ეპიდერმ-X 75მლ გელი

137237
-29%
მარაგშია
47.98 
34.30 
დანაზოგი: 13.68 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო და სხვა მოქმ. მქონე პრეპ. ჯენერიკიAllantoin,oleum Hippophae,olivare,Silver გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
47.98 
34.30 
დანაზოგი: 13.68 ₾ (29%)

ეპიდერმ-X

შემადგენლობა

  • ალანტოინი - 5 %  75 მლ
  • ნანო იონიზირებული ვერცხლი 75მლ/35ppm
  • ჰიპოქლორიტი ( HCLO) 0.05 %
  • ქაცვის ზეთი  35 %
  • ზეითუნის ზეთი 10

 

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 20.

 

პროდუქტის თვისებები

ალანტოინი  აქტიური ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია კერატოლიზური, დამატენიანებელი, დამამშვიდებელი,გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებები. იგი ხელს უწყობს ეპიდერმისის უჯრედების განახლებას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. ალანტოინი არის უსაფრთხო და არაგამაღიზიანებელი, უაღრესად თავსებადია კანთან და კოსმეტიკურ ნედლეულთან, არ ახასიათბს გვერდითი რეაქციები და ტოქსიკურობა. ალანტოინი ძლიერ აღმდგენია, უჯრედების განახლებადი ნივთიერებაა და ხელს უწყობს ნაწიბუროვანი ქსოვილების აღდგენას. მას  მაღალი ეფექტი აქვს კანზე ლაქების მოსაშორებლად,  ეხმარება დამწვრობას ნაწიბურების მოცილებას ოპერაციის შემდგომ ნაკერ ადგილებზე.

 

ვერცხლი იონების სახით მეტად აქტიურად მოქმედებს სხვა სახის იონებთან და მოლეკულებთან. მისი მცირე კონცენტრაცია სასარგებლოა, რადგანაც ის  ბევრ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს.  ასევე დადგენილია, რომ ვერცხლის იონების მცირე კონცეტრაცია ხელს უწყობს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ამაღლებას სხვადასხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ.

 

ჰიპოქლორიტი გამოიყენება კანის სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ. კვლევამ დაადასტურა რომ მკურნალობის 20 წუთის შემდეგ სტაფილოკოკური ბაქტერიების რაოდენობა შემცირდა 99%-ით .

 

ქაცვის ზეთი – შემადგენლობაში შემავალი  ინგრედიენტების გამო  ქაცვის  ზეთი არ აშრობს კანს. წყალთან შეხებისას ზეთი გადაიქცევა მსუბუქ თეთრ ემულსიად, რომელიც მთლიანად წმენდს კანს, არ ტოვებს სიმშრალის შეგრძნებას.

ზეითუნის ზეთი – ზეითუნის ზეთის მაღალი კონცენტრაცია  კანზე დადებით გავლენას

ახდენს.  ზეთი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, ზეთისხილის ზეთი სრულიად ჰიპოალერგიულია.

 

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადებების დროს.

 

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებიმიერი კომპონენტის მიმართ.

 

გამოყენების წესი და დოზირება

გელი წაისვით საჭირო ადგილას 2-3 დღეში.

 

შეფუთვის ფორმა

75 მლ პლასტმასის ფლაკონში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე მშრალ სინათლისგან დაცულ,ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა

3 წელი.

 

მწარმოებელი

FITO LAB პოლონეთი.

 

 

მსგავსი პროდუქტები