მარინბერი 200მლ სიროფი

137752
მარაგშია
42.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიOmega-3(EPA,DHA)Vit.E,Lutein,Se,Crocus გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
42.00 

მარინბერი

სიროფი

საკვები დანამატი

შემადგენლობა

ომეგა 3 ......................... 700 მგ

DHA ....................... 420 მგ

EPA ........................ 280 მგ

ლუთეინი ...................... 10 მგ

ზაფრანა ....................... 50 მკგ

მოცვი ........................... 100 მგ

სელენი ......................... 20 მკგ

ტოკოფეროლი ........ 1000 მკგ

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, გაწმენდილი წყალი.

 

ლუეინიმეტსახელად "თვალის ვიტამინი" კაროტინოიდული ანტიოქსიდანტის ტიპს წამოადგენს, რომელიც იცავს თვალის ქსოვილს სინათლის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ხსნის თვალის დაძაბულობას და აუმჯობესებს მხედველობას. გარდა თვალისა, ლუთეინი აუმჯობესებს მოზარდის კანისა და გულის განვითარებას.

ზაფრანაახასიათებს მატონიზებელი მოქმედება, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, მეხსიერებას, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას რესპირაციული ინფექციების მიმართ. ასევე, ახასიათებს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და მხედველობის სისტემებზე.

მოცვი – შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს – ანთოციანოზიდებს, რომელიც აუმჯობესებს უჯრედული მემბრანის სტრუქტურას, სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლის სტრუქტურას, ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, ხელს უშლის კოლაგენის დაშლას და ამკვრივებს კოლაგენის შემცველ ქსოვილებს, როგორიცაა მყესები, იოგები და ხრტილები. აძლიერებს ბადურის პიგმენტის წარმოქმნას, მხედველობის ნერვს იცავს დეგენერაციული პროცესებისაგან და აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში. მოცვი ასევე მდიდარია ტანინებით, რომლებიც ხასიათდება  ანთების საწინააღმდეგო და ანტიდიარეული მოქმედებით.

სელენი – ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს სეზონური დაავადებებისგან. სელენი შეუცვლელი მინერალია ორგანიზმისთვის და ხელს უწყობს  გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში.

ტოკოფეროლი  – მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში. ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და კაპილარულ სისხლჩაქცევებს. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებასა და ფუნქციონირებისათვის.  ტოკოფეროლს ასევე გააჩნია ანტიათეროგენული, ანტიკოაგულაციური, ნეიროპროტექტორული, ანტივირუსული და იმუნომოდულატორული მოქმედება.

ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავები – ტვინისთვის შეუცვლელი „სამშენებლო მასალა“, ხელს უწყობს კონცენტრაციისა და მეხსიერების უნარის გაუმჯობესებას, ამცირებს ჰიპერაქტივობის სინდრომის განვითარების რისკს. აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას. EPA და DHA სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისთვის.  

 

გამოყენება

–         ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, განვითარების ჩამორჩენის დროს;

–         ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, მეხსიერების დაქვეითება, ასთენია;

–         იმუნური სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის;

–         ჰიპერაქტივობის სინდრომის შემცირება;

–         ემოციური ლაბილობა, ნერვასთენია, ინტერნეტდამოკიდებულება;

–         თვალის ფუნქციის გაძლიერებისა და მხედველობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის.

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.

 

მიღების წესი და დოზირება

1 წლამდე ბავშვები

1 ჩაის კოვზი ერთხელ დღეში

1-6 წლამდე ბავშვები 

1 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში

6 წლიდან ზემოთ ბავშვები და მოზრდილები

2 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში

 

გაფრთხილება

გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ. მიიღება ჭამის შემდეგ.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, მზისგან დაცულ ან გრილ ადგილას. გახსნის შემდეგ პროდუქტი მოხმარებული შეიძლება იქნას  1 თვის განმავლობაში.

 

გამოშვების ფორმა:200 მლ ბოთლში მზომი კოვზით ან ჭიქით.

 

ვარგისობის ვადა:2 წელი

 

მწარმოებელი

BION CORPORATION LTD.,

167-169 დიდი პორტლენდის ქუჩა,

ლონდონი, ინგლისი, W1W 5PF.

www.eubion.eu

 

ექსკლუზიური იმპორტიორი

შპს ნუვეა ფარმაცევტიკალსი

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი N6/96,

თბილისი 0179, საქართველო.

მსგავსი პროდუქტები