იმუნიტასი ფორტე 100მლ სიროფი

137799
მარაგშია
23.60 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა სასუნთქი სისტემის პრეპარატები ჯენერიკიExtr.Mumio,Taraxac,Sambuc,Urticae,Hippop გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
23.60 

იმუნიტასი ფორტე
IMUNITASI FORTE

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი


შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები
მუმიოს სქელი ექსტრაქტი 0.03გ
სამფერა იას სქელი ექსტრაქტი 0.03გ
სპირულინას სქელი ექსტრაქტი 0.03გ
ბაბუაწვერას ყვავილის სქელი ექსტრაქტი 0.03გ
ანწლის ნაყოფის სქელი ექსტრაქტი 0.03გ
ჭინჭრის სქელი ექსტრაქტი 0.03გ
ქაცვის ნაყოფის სქელი ექსტრაქტი 0.03გ

დამხმარე ნივთიერებები:
64 გ შაქარი, გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100მლ სიროფის მისაღებად.

გამოყენება

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.
იმუნიტასი ფორტე იმუნიმოდულატორული საშუალებაა. მისი მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებების თვისებებით, როგორიცაა პოლივიტამინები, მიკროელემენტები და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტები.

 

ალტაის მუმიო  – ალტაის მუმიოს აქვს მრავალი სამკურნალო თვისება, რაც უზრუნველყოფილია მუმიოს უნიკალური შემადგენლობით. ალტაის მუმიო არის ბუნებრივი ორგანული კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის 30-მდე მაკრო- და მიკრო ელემენტები (მაგნიუმი, ალუმინი, ნატრიუმი, სპილენძი, თუთია, სელენი კალციუმი, კალიუმი);  ქიმიურ ელემენტთა პერიუდულის სისტემის ცხრილიდან შეიცავს იშვიათ ელემენტებს: კალა, სტრონციუმი ცეზიუმი, რუბიდიუმი, ქრომი, ბარიუმი, ანტიმონი; ასევე შეიცავს რამდენიმე სახის ამინომჟავას, დიდი რაოდენობით ვიტამინებს K,E,C, ეთერზეთებს, პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. მუმიოს პრევენციული მიზნებისათვის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებას და აღადგენს ნორმალურ სასიცოცხლო აქტივობას.     

სამფერა ია  – მდიდარია გლიკოზიდებით, ეთერზეთებით, კაროტინოიდებით, საპონინებით და C ვიტამინით; ახასიათებს ანთებისა და ხველის სააწინააღმდეგო ეფექტი.

სპირულინა – მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით (B1, B2, B6, B8, B9, B12), A და E ვიტამინით, მინერალებით (კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი, სელენი, სპილენძი), ბეტა-კაროტინით, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან. სპირულინა მოქმედებს როგორც ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმს ეხმარება სეზონური ინფექციების დამარცხებაში.


ბაბუაწვერა – შეიცავს A, B, C, E ვიტამინებს, მინერალებს, როგორიცაა თუთია, რკინა, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი; ახასიათებს ტკვილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისება, ეფექტურია სეზონური გაციების და ვირუსების დროს.

ანწლის ნაყოფი – შეიცავს C ვიტამინს, გლუკოზას, ფრუქტოზას, ამინომჟავებს, მინერალებს კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, სპილენძს, თუთიას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება; ეფექტურია გაციების, გრიპის, ანგინის და სასუნთქი გზების დაავადების დროს.


ჯინჭარი  – შეიცავს A, B1, B2, B3, B5, B6, B7, E, C, K ვიტამინს, ფოლიუმის მჟავას, მინერალებს, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, მანგანუმი. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი თვისება, ამაღლებს იმუნიტეტს, აძლიერებს ანტისხეულების წარმოქმნას და ფაგოციტების მოქმედებას.


ქაცვის ნაყოფი – შეიცავს A, B2 , B12 , B6, C , E და K ვიტამინებს , ომეგა 3,5,7-ს ცხიმოვანი და ორგანული მჟავებით, ანტიოქსიდანტებს და ნუტრიენტებს.  გააჩნია ანთების საწინააღმდეგო,  ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი თვისება, ზრდის სიცოცხლის უნარიანობას და იმუნიტეტს.


იმუნიტასი ფორტე  – ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზების ნორმალურ ფუნქციონირებას. მას აქვს ანტიმიკრობული და ანტივირუსული ეფექტები, ასტიმულირებს ორგანიზმის არასპეციფიკურ დაცვით მექანიზმებს, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაზრდას სეზონური ინფექციების დროს, მათ შორის ბავშვებში, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ. პროდუქტს აქვს ზოგადი გამაჯანსაღებელი თვისებები. იმუნიტასი ფორტე განსაკუთრებით რეკომენდებულია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ორგანიზმის ბუნებრივი რეზისტენტობის ,შესანარჩუნებლად, ასევე სეზონური ვირუსების და გრიპის დროს სწრაფი გამოჯანმრთელების მიზნით, ჰიპო- და ავიტამინოზების დროს, ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ პერიოდში – რეკონვალესცენციის დაჩქარების მიზნით, გონებრივი და ფიზიკური განვითარების, სიმაღლეში ზრდის შეფერხების დროს, არარაციონალური კვების, კვების რეჟიმის შეცვლის, თმის ცვენის, მადის დაქვეითების, სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითების დროს.

უკუჩვენება: არ გააჩნია.


უსაფრთხოების ზომები

გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

ორსულობა ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება დასაშვებია.

უპირატესობები: არ შეიცავს საღებავს და გლუტენს.


გამოყენების მეთოდები და დოზები

1  წლიდან 6  წლამდე 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ,

6 წლიდან -16 წლამდე 1 დესერტის კოვზი  დღეში 3-ჯერ,

ზრდასრულებში 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
მიღების ხანგრძლივობა 3 კვირიდან - 6 კვირამდე.

შენახვის პირობები: ინახება  ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისობა:3 წელი.


გამოშვების ფორმა და შეფუთვა

100მლ პოლიეთილენის ბოთლში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.


აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.


მწარმოებელი

დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.

მსგავსი პროდუქტები