პროჯერმილა 2მლდ/5მლ#10ორალ/სუსპ

137026
მარაგშია
22.97 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატები ჯენერიკიBacillus clausii * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
22.97 

პროჯერმილა

სამკურნალო პროდუქტის დასახელება: პროჯერმილა.

 

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

პერორალური სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:

Bacillus clausii სპორები ……….2 x 109 cfu

საინექციო წყალი……………. 5 მლ-მდე

 

ფარმაცევტული ფორმა

პერორალური სუსპენზია.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდიარეული მიკროორგანიზმები.

ათქ კოდი: A07FA01.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პერორალურად მიღებისას, Bacillus clausii სპორები, მათი მაღალი რეზისტენტობის გამო, როგორც ქიმიური, ასევე ფიზიკური აგენტების მიმართ, კვეთს მჟავე კუჭის წვენის ბარიერს და აღწევს ნაწლავის ტრაქტამდე, სადაც ისინი გარდაიქმნება მეტაბოლურად აქტიურ ვეგეტატიურ უჯრედებად. პროჯერმილას მიღება ხელს უწყობს ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენას, რომელიც იცვლება სხვადასხვა წარმოშობის ნაწლავის მიკრობული დისბალანსის დროს. გარდა ამისა, ვინაიდან Bacillus clausii-ს შეუძლია წარმოქმნასს სხვადასხვა ვიტამინები, კერძოდ, B ჯგუფის ვიტამინები, ის ხელს უწყობს ანტიბიოტიკებითა და ზოგადად ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული დისვიტამინოზის კორექტირებას.

გარდა ამისა, ანტიბიოტიკების მიმართ ხელოვნურად გამოწვეული ჰეტეროლოგიური რეზისტენტობის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს თერაპიული საფუძვლის შექმნას ნაწლავის მიკრობული ფლორის ცვლილების პრევენციისთვის, ანტიბიოტიკების, განსაკუთრებით ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების, შერჩევითი მოქმედების შემდეგ, ან მისი ბალანსის აღდგენას.

ანტიბიოტიკებისადმი აღნიშნული რეზისტენტობის გამო, პროჯერმილა შეიძლება დაინიშნოს ანტიბიოტიკის ორ დოზას შორის ინტერვალში. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა ეხება: პენიცილინს, ცეფალოსპორინებს, ტეტრაციკლინებს, მაკროლიდებს, ამინოგლიკოზიდებს, ნოვობიოცინს, ქლორამფენიკოლს, თიამფენიკოლს, ლინკომიცინს, იზონიაზიდს, ციკლოსერინს, რიფამპიცინს, ნალიდიქსინის მჟავას და პიპემიდის მჟავას.

 

ფარმაკოკინეტიკა

Bacillus clausii-ის კონცენტრაციამ მაქსიმუმს მიაღწია მკურნალობის მხოლოდ ერთი დღის შემდეგ და თითქმის უცვლელი იყო მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

 

ჩვენებები

– პრობიოტიკული თერაპია ნაწლავური ფლორის დარღვევებისა და ვიტამინების ენდოგენური მალაბსორბციის დროს;

– დამხმარე მკურნალობა ანტიბიოტიკებით ან ქიმიოთერაპიით დაზიანებული ნაწლავური ფლორის აღსადგენად;

– ინტოქსიკაციის ან ნაწლავური ფლორის დარღვევებით და ვიტამინის მალაბსორბციით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ქრონიკული და მწვავე დარღვევები ბავშვებში. 

 

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილები: 2-3 ამპულა დღეში.

ბავშვები (2-დან 11 წლამდე): 1-2 ამპულა დღეში.

მეძუძური ჩვილები: 1-2 ამპულა დღეში.

პროჯერმილა მიიღება პერორალურად, ამპულის შემცველობა უნდა გაიხსნას რძეში, ტკბილ წყალში, ფორთოხლის წვენში ან ჩაიში. მისი გამოყენება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, არ გამოიყენება ინექციის გზით.

 

უკუჩვენებები

პირები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალერგია პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.

 

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პროჯერმილას მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ორალური გამოყენებისთვის. არ შეიძლება მისი შეყვანა ინექციით ან სხვა გზებით. პრეპარატის არასწორმა გამოყენებამ გამოიწვია მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი. ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს მპროჯერმილა იიღეთ ანტიბიოტიკის მიღებებს შორის.

თუ შეამჩნევთ ამპულაში მცირე ნაწილაკების არსებობას, ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქტი დაზიანებულია, რადგან ეს არის უბრალოდ დაგროვილი Bacillus clausii სპორები. ამიტომ, გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს ექიმის რჩევის გარეშე. გამოიყენეთ მხოლოდ მკურნალობის მოკლე პერიოდებში.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ჩივილები განმეორდება ან თუ შეამჩნიეთ  რაიმე სახის ცვლილება მის მახასიათებლებში.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

შეუთავსებლობები ცნობილი არ არის.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.

პროჯერმილასა და სხვა პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების მონაცემები არ არის აღმოჩენილი.

 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ  ხართ ორსულად, შესაძლოა ორსულად იყოთ, გეგმავთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავთ, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პროჯერმილა უსაფრთხოა ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

 

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პროჯერმილა არ ახდენს ან უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

არასასურველი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

დაფიქსირდა შეტყობინებები ალერგიული რეაქციების შესახებ (ჰიპერმგრძნობელობა), მათ შორის კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება.

 

დოზის გადაჭარბება

პროჯერმილას შემთხვევით გადაყლაპვის/დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

 

შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვადის გასვლის“ შემდეგ.

ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა ვრცელდება პროდუქტზე, როდესაც ის არის ხელუხლებელი, სათანადოდ შენახული შეფუთვაში.

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

 

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ ის სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც აღარ იღებთ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

პროჯერმილას გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

 

შენახვის ვადა

24 თვე წარმოების დღიდან.

 

კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

პროჯერმილა წარმოდგენილია პერორალური სუსპენზიის სახით.

შეფუთვა შეიცავს 10-40 ამპულას x 5 მლ/ამპულას.

ყუთში 2 ბლისტერი x 5 პლასტმასის ამპულა x 5 მლ/ამპულა

ყუთში 4 ბლისტერი x 5 პლასტმასის ამპულა x 5 მლ/ამპულა

ყუთში 6 ბლისტერი x 5 პლასტმასის ამპულა x 5 მლ/ამპულა

ყუთში 8 ბლისტერი x 5 პლასტმასის ამპულა x 5 მლ/ამპულა

 

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Rich Pharma LP., გაერთიანებული სამეფო

 

მწარმოებელი

HA NOI CPC1 PHARMACEUTICAL JOINT STOCK COMPANY

Ha Binh Phuong Industrial Zone,

Van Binh Commune,

Thuong Tin District, Ha Noi City, Viet Nam.