კალსი მელი 150მლ სიროფი

137239
მარაგშია
33.46 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიცხიმში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიVit.D3,Miner.Ca,Mg,Zn გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
33.46 

კალსი მელი

 

შემადგენლობა

5მლ ბანანის არომატით

კალციუმის ციტრატი (300მგ სუფთა კალციუმი) 3735 მგ,

მაგნიუმის ჰიდროქსიდი (ექვივალენტი 150მგ სუფთა მაგნიუმი) 360მგ

თუთიის გლუკონატი (ექვივალენტი 6მკგ სუფთა თუთია) 41.8 მგ

ქოლეკალციფეროლი 400 სე

 

დამხმარე ნივთიერებები: დეონიზებული წყალი, სორბიტოლი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის  ბენზოატი, შაქრის სიროფი.

 

თვისებები

კალციუმის ციტრატი – ორგანიზმში არსებული კალციუმის თითქმის 99% თავმოყრილია ძვლებსა და კბილებში. იგი D3-თან ერთად უზრუნველყოფს ნებისმიერ ასაკში ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. კალციუმი პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი ახდენს ენერგეტიკული ცვლისა და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, ასევე წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს. კალციუმი ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. კალციუმი D3-თან ერთად ხელს უწყობს ქალბატონებში პოსტმენოპაუზის დროს მინერალური ბალანსის შენარჩუნებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში კალციუმის დეფიციტი იწვევს რაქიტის და ოსტეომალაციის განვითარებას. კალციუმის დეფიციტი იწვევს კუნთების სპაზმს, რაც ქვედა კიდურების კრამპით ვლინდება.

ვიტამინი D3  – უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას. მისი ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას.ვიტამინი D3 უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას და ძვლის  რეზორბციას 

(ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა).

თუთიის გლუკონატი – თუთია გვხვდება ყველა უჯრედში. იგი ორგანიზმში ყველა სხვა ელემენტზე უფრო ხშირად გვევლინება ფერმენტების კოფაქტორად. იგი ჩართულია ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცილების და დნმ-ის სინთეზში, ძვლის მეტაბოლიზმსა და ანტიოქსიდაციურ სისტემებში. თუთია აუცილებელია ბიომემბრანების და ყველა ქსოვილის სინთეზისთვის. იგი დნმ-ის ტრანსკრიფციული ფაქტორის შემადგენელი ნაწილია. თუთია აუცილებელია იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის. თუთიის ნაკლებობა ორსულობის დროს ასოცირებულია აბორტის, ნაადრევი მშობიარობის, ტერატოგენობის გაზრდის რისკთან.

მაგნიუმის ჰიდროქსიდი – მაგნიუმი მინერალია, რომელიც დიდ როლს თამაშობს ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებაში.

ორგანიზმში 300-ზე მეტი ქიმიური რეაქცია  ამ მინერალზეა დამოკიდებული. მაგნიუმის გარეშე კუნთები გამართულად ვერ ფუნქციონირებს, ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესი. მაგნიუმი ასევე ინარჩუნებს გულის რიტმის სტაბილურობას, სისხლში შაქრის ნორმალურ დონეს და სახსრების სიჯანსაღეს. ის ეხმარება ორგანიზმს დნმ-ის გამომუშავებაში. ორგანიზმი მაგნიუმს ვერ გამოიმუშავებს. ასაკის მატებასთან ერთად და ორსულობისას იზრდება მაგნიუმზე მოთხოვნილება

 

ჩვენებები

  • კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სისტემური დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი;
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;
  • კარიესის პროფილაქტიკა;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • კოფეინის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.

 

უკუჩვენებები

ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

 

გამოყენების ინტრუქცია და დოზირება

 4-14  წლის ბავშვებისთვის 5მლ სიროფი 1-ჯერ დღეში.

14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის რეკომენდებულია  5მლ 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

დოზა და ასაკობრივი  ზღვარი  შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ექიმის რჩევით.

 

გაფრთხილება

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი  არ არის წამალი.

 

  1. ეს არ არის წამალი.
  2. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
  3. საკვები დანამატი არ ცვლის ნორმალურ კვებას.
  4. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  5. ორსულობისა და ლაქტაციის, ავადმყოფობის ან მედიკამენტების გამოყენებისას მიმართეთ ექიმს.

 

ვარგისობის ვადა

 2 წელი, არ მიიღოთ ვარგისიობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის  მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა

150 მლ მინის ფლაკონში, მუყაოს კოლოფში.

 

მწარმოებელი

Fito lab MMC.