგენს 700-900 მგ-დან 1 გრამამდე17

პრეგნა-5-ის შემადგენლობაში შედის ფერონილი™ - ელემენტარული რკინა  (ქიმიური ფორმულა Fe), სუფთა რკინის იდეალური წყარო მინიმალური მეტალის გემოთი და საუკეთესო ბიოშეღწევადობით, რომელიც დამტკიცებულია კვლევებით.

ფერონილის უპირატესობაтм (ელემენტარული რკინა):

  • რკინის მაღალი შემცველობა – 98%
  • მაღალი ბიოშეღწევადობა – 69%
  • ნაწილაკების უმცირესი ზომა – 7-9 მკმ
  • დაბალი მოლეკულური წონა, რომელიც განაპირობებს რკინის მინიმალური რაოდენობის მიღებით, მაქსიმალურ შედეგის მიღებას.
  • ნულოვანი ზღვარი დაჟანგვის მას არ გარდაქმნის იონურ ფორმად პირის ღრუში.
  • კუჭში მარილმჟავას მოქმედებით გარდაიქმნება ადვილად შეწოვად იონურ ფორმაში. შეწოვის პროცესი გრძელდება 45-60 წთ, რაც ამცირებს იონების მავნე ნარჩენების წარმოშობის რისკს.
  • აქვს უსაფრთხოების სერტიფიკატი FDA - Generally Recognised As Safe (GRAS)

• არ ეცვლება კბილებს შეფერილობა

• არ აქვს რკინის გემო

• არ აღიზიანებს კუჭნაწლავის ტრაქტს და არ იწვევს კუჭის ტკივილს

• არ იწვევს შეკრულობას და დიარეას

• არ ცვლის ნაწლავის მიკროფლორას

პრეგნა -5 შეიცავს 30 მგ ელემენტარულ რკინას, რომელიც შეესაბამება სადღეღამისო ნორმას ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

იოდი  200 მკგ

იოდი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვალის ჰორმონის ძირითად კომპონენტს.

იოდის საკმარისი მოხმარების კონტროლი აუცილებელია რისკ-ჯგუფებში- ბავშვებში, მოზარდებში და ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

WHO, UNICEF და საერთაშორისო კავშირის მიერ იოდდეფიციტური დაავადებების პრევენციისთვის რეკომენდირებული იოდის ყოველდღიური დოზა არის 200 მკგ .

პრეგნა-5 შეიცავს 200 მკგ იოდს, რაც შეესაბამება თანამედროვე ევროპულ რეკომენდაციებს.

DHA  250მგ

DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავაა ომეგა 3 ჯგუფის და მიეკუთვნება შეუცვლელ ცხიმოვან მჟავეებს. DHA- ს მთავარი წყარო -არის ცივი წყლების ცხიმოვანი თევზი და ზღვის პროდუქტები.

DHA-ს გავლენა ბავშვზე

დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA ) არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბავშვის ტვინისა და მხედველობის განვითარებისთვის:

  • DHA უზრუნველყოფს ტვინის ნორმალურ ფორმირებას და ფუნქციონირებას, მახსოვრობას და ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და განვითარებას.
  • DHA აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის, მხედველობის ანალიზატორის ჩამოყალიბებისთვის და ნაყოფში მხედველობის ფორმირებისთვის9,10
  • დედის რძით მიღებული DHA უზრუნველყოფს ახალშობილის კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას, ყურადღების კონცენტრაციას და ემოციური სტაბილურების ჩამოყალიბებას11

DHA -ს გავლენა დედაზე

  • DHA აწესრიგებს არტერიულ წნევას12,13
  • ქალებში ვინც ღებულობდა DHA- ს, ძირითად ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა შემცირდა 44 %-ით.
  • DHA უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომ აღდგენითი პროცესების დაჩქარებას და იცავს მშობიარობის შემდგომი დეპრესიისგან.15

პრეგნა-5შეიცავს 250 მგDHA-, რაც რეკომენდირებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რომელიც იკვლევს ცხიმოვან მჟავებს და ლიპიდებს (International Society for the Study of Fatty Acids and Lipids, ISSFAL) ორსულობის  და ლაქტაციის პერიოდში.

1 კაფსულის შემადგენლობა:

  • თევზის ქონი 362,4 მგ, მათ შორის დეკოზაჰექსაენის მჟავა
  • (DHA) 250,0 მგ,
  • ელემენტარული რკინა 30,0 მგ,
  • ფოლატები 800,0 მკგ, მათ შორის

-          ფოლიუმის მჟავა 400,0 მკგ

-          ლევოფოლის მჟავა 400,0 მკგ,

  • იოდი (კალიუმის იოდიდი) 200,0 მკგ,
  • ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 50,0 მკგ (2000 ს.ე)