ევა ინტიმა მენო-კონტროლ#10ვ/კრ

137561
მარაგშია
62.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგინეკოლოგიური სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიCollagen,Hyalur.ac,Vit.B3,C,E გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
62.00 

ევა ინტიმა მენო-კონტროლი

ვაგინალური კრემი

ევა ინტიმა მენო-კონტროლი აღადგენს და ხელს უწყობს  საშოს, პერიგენიტალური და  პერინეალური  ქსოვილების ელასტიურობას.

ევა ინტიმა მენო-კონტროლი, ვაგინალური კრემი შეიცავს კოლაგენს, რომელიც წარმოადგენს პერინეალური შემაერთებელი ქსოვილის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს; კოლაგენის შემცველობა უზრუნველქოფს ევა ინტიმა მენო-კონტროლის ეფექტებს: აღადგენს საშოს, პერიგენიტალური და პერინეალური  ქსოვილების ელასტიურობას/დრეკადობას/მოქნილობას. ჰიალურონის და ანტიოქსიდანტური კომპონენტების (ვიტამინი B3, C, E) შემცველობა კი უზრუნველყოფს ქსოვილების დამატებით დაცვას.

ევა ინტიმას ვაგინალური კრემის მენჯის  ვარჯიშებთან  (კეგელის ვარჯიშები) ერთდროული  გამოყენება აძლიერებს კუნთოვან ტონუსს და ზოგადად, ზრდის  მგრძნობიარე მიდამოების მექანიკურ სიძლიერეს.

 

დოზირება

დასაწყისში: თითო აპლიკატორი დღეში ერთხელ  7 დღე.

შემდგომში: 1 აპლიკატორი კვირაში 2-3 -ჯერ  11 თვე.

სასურველია კურსის გამეორება წელიწადში 2-3 ჯერ.

 

გამოყენების ინსტრუქცია

  1. გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები.
  2. დაიჭირეთ ტუბი ფართო ბოლოთი იატაკის მიმართულებით, შეანჯღრიეთ რამდენიმეჯერ, ისე, რომ შიგთავსი გადავიდეს თავაკისკენ.
  3. ტუბი გეჭიროთ  თავაკით ქვევით და მოხსენით თავსახური.
  4. თავაკი მოათავსეთ ღრმად საშოში, ამის გაკეთება უმჯობესია დაწოლილ მდგომარეობაში. ტუბს ხელი მოუჭირეთ  მაგრად, ისე, რომ შიგთავსის უმეტესი ნაწილი გადმოიღვაროს. ტუბი გამოიღეთ ხელმოჭერილ მდგომარეობაში.
  5. ტუბში დარჩენილი რაოდენობა ნაზი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ბაგეებზე და პერინეალურად. გამოყენების შემდეგ  ტუბი გადააგდეთ. 

 

სიფრთხილის ზომები

  • მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის;
  • არ გამოიყენოთ ჭრილობების და გაღიზიანების დროს;
  • შეინახეთ მშრალ, გრილ  (15-250C) ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
  • არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ;
  • გვერდითი მოვლენების გაჩენისთანავე შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს;
  • არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

მწარმოებელი

IOLIA AND IRENE TSETI

PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A.

INTERMED S.A.

Adress: 27 Kaliftaki Str., GR 145 64 Κifissia, Attica, Greece

Τ +30 210 6253 905

www.intermedi.com.gr

მსგავსი პროდუქტები